ხუთშაბათი, ოქტომბერი 30, 2025

მიხეილ სარჯველაძე – ხშირ შემთხვევაში ინციდენტები გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალებისგან, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, წამახალისებელი აღმოჩნდეს პროვოკაციებისთვის

ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს, ამ ფონზე აშშ-ის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროვოკაციების გამრავლებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის შეფასებით, უმჯობესია, მეტი აქცენტი გაკეთდეს განცხადების იმ ნაწიზლე, სადაც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი.

„მგონია, რომ ეს ინციდენტები ხშირ შემთხვევაში გამოწვეული იყო დესტრუქციული ოპოზიციური ძალების მხრიდან, პროვოკაციის ძალიან დიდი ეჭვები არსებობს და ასეთ ფონზე ამერიკის საელჩოს ასეთი განცხადება შეიძლება, ერთგვარად წამახალისებელი აღმოჩნდეს ასეთი ტიპის პროცოკაციების გამრავლებისთვის, ეს მართლაც ძალიან ცუდი იქნებოდა. დიდი იმედი მაქვს, ეს ამგვარად არ იქნება გამოყენებული, თუმცა კი, შეიძლება, რეალურად ქმნიდეს ამის ნიადაგს იმ დესტრუქციული ძალებისთვის, ვინც განწყობილია ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად. უმჯობესია, რომ მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა განცხადების ბოლო აბზაცზე, რომელშიც ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებელობაზეა საუბარი, რომ ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნებისმიერი სახის კონფლიქტის პროვოცირებას. ამერიკის საელჩოს განცხადება, მისი შინაარსის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, როგორი განწყობა ან სურვილებიც არ უნდა იყოს ამ განცხადების ავტორთა მხრიდან, საქართველოში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, შეიძლება, ბოროტად იყოს გამოყენებული არაერთი დესტრუქციულად განწყობილი ძალის მხრიდან. ეს არის რისკი, რომელიც ამ განცხადებას შეიძლება, ახლდეს და ეს სამწუხარო რეალობაა. შესაბამისად, უმჯობესია, ყველამ, მათ შორის მედიამ, აქცენტი გავაკეთოთ ბოლო აბზაცზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზურაბ ჯაფარიძე – მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არაფერი ხდება, ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ – ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს:...

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.ციხიდან გავრცელებულ წერილში ჯაფარიძე წერს, რომ უშუალოდ "კოალიცია ცვლილების" აკრძალვით ერთობა აკრძალეს, ამით კი მისი თქმით, ხელისუფლებამ აჩვენა რისი ეშინიათ - ძალების კონსოლიდაციის.ჯაფარიძის განმარტებით, რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გაერთიანდნენ კოალიციის წევრები, იმ პარტიასაც აკრძალავენ.ჯაფარიძე, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს აქციებში ხედავს - ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება. რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!".“ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე. ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, "ლელოს" სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა - სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.“ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” - ასევე არის სისულელე.თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე. ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ, რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე - სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს - ძალების კონსოლიდაციის.2024-ში "დროას", რომ ჰქონდა ნომერი - 1, ჩვენი კოალიცია დიდი ალბათობით "დროას" ბაზაზე გაკეთდებოდა.ამიტომ, მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.რუსებმა გვითხრეს 2 რამე: ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას - ავკრძალავთ; ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს - ავკრძალავთ.თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი. ანუ ეშინიათ ძალების კონსოლიდაციის და კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ. ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას; ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.ანუ უნდა იყო რუსების "ჩმორი" ... ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.“დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია, ჩემი აზრით, სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.და ბოლოს - არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!“, - წერს ჯაფარიძე წერილში.

