კვირა, მაისი 4, 2025

მიხეილ ყაველაშვილი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას და პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა.

პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.

მთავარსარდალს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი პირველ ქვეით ბრიგადასაც ესტუმრა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის მიზნებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

“სიმბოლურია, რომ პირველი ვიზიტი ჩვენს თავდაცვის ძალებში გვქონდა. გავეცანი მათ მიზნებს, ინფრასტრუქტურას, იუნკერების არსებულ რეალობას, საკმაოდ მაღალ დონეზეა ყველაფერი უზრუნველყოფილი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სამხედრო წარმომადგენლები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ იუნკერების სწავლებას. დარწმუნებული ვარ, რომ მათი მოტივაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. შესაძლებლობა მქონდა, რომ ამ ყველაფერს გავცნობოდი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მემარჯვენე თუ ცენტრისტი პაპი? იტალიური პრესა მელონი-მაკრონის დაპირისპირებაზე საუბრობს

მემარჯვენე თუ ცენტრისტი პაპი? იტალიური პრესა ჯორჯია მელონისა და ემანუელ მაკრონს შორის დაპირისპირებაზე წერს, რამაც ვატიკანის კულისებში ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაზე შეიძლება მოახდინონ გავლენა. ცენტრისტული გამოცემების მტკიცებით, იტალიის მთავრობის მეთაური და პოსტფაშისტური პარტია „იტალიის ძმების“ (Fratelli d'Italia) თანადამფუძნებელი ჯორჯია მელონი, იმისთვის, რომ რომის ახალ პაპად კონსერვატორული შეხედულებების მქონე კარდინალი აირჩიონ, ფარულად აღვივებს ინტრიგებს. თავის მხრივ, მემარჯვენე გაზეთები იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ლიბერალურად განწყობილი კარდინალის დაწინაურებას ცდილობს. 21 აპრილს არგენტინელი პონტიფიკოსის გარდაცვალებისა და ვატიკანში იმ კარდინალთა მოწვევის შემდეგ, რომლებმაც 7 მაისს გახსნილ კონკლავში უნდა მიიღონ მონაწილეობა, პოლიტიკური მანევრები უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული. პეტრეს ტახტის მომავალი მფლობელი სწორედ ვატიკანში თავმოყრილ „ეკლესიის მთავრებს“ შორის უნდა ვეძებით, რომლებიც ყველა კონტინენტს წარმოადგენენ და განსხვავებული მორალური და პოლიტიკური მგრძნობელობის მქონე სასულიერი პირები არიან. ახალი პაპის პერსონის მიმართ ცხოველი ინტერესის გარდა, ასევე ყურადღების ცენტრშია, თუ როგორი იქნება მისი დამოკიდებულება ეკლესიისთვის ისეთ არსებით საკითხებზე, როგორიცაა ქალების როლი, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, აბორტი, სიცოცხლის ხელყოფა, განქორწინებულთა და ლგბტ+პირთა ეკლესიის წიაღში მიღება... ამ საკითხებთან მიმართებაში მომავალი პაპის კრედოს საზომად შეიძლება გარდაცვლილი ფრანცისკეს მრწამსი გამოდგეს იმის მიუხედავად, რომ ხორხე ბერგოლიოს (ანუ, ფრანცისკეს - რედ.) მოწინააღმდეგეები მეტისმეტად ლიბერალურ პაპად მიიჩნევენ.სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი „ლა სტამპას“ ცნობით, სამოციქულო სასახლესა და პალაცო ჩიგის შორის, რომელიც რომში იტალიის მთავრობის მეთაურის რეზიდენციას წარმოადგენს, „კავშირის ძაფებია გაბმული“. „წლების განმავლობაში კავშირების გაბმა“ კი ალფრედო მანტოვანოს მიეწერება, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მდივანია. თავისი თანამდებობის წყალობით, ის კურიასთან და ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოსთან იტალიის მთავრობის №1 საკონტაქტო პირია. ტურინული გაზეთი იუწყება, რომ წლევანდელი კონკლავი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადია, რადგან ფრანცისკეს მიერ დანიშნული კარდინალების მნიშვნელოვანი ნაწილი პლანეტის „პერიფერიებიდან“ არიან, ერთმანეთს არ იცნობენ და ვატიკანის კულუარული დაჯგუფებების საიდუმლოებებს არ ფლობენ. იგივე გამოცემა წერს, რომ ალფრედო მანტოვანო „აგროვებს ინფორმაციებს, ესაუბრება კარდინალებს, ეცნობა მათ განზრახვებს“ და ეს ყველაფერი „კავშირშია“ ორ კარდინალთან (ანჯელო ბანიასკოსთან და მაურო პიაჩენცასთან), რომლებიც, მართალია, პაპის არჩევნებში არ მონაწილეობენ, მაგრამ პაპ ფრანცისკეს 12-წლიან მმართველობის „კავშირების გასაწყვეტად“ ძალ-ღონეს არ იშურებენ. მემარჯვენე პრესა, უფრო მეტად, ემანუელ მაკრონის პოზიციით და ქმედებებით ინტერესდება. ულტრამემარჯვენე გაზეთი „ლიბერო“, რომლის რედაქციასაც ჯორჯია მელონის კაბინეტის კომუნიკაციის ყოფილი სპიკერი, მარიო სეკი უდგას