ორშაბათი, ნოემბერი 9, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება, ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე

ამ ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება, ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე, – განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული – ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას სხვა ფორმით“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი აშშ-ს – დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მეომრები

ამერიკელმა ამომრჩევლებმა არჩევანი გააკეთეს. ახლა თეთრი სახლის ჯერია, საკუთარი არჩევანი გააკეთოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.ის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოქმედებები ყველა ფრონტზე შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მკაცრი ზომებით ემუქრება.“ჩვენი ორდღიანი წინადადება ძალაში რჩება: შეასრულეთ მოთხოვნები, მათ შორის, დაასრულეთ ომი ყველა ფრონტზე, და შედეგსაც იხილავთ. ან აირჩიეთ ომი და ნახავთ, როგორ დაგატეხენ თავს ჯოჯოხეთს ჩვენი მზადყოფნაში მყოფი, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრები”, - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

“1933 წელს მან სათაფლიაში დინოზავრების ნაკვალევი აღმოაჩინა – ამ სიტყვების მიღმა საოცარი ამბავია” – ვინ იყო ქუთაისელი კაცი, რომელმაც უნიკალურ ნაკვალევს მიაკვლია

დღეს სა­თაფ­ლი­ა­ში მი­სუ­ლი ბავ­შვი დი­ნო­ზავ­რის ნაკ­ვა­ლევ­თან ჩერ­დე­ბა და გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებს. შე­საძ­ლოა, ჯერ არც იცო­დეს, ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა იგი. ამი­ტომ პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლის გახ­სე­ნე­ბა ჩვე­ნი ვა­ლია. იმ გა­ო­ცე­ბას, იმ ცოდ­ნა­სა და იმ სი­ხა­რულს, რო­მელ­საც ეს ად­გი­ლი გვა­ნი­ჭებს, მისი შრო­მის დიდი წილი ახ­ლავს.- კი­დევ ერთი კარ­გი ქუ­თა­ი­სე­ლი მინ­და გა­გახ­სე­ნოთ - მხა­რეთმცოდ­ნე პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ა­ნი. კაცი, რო­მელ­მაც ჩვე­ნი მი­წის წარ­სულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა შე­ა­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ისე­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­უ­ტო­ვა, რომ­ლის სა­ნა­ხა­ვა­დაც დღეს სა­თაფ­ლი­ას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. მისი სა­ხე­ლი ამ ად­გილს სა­მუ­და­მოდ და­უ­კავ­შირ­და.სა­თაფ­ლი­ის მღვი­მე, დი­ნო­ზავ­რე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი, ბუ­ნე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის დაც­ვის­თვის გა­წე­უ­ლი შრო­მა, ამ ყვე­ლაფ­რის უკან იდგა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ძი­ე­ბის სურ­ვი­ლი და სა­კუ­თა­რი მხა­რის სიყ­ვა­რუ­ლი გზა­ზე ისევ და ისევ აბ­რუ­ნებ­და. 1933 წელს პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ან­მა სა­თაფ­ლი­ა­ში დი­ნო­ზავ­რე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ სი­ტყვე­ბის მიღ­მა სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვია: ჩვენს ნაც­ნობ მი­წა­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით წლის წი­ნან­დე­ლი სი­ცო­ცხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. უძ­ვე­ლეს ზე­და­პირ­ზე შე­მორ­ჩე­ნილ­მა ანა­ბეჭ­დებ­მა შო­რე­უ­ლი სამ­ყა­რო ხელ­შე­სა­ხე­ბი გა­ხა­და. ის, რაც მა­ნამ­დე მხო­ლოდ წარ­მო­სად­გე­ნი იყო, ახლა თვალ­წინ იდო, ნაკ­ვა­ლე­ვად, რო­მელ­საც დრო ვერ მო­ე­რია. ამ კვა­ლის და­ნახ­ვა­სა და ამოც­ნო­ბას ცოდ­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა სჭირ­დე­ბო­და.პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ანს ეს თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­და. მისი აღ­მო­ჩე­ნე­ბი წლე­ბის ძი­ე­ბა­სა და შრო­მას ეყ­რდნო­ბო­და.1924 წელს თეთ­რა­მი­წა­ზე ქვის ხა­ნის ნა­მო­სახ­ლარს მი­აკ­ვლია. იქ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ია­რა­ღე­ბი ქუ­თა­ი­სი­სა და მისი შე­მო­გა­რე­ნის უძ­ვე­ლე­სი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე გვი­ამ­ბობ­და, მათ შრო­მა­ზე, ყო­ფა­ზე, ამ მი­წას­თან კავ­შირ­ზე. 1925 წელს სა­თაფ­ლი­ის მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, ბუ­ნე­ბის მიერ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი მი­წის­ქვე­შა სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც შემ­დეგ მისი ზრუნ­ვი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ად­გი­ლად იქცა.თეთ­რა­მი­წა, სა­თაფ­ლი­ის მღვი­მე, დი­ნო­ზავ­რე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი, სამი აღ­მო­ჩე­ნა, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი მხა­რის წარ­სუ­ლის შეს­წავ­ლას ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­უხ­სნა.პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ა­ნი ნა­პოვნს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბო­და. მღვი­მის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავ­და, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებს მას­პინ­ძლობ­და, ძეგლის მნიშ­ვნე­ლო­ბას აც­ნობ­და. მის­თვის აღ­მო­ჩე­ნის სი­ხა­რულს ყო­ველ­დღი­უ­რი მოვ­ლა და დაც­ვა მოს­დევ­და. ასე­თი­ვე გუ­ლის­ყუ­რით უყუ­რებ­და ქუ­თა­ი­სის ის­ტო­რი­ულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას. იკ­ვლევ­და ძველ ნა­გე­ბო­ბებს, აგ­რო­ვებ­და წარ­სუ­ლის შე­მორ­ჩე­ნილ ნიშ­ნებს.ბაგ­რა­ტის ტაძ­რის მიმ­დე­ბა­რედ მო­ძი­ე­ბუ­ლი ჩუ­ქურ­თმი­ა­ნი ფრაგ­მენ­ტე­ბით მისი აღ­დგე­ნის საქ­მეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია. ქა­ლა­ქის სიყ­ვა­რუ­ლი სწო­რედ ასეთ შრო­მა­შიც ცხოვ­რობს, ნა­პოვ­ნი ქვის გაფრ­თხი­ლე­ბა­ში, ძვე­ლი ძეგლის მოვ­ლა­ში, მოს­წავ­ლის­თვის გა­ზი­ა­რე­ბულ ცოდ­ნა­ში, მო­მავ­ლის­თვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ ის­ტო­რი­ა­ში.დღეს სა­თაფ­ლი­ა­ში მი­სუ­ლი ბავ­შვი დი­ნო­ზავ­რის ნაკ­ვა­ლევ­თან ჩერ­დე­ბა და გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებს. შე­საძ­ლოა, ჯერ არც იცო­დეს, ვინ აღ­მო­ა­ჩი­ნა იგი. ამი­ტომ პეტ­რე ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლის გახ­სე­ნე­ბა ჩვე­ნი ვა­ლია. იმ გა­ო­ცე­ბას, იმ ცოდ­ნა­სა და იმ სი­ხა­რულს, რო­მელ­საც ეს ად­გი­ლი გვჩუქ­ნის, მისი შრო­მის დიდი წილი ახ­ლავს.

