ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: დღეს, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა

 

„როდესაც ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან აღმოჩნდებიან, თავისუფალი არჩევანი უნდა გააკეთონ. თავისუფალი არჩევანი ჩვენ, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად სწორედ, 2012 წელს მოვიპოვეთ. ეს არის ყველაზე ძვირფასი“, – განაცხადა ნაძალადევის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, როცა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან განმარტოვდება, მან კარგად უნდა გაანალიზოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და წინა ხელისუფლების მმართველობა.
„ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანი, მაგრამ მათ აქვთ, ასევე, შედარების საშუალება. დღეს, „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. სამწუხაროა, რომ ოპოზიციაში არ არიან ისეთი ძალები, რომლებიც კონკურენციას გაგვიწევენ. ჩვენი გამოწვევები, ჯერ კიდევ, ის პრობლემებია, რომელსაც ყოველდღიურად ვეხებით. ამაზე, ჩვენ ღიად ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი აქცენტი არის ის, რომ ორიენტის ვაკეთებთ ადამიანზე და ჩვენ ეს საქმითაც დავამტკიცეთ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში?

რა გითხრეს, რომ ამ სასამართლო პროცესზე მოხვიდოდით და დაგხვდებოდათ ადამიანი, რომელიც დამნაშავე იყო თქვენს დაზიანებაში? - ამ კითხვით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოწმე პოლიციელს ნიკოლოზ ხურცილავას მიმართა.როგორც ცხადაძე აღნიშნავდა, ის იმ დღეს, როცა პოლიციელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, იქ არ იმყოფებოდა.„არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენზე, ისევე როგორც თქვენ ვერ გექნებათ ჩვენზე. მაინტერესებს, საქმეს თუ იცნობთ ჩვენს შესახებ, რას გვედავებიან?" - მიმართა პოლიციელს ცხადაძემ, რაზეც მან უპასუხა, რომ „225-ე მუხლს, ჯგუფურ ძალადობაში თანამონაწილეობას“.სამართალდამცავს ცხადაძემ კვლავ კითხვით მიმართა, „რა უთხრეს მას, რომ სასამართლოში ის პირი დახვდებოდა, ვინც ის დააზიანა თუ არა“.„მე დამიბარეს და მოვედი აქ... როცა გიბარებენ, ვალდებული ხარ, მიხვიდე“, - უპასუხა პოლიციელმა, რომელსაც ისევ ჩაეკითხა ცხადაძე, უკითხავს თუ არა, რის გამო მიდიოდა სასამართლოში.„როგორ არა, ვიცოდი რაზეც უნდა დავკითხულიყავი, 28 ნოემბერს დავზიანდი პოლიციელი, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა“, - უპასუხა ხურცილავამ, მას კვლავ მიმართა ცხადაძემ კითხვით: „და გითხრეს, იქ ეს ადამიანი დაგხვდება, ვინც დაგაზიანაო?"- აღნიშნულს მან უარყოფითი პასუხი გასცა.„არა, ეს ადამიანი დაგხვდებაო არა, თავიდანვე ვთქვი, რომ არ ვიცი ვინ ისროლა, ხელს ვერავის დავადებდი“, - განაცხადა ხურცილავამ.მას ბრალდებულმა იუმორისტმა ისევ მიმართა კითხვებით.„მე პირადად 28 ნოემბერს, იქ სადაც დაზიანება მიიღეთ, საერთოდ არ ვყოფილვარ და ჩემთან პრეტენზია ვერ გექნებათ.თქვენ თქვით, მოქალაქეებისგან დაიწყო ძალადობაო, ჩვენ არცერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს, აქ გავიცანით ერთმანეთი, თქვით, ნიღბიანი ადამიანები ერთმანეთს აწოდებდნენ ქვებს, რაღაცებსო. ახლა კითხვას დავსვამ და თუ გასაპროტესტებელი იქნება, ბრალდების მხარე გააპროტესტებს, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ ვაპროტესტებდი, იმიტომ ვზივარ აქ. ანუ არც ერთი არ ვიცნობთ ერთმანეთს და ერთმანეთს ვუთხარით, მოდი ქვა მომეცი, ვისროლოთო, ამას ვამბობდით?",- მიმართა პოლიციელს ცხადაძემ. აღნიშნული კითხვა ბრალდების მხარის პოზიციის შემდეგ მოიხსნა.ცხადაძემ ასევე ხურცილავას ჰკითხა, პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მისამართით შეურაცხმყოფელი ჟესტები თუ დაინახა, რასაც პოლიციელმა უარყოფითი პასუხი გასცა."ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ახლა აქ ირაკლი კობახიძე იჯდებოდა და შესაძლებელი იქნებოდა, თქვენ გქონოდათ იმის შანსი, ის დაგეკავებინათ, მაგრამ ეს შანსი ხელიდან სამწუხაროდ გაუშვით",- განაცხადა ცხადაძემ.ამ წუთებში ჩვენებას კიდევ ერთი მოწმე პოლიციელი, დაზარალებული ილია ბუიღლიშვილი აძლევს.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ბესარიონ ხვინთელიანი: ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“ და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად...

