სამშაბათი, ივლისი 1, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა

26 მაისთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის მისალოც წერილში მნიშვნელოვანი აქცენტებია. გამოჩნდა, რომ ის მზად არის ურთიერთობებისთვის და შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტამდე მე მივიღე მილოცვები არაერთი ქვეყნისგან. როდესაც რომელიმე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, ვაგზავნით პრეზიდენტებთან მისალოც წერილებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ-ის პრეზიდენტისგან მოლოცვა მივიღეთ. ამ სპეკულაციების განხილვა ალბათ არც ღირს. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარდა იმისა, ეს იყო მისალოცი წერილი, შინაარსში ჩანს მნიშვნელოვანი აქცენტები. ხაზი ესმება ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის განახლების სურვილი აქვთ.

მილოცვაში პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია, დავიწყოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან.

გვინდა არ გვინდა, ეს დიდი ქვეყანა იყო მისაბაძი ქვეყანა და ჩვენთვის ყოველთვის სამაგალითო. ეს განსხვავებული მიდგომები გაურკვეველი იყო. ქართველები ემოციური ხალხი ვართ, ვერ ვიღებდით ამას. ვცდილობდით, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო, რომ ჩვენ ღია ვართ, მზად ვართ და ზურგს არ ვაქცევთ. მუდმივად ხდებოდა სპეკულაციები, რომ ჩვენ თავს ვესხმით აშშ-ს, აშშ-ის ელჩს. სიმართლე ერთია და ყოველთვის აღვნიშნავდით ამას, რომ თავს არ ვესხმით, მაგრამ ჩვენ ვერ დავთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს. გვაქვს ამის მოლოდინი, ადრე თუ გვიან, თავის კალაპოტში ჩადგება ეს სტანდარტული ურთიერთობები და ამის იმედი გვქონდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რომელიმე ქვეყნის რომელიმე ადმინისტრაცია სხვადასხვანაირი შეხედულებებით შეიძლება, იქცეოდეს, ჩვენ მათზე ვერ ავეწყობოდით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებდა ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე.

„ჩვენ საკმაოდ გრძელვადიანი, კარგი სტრატეგია დავისახეთ მიზნად, რომ ჩვენ ყოველთვის ვიმოქმედებდით ჩვენი ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამ თანხვედრაზეც მაქვს საუბარი – ღირებულებებზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ პირდაპირი განაცხადი იყო. რუბიო მუდმივად უსვამს ამას ხაზს, რომ მოქმედებენ ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. ევროპის ქვეყნებშიც დაიწყო ამაზე ხაზგასმა, რომ ეროვნული ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეროვნულ ინტერესებზე როცა საუბრობენ ქვეყნები, აქ ჩნდება პატივისცემა. შესაძლებლობები შეიძლება, განსხვავებულია, მაგრამ უნდა შეგვეძლოს თანხვედრა და საუბარი. მით უმეტეს, თუ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ვართ.

