საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ხვალ რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდება.
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში მქონდა შესაძლებლობა, დავსწრებოდი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას. შემდეგ მომეცა შესაძლებლობა, მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხვალ მაქვს შეხვედრა მასთან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის, წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებ, რომ ახალ პაპთან ერთად გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.