დონალდ ტრამპი – ჯო ბაიდენი კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს, უშნო ადამიანია როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ციხეში უნდა იყოს.ტრამპი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას, რომელშიც საუბარია, რომ დონალდ ტრამპისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ 6 იანვრის საქმეზე გამოძიება მტკიცებულებებსა და იურიდიული სიზუსტეებს იყო მოკლებული.„ის კრიმინალია და ციხეში უნდა იყოს. არაკეთილსინდისიერი და წარუმატებელი. უშნო ადამიანი როგორც ვიზუალურად, ისე შინაგანად. მე ის მწარედ დავამარცხე და მიყვარს მისი ფართხალის ყურება“, – წერს ტრამპი.ტრამპის მიერ გაზიარებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ 2022 წელს ტრამპის წინააღმდეგ ძირითადი მტკიცებულება იყო CNN-ის ინტერვიუს ამონარიდები, რომელიც მიუთითებდა ტრამპის მონაწილეობაზე სავარაუდო შეთქმულებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია HiPP-ის დამფუძნებელ დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ასევე სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ მეცენატს, ცნობილ გერმანელ ხელოვანსა და მეწარმეს, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის დამფუძნებელს, დოქტორ კლაუს ჰიპს შეხვდნენ.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა ახალგაზრდებს უკვე ტრადიციად ქცეული კონკურსის ჩასატარებლად ახალი თემა შესთავაზა.სტუდენტებთან შეხვედრაზე დოქტორმა ჰიპმა მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესზე, დიზაინერებისა და მარკეტერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებზე, შემოქმედებითი ფანტაზიისა და კრეატიულობის განვითარებაზე. შეხვედრის განსაკუთრებული ნაწილი კი სტუდენტებისთვის ახალი საკონკურსო თემის გაცნობას დაეთმო - მათ გეომეტრიული ფიგურებისგან ორიგინალური დიზაინის ან ახალი პროდუქტის შექმნა მოუწევთ.დოქტორი ჰიპის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიეცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს, რომელიც მიიჩნევს, რომ ინოვაციური იდეების გენერირება შეუძლია. კონკურსის ავტორის თქმით, გამარჯვებულ ახალგაზრდას ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდ HiPP-ის სახელით, ფულადი ჯილდო გადაეცემა.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა პროფესიული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის (ა.წ. IV-VIII სს) ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის - გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრით სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, არქეოლოგიურ ექსპედიციაში, რომელიც სოფელ გურიანთაში ერთი თვის განმავლობაში, ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები: ქრისტინე კორძაძე, გიგა ვარსიმაშვილი, ომარ შუბითიძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, თემურ კენჭოშვილი და სანდრო კოპალეიშვილი, ასევე დოქტორანტები - ალექსანდრე ნაზღაიძე და თამთა ჭოველიძე მონაწილეობდნენ. არქეოლოგიურ სამუშაოებს ცნობილი არქეოლოგები, სტუ-ის მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორები - ვაჟა სადრაძე და მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობდნენ.როგორც სტუ-ის არქეოლოგიური ექსპედიციის მენტორები აღნიშნავენ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე სამუშაოების ჩატარების ძირითადი მიზანი ცალკეული ობიექტის გეგმარების დაზუსტება და მათი საკონსერვაციო-სარესტავრაციოდ მომზადება იყო.მეცნიერთა განმარტებით, სამუშაოები, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარეს, მოიცავდა ადრე შუასაუკუნეების ხანის ისტორიული ნაქალაქარის გალავნის, აკროპოლისის ნაშთის, სამნავიანი ბაზილიკის, მარტირიუმისა და კოშკების გათხრა-გაწმენდას, შესწავლას, დაზვერვით და აგეგმვით სამუშაოებს, რაც ახალგაზრდებმა უდიდესი პასუხისმგებლობით შეასრულეს; შესაბამისად, გურიანთა-ვაშნარის IV-VIII საუკუნეების ძეგლის კონკრეტული მონაკვეთები საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად მზად არის.  გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა და ექსპედიციის მონაწილე სტუდენტების მიერ ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა. მისი თქმით, საველე სამუშაოების პროცესში არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინეს და ადრე შუასაუკუნეების ხანის ძეგლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოიძიეს.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელიც ჩვენი ფაკულტეტის ცნობილი მკვლევრების - მერაბ ძნელაძისა და ვაჟა სადრაძის მენტორობით ჩატარდა, მრავალ შრომატევად და სკრუპულოზურ სამუშაოს მოიცავდა. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სტუდენტებმა ყველა სამუშაოს ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის უშუალო მხარდაჭერით, ექსპედიცია შესანიშნავად იყო მომზადებული. ახალგაზრდები უზრუნველყოფილი იყვნენ საჭირო ეკიპირებით, საპრეპარაციო იარაღებით, კვებითა და ტრანსპორტით. მნიშვნელოვანია, რომ საველე პირობებში მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე გატარებული ერთი თვე, რომელიც აღსავსე იყო შთაბეჭდილებებით და ახლის შემეცნებით“,- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ.სტუ-ის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ტერიტორიაზე, ადრე შუასაუკუნეების ხანის გურიანთა-ვაშნარის ნაქალაქარზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა და მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციის მასალები და შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახში“ გამოქვეყნდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი „ჰამასს“ თავად განაიარაღებს და ღაზის დემილიტარიზაციას მოახდენს თუ ამას უცხოური ჯარები არ გააკეთებენ

„ჰამასი“ თუ გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, ის ძლიერი თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდება, როგორც ეს ორი დღის წინ მოხდა“,-  ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ „ჰამასი“ აუცილებლად განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება.„უცხოური ჯარები თუ ამას გააკეთებენ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი არ გააკეთებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ცნობისთვის, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, „ჰამასმა“ ისრაელს, სავარაუდოდ, კიდევ ორი მძევლის ცხედარი გადასცა.

ბოლო სიახლეები