ჩვენ უბრალოდ ველოდებოდით, რომ ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგებოდა ეს პროცესი და სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით. ეს წერილიც და პრემიერთან სტივ დეინსის დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოძახილია, რომ ნელ-ნელა უბრუნდება კალაპოტს ურთიერთობები. სპეკულაციები ბევრი იქნება, ჩვენ ამისთვისაც მზად ვიყავით. ვემზადებოდით და საკმაოდ მომზადებულია საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის მზადყოფნას გამოვთქვამთ ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, თუ სხვა. მზად ვართ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ. იქიდან განსხვავებულ პასუხებს ვიღებდით და ამასაც გაგებით ვეკიდებოდით. დღესაც რომ ამდენი ხანი გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ტრამპმა ამ მილოცვით აღნიშნა პირველი შეხება ჩვენს ქვეყანასთან, ესეც მოლოდინის რეჟიმი იყო. ჩვენ ხომ ვხედავთ, რა ხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა მიზნები დაისახა ტრამპმა. ვხედავთ თანმიმდევრულობას, რა არის მისთვის დღის წესრიგში. ნამდვილად ვერ დადგებოდა საქართველო მისთვის პირველ რიგში და არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვხედავთ ამ პროცესს. ეს ღირებულებითი თანხვედრა, რომელზეც ხაზს ვუსვამდით, გამოჩნდა წერილშიც, რომ ის ხაზს უსვამს ამ დამოკიდებულებას. ამ წერილში ჩანს, რომ ურთიერთობებისთვის ის მზად არის და მგონი, ეს პროცესი, ჩემი აზრით, ამ გადმოსახედიდან უკვე, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა და დასძინა, რომ დონალდ ტრამპის მისალოცი წერილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავლით მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – ხელისუფლებას სთხოვს, თანხები გამოუყოს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს, ალბათ, ცოტა ხანში ასეთ რამეს მოითხოვენ, ბურჭულაძის განცხადებები ღიმილის მომგვრელია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, პაატა ბურჭულაძე ღიმილის მომგვრელ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.გიორგი კახიანი საქართველოს პირველ არხთან საუბარში პაატა ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან დედაქალაქის მერს, კახი კალაძეს „დინამოს“ დაქირავების მიზნით თანხების გამოყოფა მოსთხოვა.კახიანის თქმით, მას პაატა ბურჭულაძის განცხადებები აღარ უკვირს, რადგან აქამდეც არაერთი არაადეკვატური განცხადება გააკეთა.„რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი. მაგალითად, როცა თქვა, რომ არჩევნები მობილური ტელეფონებით უნდა ჩატარდესო. ახლა მორიგი აბსურდი მოვისმინეთ. ასეთი განცხადებები მიუთითებს არაკომპეტენტურობაზე, არაადეკვატურობაზე და პოლიტიკური გამოცდილების არქონაზე. ფაქტობრივად, ხელისუფლებას სთხოვს, თანხები გამოუყოს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ თავისი თავი დაამხოს. ალბათ ცოტა ხანში ასეთ რამეს მოითხოვენ. მისი განცხადებები ღიმილის მომგვრელია და სერიოზულად არ აღიქმება“, – განაცხადა კახიანმა.

ბიძინა,უბრალოა სუფრასთან და გულწრფელი ემოციით-ემოციური იყო როცა მის თვალზე ცრემლები ვნახე, “ქართული ხმების ნამღერზე, არ ველოდი…ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად...

გთავაზობთ სტატიას ჟურნალ "გზის" არქივიდანბიძინა,უბრალოა სუფრასთან და გულწრფელი ემოციით-ემოციური იყო როცა მის თვალზე ცრემლები ვნახე, "ქართული ხმების ნამღერზე, არ ველოდი...ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ-რას იხსენებს ბესო ბერულაშვილისუფრასთან ბევრჯერ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს. მისი ცეკვა არ მახსოვს, მაგრამ კარგად მღერის... ისეთი ძმაკაცები ჰყავს, სიმღერას ასწავლიდნენ, აბა, რა იქნებოდა?! 30 წელია, "ქართული ხმების" წევრები მისი ძმაკაცები არიან. ერთმა რამემ ნამდვილად გამაკვირვა: ბიძინას მათ ნამღერზე ცრემლი მოადგა თვალზე, ამას არ ველოდი. ის ძალიან უბრალოა სუფრაზე და ვერ იტანს, რომ ზედმეტად აქებენ. ასეთივე იყო ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი.ერთხელ ქორწილში, გია ვოლსკისთან მივედი და ვუთხარი, ნება მიბოძეთ, თქვენი სახელით მივულოცო ნეფე-დედოფალს გაბედნიერება-მეთქი. მას ეგონა, თუ გამოვიდოდი და ვიტყოდი, ბატონი გია გაბედნიერებას გილოცავთ-მეთქი, არადა, გია ვოლსკის ხმაზე დავიწყე საუბარი... გაოგნებული მიყურებდა-ბესო ბერულაშვილი

კახა კალაძე: პაატა ბურჭულაძეს მე გადავუხდი ფულს მინი სტადიონის დასაქირავებლად

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის სურვილი დინამოს სტადიონზე ღონისძიების მოწყობასთან დაკავშირებით თბილისის მერიის მისამართით უადგილოა, რადგან აღნიშნული სტადიონი კერძო საკუთრებაა.„დინამო არენა არის საკუთრებაში გადაცემული და მერია რა შუაშია ღონისძიების ორგანიზებასთან. შემდეგი განცხადება კიდევ უფრო საოცრება იყო, თითქოს თბილისის მერიამ უნდა გადაუხადოს პაატა ბურჭულაძეს ფული. მე გადავუხდი ფულს არა დინამოს, არამედ მინი სტადიონის დასაქირავებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია – ილია თოფურია პირველ ადგილზეა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ნიკა გვარამიას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.დასკვნით სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში იყო დაბარებული

30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – მოჰყავს საელჩოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ციტატა.

ბოლო სიახლეები