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ბიზნესის რეკეტი, მესაკუთრის დაპატიმრება მისი ქონების მისაკუთრების მიზნით და უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტები განიხილება, "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, ბესარიონ ხვინთელიანმა, ციხეში ყოფნის დეტალებზე ისაუბრა.ბესარიონ ხვინთელიანის თქმით, ციხეს ე.წ. მაყურებლები მართავდნენ ციხის ადმინისტრაციის დავალებით.„ციხეში ყოველ სართულს თავისი „მაყურებელი“ ჰყავდა, ტელეფონს თავისი „მაყურებელ“ ჰყავდა, მედპუნქტს თავისი. ანუ „მაყურებელი“ რაში სჭირდებოდა?!- პრაქტიკულად ციხეს მართავდნენ კრიმინალური „მაყურებლები“.სხვადასხვა რეგიონებიდან ცალკე მაყურებლები, შენ თუ იყავი იმერელი იმერეთის „მაყურებელი“ გყავდა, მე რადგან სვანი ვიყავი სვანი „მაყურებელი“ მყავდა. პრაქტიკულად იერარქიული, პირამიდული სისტემა ჰქონდათ. და ეს იყო იმ დროს, როდესაც „დემოკრატიის შუქურა“ მთელ სამყაროს ასე მაგრად და კარგად ელაპარაკებოდა“,-განაცხადა ბესარიონ ხვინთელიანმა.სოზარ სუბარის შეკითხვაზე, თუ საიდან იმართებოდა იერარქიული კრიმინალური სტრუქტურა ციხის ადმინისტრაციისგან, თუ ადმინისტრაციისგანაც და ამ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებისგან ბესარიონ ხვინთელიანმა უპასუხა: „გარედან როგორ იმართებოდა ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ისინი ციხის ადმინისტრაციისგან იმართებოდნენ და ციხესთან ჰქონდათ გარკვეული ურთიერთობები“.სოზარ სუბარის განცხადებით, წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა.„წელიწადში ორჯერ ხდებოდა „მაყურებელთა“ შეკრება ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში, საიდანაც ხდებოდა დავალებების ჩაშლა მერე. დავალება ის კი არ იყო, რომ მთელი ეს ნახევარი წელი როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, დავალების მიცემა იყო ის, რომ ეს ადამიანი არის კრიმინალური სამყაროს მიერ დანიშნული „მაყურებლად“, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ციხე, ბუნებრივია ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო ადმინისტრაციასთან. ასე ხდებოდა და თქვენმა ნათქვამმაც პრაქტიკულად დაადასტურა ეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ბლუმბერგი“ – ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა

შეერთებული შტატები ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის აღდგენის შეთავაზებით გამოვიდა, – ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.„ბლუმბერგის“ ცნობით, მოსკოვი დღემდე თავს არიდებს აშშ-ის შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მოიცავს კონფლიქტის გაყინვას, აშშ-ის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, ასევე აშშ-ის სანქციების გაუქმებას.ამავე დროს, როგორც „ბლუმბერგის“ სტატიაშია ნათქვამი, შეერთებულ შტატებს მომზადებული აქვს ახალი იდეა, რომელმაც შეიძლება, დააინტერესოს რუსეთის ფედერაცია.„მას შემდეგ, აშშ-მა შეთავაზებას ახალი დეტალები დაამატა, კერძოდ, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების განახლება“, – ნათქვამია სააგენტოს პუბლიკაციაში.ნატო-რუსეთის საბჭო გახლავთ ორგანო, რომელიც შეიქმნა „ცივი ომის“ შემდეგ უსაფრთხოების საკითხებზე ორმხრივი პარტნიორობისთვის. ამ საბჭომ შეწყვიტა საქმიანობა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.საბჭოს ბოლო სხდომა 2022 წლის 12 იანვარს ბრიუსელში გაიმართა. მასზე განიხილებოდა რუსეთის მოთხოვნები „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ, რომლებიც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა უარყვეს.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს, მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს.ვოლსკის განმარტებით, ოპოზიციის მიზანი საერთოა, თუმცა სხვადასხვა გეგმა აქვთ რევოლუციისა და დესტაბილიზაციის მოსაწყობად.„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას საკმაოდ მძლავრი წარმომადგენლობა ჰყავდა, პარლამენტში არ შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მათ რევოლუცია არჩიეს. თავის დროზე, შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ხელისუფლების მიმართ უსამართლო იყო. დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს, რადგან რევოლუციური გზით სვლა გადაწყვიტეს. მათ შორის არ არსებობს სხვა შეჯიბრი, გარდა იმისა, ვინ უკეთ განავითარებს რევოლუციურ პროცესს. ნაწილს მიაჩნია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და იქიდან რევოლუციის მოწყობა სჯობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მათ მიერ დანერგილი საბოტაჟის გზა დესტაბილიზაციას სჭირდება. ერთიც და მეორეც ერთი მიზნისკენ მიდის, სხვადასხვა გეგმით. რომელი რომელ მხარეს დადგება, როგორც ჩანს, ინსტრუქცია ჯერ არ აქვთ, ან ისეთია, რომ ზოგმა ასე უნდა ილაპარაკოს, ზოგმა – ისე. აქამდე მათი გეგმა იმის იქით არ მიდიოდა, თუ არა სისხლისღვრა და რევოლუცია, ასევე საქართველოს ცეცხლში ჩართვა. მათგან სხვა იდეა არ მოგვისმენია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ტრამპი უკრაინის კონფლიქტზე: არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით ერთმანეთს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მხრივ არაფერი მოხდება, სანამ ის და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან.„არაფერი მოხდება, სანამ მე და პუტინი არ შევხვდებით“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, გაერთიანებულ არაბთა საამიროებში დაშვებამდე.

ბოლო სიახლეები