სათავეში, ირწმუნება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე შეარჩია სახელი თავისი კანდიდატისთვის, მარსელის არქიეპისკოპოს ჟან-მარკ აველინისთვის: პაპი იოან XXIV. „ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია“ ელისეის სასახლის ბინადრისთვის, რომელსაც ფრანცისკესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა: აწ უკვე გარდაცვლილი რომის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ერთი მხრივ, საფრანგეთის კონსტიტუციაში აბორტის უფლების შეტანამ გააღიზიანა, მეორე მხრივ, კი ფრანცისკე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახალი გახსნის ცერემონიაზე საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან იგნორირებამ გაანაწყენა. „მაკრონს პაპის არჩევაში მონაწილეობის მიღება სურს“, - აცხადებს კიდევ ერთი კონსერვატიული გაზეთი „ლა ვერიტა“ და საფრანგეთის პრეზიდენტის „სასოწარკვეთილ მცდელობას“ დასცინის. ემანუელ მაკრონის გარემოცვამ „უსაფუძვლო ბრალდებები“ მალევე უარყო. გაზეთ „ილ ტემპოს“ ცნობით, ემანუელ მაკრონმა, რომში პაპის დაკრძალვაზე ყოფნის დროს, ფრანგ კარდინალებთან ერთად ისადილა. ეს ინფორმაცია „ფრანს პრესს“ სადილის ერთ-ერთი მონაწილის გარემოცვამ დაუდასტურა. როგორც ირკვევა, პრეზიდენტმა მაკრონმა წმინდა საყდარში საფრანგეთის საელჩოში, ფარნგ კარდინალებთან: ჟან-მარკ აველინთან, ფრანსუა-ქსავიე ბუსტილოსთან, ფილიპ ბარბარინთან და კრისტოფ პიერთან ერთად ისადილა. „ყველა ძალიან ფრთხილობდა, რომ მომავალი კენჭისყრის წინ, სადილზე მყოფ კარდინალებზე გავლენა არ მოეხდინათ. დისკუსია, ძირითადად, პაპ ფრანცისკესთან დაკავშირებულ მოგონებებს შეეხო“, - განაცხადა წყარომ.ყველა ფსონი გარკვეულია ბუკმეკერების საიტები ამჟამად პაპის ტახტზე ფავორიტად ვენეციელ პიეტრო პაროლინის ასახელებენ, რომელიც ფრანცისკეს დროს, თავისი გავლენით, მეორე პერსონა იყო. თუმცა - უფრო ზომიერი, დამყოლი და ნაკლებად ქარიზმატული. „ლა სტამპას“ მტკიცებით, თუ პონტიფიკოსად იტალიელ კარდინალს აირჩევენ, ჯორჯია მელონის ურჩევია, ის მატეო ზუპი იყოს, რომელიც დოგმების მიმართ ნაკლები სიხისტით გამოირჩევა. კარდინალი ზუპი ასევე არის კათოლიკური თემის, სანტ-ეგიდიოს გავლენიანი წევრი, რომელიც წმინდა საყდრის არაფორმალური დიპლომატიური არხის როლს ასრულებს. როგორც „ლა ვერიტა“ აღნიშნავს, თავის მხრივ, მაკრონს, პაპის საარჩევო კამპანიაში, სანტ-ეგიდიოს პრეზიდენტის, ანდრეა რიკარდის მხარდაჭერის იმედი აქვს. „რესპუბლიკის პრეზიდენტი ასე არ იქცევა“, - პასუხობს ამაზე მაკრონის გარემოცვა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰუსიტებსა“ და ირანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი პასუხს გასცემს „ჰუსიტებსა“ და ირანს. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც „ჰუსიტებმა“ თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.„აშკარაა, რომ ჩვენ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მთელი მსოფლიო დგას „ჰუსიტების“ მხრიდან გამოწვევის წინაშე, მათ შორის იმ საზიზღარი თავდასხმის ჩათვლით, რომელიც დღეს ბენ გურიონის აეროპორტის მახლობლად განახორციელეს. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით. ჩვენ მათ წინააღმდეგ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ ისინი მოქმედებენ თავიანთი მფარველის, ირანის მითითებითა და მხარდაჭერით. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეფექტურად ვუპასუხებთ და ირანს გავაფრთხილებთ, რომ ეს ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდესთან შეხვედრისას.ცნობისთვის, Times of Israel-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თელ ავივის ბენ გურიონის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰუსიტების“ ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა. არიან დაშავებულებიც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რაკეტის განადგურება ვერ შეძლეს.

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 2 მაისით თარიღდება.ვრცლად ↓

დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა… – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.„ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ182-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტოგრაფი ულამაზესი ნიცა თავაძის კადრებს გვიზიარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძე ახალ კადრებში ულამაზესად გამოიყურება.ნიცას კადრებს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი zura.typicon-ი გვიზიარებს.  

ბოლო სიახლეები