სოზარ სუბარი – ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათთან ურთიერთობას

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სოზარ სუბარის განცხადებით, ჩეხეთი ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ არ იყოს მიმართული.სუბარის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის წევრ ჩეხეთში, მათთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.„ჩვენთვის ჩეხეთი საინტერესო ქვეყანაა, რადგან ბოლო ერთი წელია, ჩეხეთს მართავს მთავრობა, რომელსაც მთავარი აქცენტი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე. ჩეხეთი 20 წელზე მეტია უკვე ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს, სწორედ ევროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას და განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი და ეწინააღმდეგება ბრიუსელის ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც შეიძლება, ჩეხეთის სუვერენიტეტის შემცირებისკენ იყოს მიმართული, ჩეხეთის ინტერესებისთვის არ იყოს საინტერესო და პირიქით, ჩეხეთის ინტერესების საწინააღმდეგო იყოს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მთავრობასთან და პარლამენტთან ურთიერთობას, რომელიც ამ პოლიტიკას ირჩევს. საინტერესოა მათი გამოცდილების გაზიარებაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.სუბარის განმარტებით, ჩეხეთს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები აქვს, რადგან ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში.„ბოლო 10 წლის განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს გაკეთებული, ვაჭრობაც საკმაოდ ინტენსიურია. სამწუხაროდ, ამ ვაჭრობაში ჩვენი ექსპორტი ძალიან მოიკოჭლებს, დაახლოებით 12-ჯერ მეტია ჩეხური იმპორტი საქართველოში, ვიდრე ჩვენი ექსპორტი. ეს გასაგებიცაა, რადგან ჩეხეთი ავტომობილებს აწარმოებს, ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი პუნქტია ევროკავშირში. ჩვენც ისეთი რაღაცები გვაქვს, რაც შესათავაზებელია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ მრეწველობა-ვაჭრობისა და თავდაცვის მინისტრებთანაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვდნენ. პარიზულ კლუბს 12 რეკორდი დაუფიქსირდა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველ ვარსკვლავს ეკუთვნის.ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ეტაპზე საგოლე მოქმედებების (გოლი + საგოლე გადაცემა) ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზედიზედ შვიდ მატჩში მოახერხა გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა.შთამბეჭდავია პარიზული კლუბის სხვა რეკორდებიც. „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, გუნდმა ტურნირის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა – 2025 წელს „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. პარიზელები ლიგა 1-ის ყველაზე მეტი ტიტულის (14) მფლობელებიც არიან. ამასთან, მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 96 ქულა დააგროვეს.ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემის რეკორდი ვიტინიას ეკუთვნის – 1602. ლიგა 1-ში ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული კი მარკინიოსს აქვს მოპოვებული – 11.გარდა ამისა, გინესის რეკორდების წიგნში პარიზული კლუბის შემდეგი მიღწევებიც მოხვდა:ლიგა 1-ში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 36 მატჩილიგა 1-ში გასვლით შეხვედრებში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – 39 მატჩილიგა 1-ის ერთ სეზონში ყველაზე ხანგრძლივი გამარჯვებათა სერია – 14 მატჩილიგა 1-ში ერთი ფეხბურთელის ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერია – ფაბიან რუისი, 51 მატჩი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26-საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასევე, ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.ბიძინა ივანიშვილმა ვალიდ აბუ ჰაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

ბოლო სიახლეები