ხუთშაბათი, ოქტომბერი 8, 2026

მიხეილ სარჯველაძე – ნიშანწყალიც არ არსებობს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შეწყდეს, გარკვეული ადამიანები მსგავს ინფორმაციას შეგნებულად ავრცელებდნენ, არავის უცდია, გადაემოწმებინა

გარკვეული ადამიანები ასეთ ინფორმაციას აბსოლუტურად შეგნებულად ავრცელებდნენ, რეალურად, არავის უცდია, გადაემოწმებინა, რამე საფრთხე ემუქრება თუ არა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მათთვის სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ნიშანწყალიც არ არსებობს იმის, რომ შეიძლება, ეს პროგრამა შეწყდეს. სახელმწიფოა გარანტი, რომ ეს პროგრამა მივა ბოლომდე და საქართველოში რეალურად შესაძლებელი გახდება, ვთქვათ, რომ ელიმინაციის პროცესი და შესაბამისად, ეს პროგრამა წარმატებით დავასრულეთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ეს იყო მტკნარი სიცრუე. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილ არაერთ ადამიანს დასჩემდა, რომ ცეცხლის გამჩაღებლების როლში გვევლინებიან და ძალიან ხშირად ცდილობენ, ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ხელოვნური პანიკა დათესონ. ეს იმისთვის, რომ შემდეგ ეს რაღაცნაირად, უარყოფითად აისახოს ქვეყნის სტაბილური განვითარების შესაძლებლობებზე და დააზიანონ ქვეყნის სტაბილური განვითარება. ეს სამწუხარო რეალობაა. რაც არ უნდა კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლების, ან სულერთია, ვინმეს მიმართ, შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი ქმედება და შენი ქვეყნის დაზიანება, რადგან ამაზე ხელი მოითბო და შემდეგ პოლიტიკური დივიდენდი დაიწერო, რა თქმა უნდა, არცერთ შემთხვევაში არ არის გამართლებული. უკადრისი ქმედების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ის განცხადებები, რომელსაც ვისმენდით C ჰეპატიტის პროგრამის თითქოსდა, მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე. საბედნიეროდ, ეს არც ამ დრომდე ახდა და არც მომავალში არ ახდება. სახელმწიფოა ამის გარანტი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკოლოზ ხატიაშვილი – ევროკავშირი ცდილობდა, არ ჩაეწვა ხიდები, თუმცა ამან არ იმუშავა – პარტიების აკრძალვა შეიძლება გახდეს საბოლოო „ტრიგერი“, რომელსაც სანქციები ან სხვა ფინანსური...

“ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა , - ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების თაობაზე განაცხადა.ხატიაშვილის შეფასებით, რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატების რაოდენობა აჩვენებს იმას, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.“ეს რეზოლუცია არ არის განსაკუთრებული სიახლე. ეს არის იმ მოვლენების ლოგიკური გაგრძელება, რაც 2024 წლიდან ქვეყანაში ვითარდება. ევროპარლამენტის მხრიდან ეს არის ბუნებრივი რეაქცია არადემოკრატიულ ნაბიჯებზე, კანონებზე, ადამიანების დაკავებაზე, ყველა ანტიდემოკრატიულ ქმედებაზე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო ორ წელიწადში ჩაიდინა. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, თუ “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციის გზას არ დაუბრუნდება და ქვეყანაში დემოკრატიულ წესრიგს არ აღადგენს.ჩვენ ვნახეთ, რომ რეზოლუციას 445-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 37 დეპუტატი იყო. აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ “ქართულ ოცნებას” ჯერ კიდევ ჰყავდა კონკრეტული ევროპარლამენტარები და პოპულისტი, რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც გარკვეულწილად “ქართული ოცნების” მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდნენ, თუმცა პარტიების აკრძალვის საკითხი რომ დადგა დღის წესრიგში, ეს იმდენად არადემოკრატიული ნაბიჯია და იმდენად სცილდება ავტორიტარული რეჟიმის ქმედებებს, რომ იმ დეპუტატების ნაწილმაც კი გააკრიტიკა “ქართული ოცნება”, რომელიც მანამდე მას მხარს უჭერდა.ევროდეპუტატების დაახლოებით 65% ამ რეზოლუციას მხარს უჭერს, დაახლოებით 4% წავიდა მის წინააღმდეგ, ზოგმაც თავი შეიკავა. ეს სურათი ერთობლიობაში გვაჩვენებს, რომ ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნება” არადემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს ქვეყანაში.მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუცია არ არის სავალდებულო ქვეყნებისთვის აღსასრულებლად და მას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მისი ლეგიტიმაციიდან, პოლიტიკური მხარდაჭერიდან და დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე, ვინც ამ რეზოლუციას მისცა ხმა, გათვალისწინებული იქნება როგორც ევროკავშირის ქვეყნების მიერ თავისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგალითისთვის, ეუთომ, შესაძლოა, რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ამ რეზოლუციის შინაარსზე გააკეთოს აპელირება და დაიხმაროს თავისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აქედან გამომდინარე, მიუხედავად რეზოლუციის არასავალდებულო ხასიათისა, მას მაინც ძლიერი პოლიტიკური წონა ექნება “, - განაცხადა მან.ხატიაშვილმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების შესაძლო დაწესებასა და მის გავლენებზეც ისაუბრა.კითხვაზე, რატომ ასანქცირებს ესა თუ ის ქვეყანა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ რუსეთის სასარგებლო საქმიანობის გამო და არა საკუთრივ “ქართული ოცნების” სასარგებლო ქმედებისთვის და რა ფაზაში უნდა გადავიდეს ქვეყანაში პროცესები იმისთვის, რომ კონკრეტული პირების დასანქცირება უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” კავშირების გამო მოხდეს, ხატიაშვილმა უპასუხა, რომ აქამდე ევროკავშირი ცდილობდა, ყველა ხიდი არ დაეწვა და იმედს იტოვებდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა.ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოსაზრებით, პარტიების აკრძალვა იქნება ის ბოლო წერტილი, რომელსაც შეიძლება ევროკავშირისგან თუ დიდი ბრიტანეთისგან გარკვეული სანქციები თუ სხვა ფინანსური ნაბიჯები მოჰყვეს.“ევროკავშირი ბოლო ორი წლის განმავლობაში მაინც ცდილობდა, რომ ბოლომდე არ ჩაეწვა ხიდები და რამენაირად ეწარმოებინა დიალოგები ან ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომლებიც რადიკალიზმს არ მოიცავდა. ევროკავშირს იმედი ჰქონდა, რომ “ქართული ოცნება” ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატულ გადაწყვეტილებებს მიიღებდა რაიმე დათმობაზე წავიდოდა, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამან არ იმუშავა. მე ვფიქრობ, რომ სწორედ პარტიების საკითხი შეიძლება გახდეს სწორედ საბოლოო ტრიგერი, რომელსაც უკვე სხვა ტიპის ნაბიჯები მოჰყვება, მათ შორის, შეიძლება ეს იყოს სანქციები ან სხვა ფინანსური ნაბიჯები, რომლებიც უკვე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყანაზეც, რაც შესაძლოა ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს, თუმცა აქ პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება, რადგან სწორედ მისი პოლიტიკა იქნება ამ ყველაფრის მიზეზი.სანქციებს ძალიან ბევრი ასპექტი აქვს. პირველი არის ის, რომ ჩვენი ბანკები საერთაშორისო სისტემის ნაწილი არიან და, შესაბამისად, როდესაც ევროკავშირი ან დიდი ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ის კომპანიები თავს არიდებენ სანქცირებულ ადამიანებთან საქმის დაჭერას იმიტომ, რომ საფრთხე ექმნება მათ საქმიანობას და შესაძლოა, სწორედ ასეთ პირებთან საქმის დაჭერის გამო ისინიც დასანქცირდნენ, ეს კი ფინანსური ინსტიტუტებისთვის ძალიან არამომგებიანია.მეორე ასპექტი არის ის, რომ თუ დასანქცირებულ ადამიანს სანქციის დამწესებელ ქვეყანაში გააჩნია ფინანსური ან სხვა ტიპის აქტივი, ავტომატურად ებლოკება და მასზე წვდომა აღარ აქვს.მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ თუ ევროკავშირმა ან დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, ის ვერ ევროკავშირის ტერიტორიაზე შევა და ვერც ბრიტანეთის. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ როდესაც ბრიტანეთი აწესებს სანქციებს, ეს სანქციები ძირითად შემთხვევებში თანამეგობრობის წევრ ქვეყნებზეც ვრცელდება, აქედან გამომდინარე, დასანქცირებულ ადამიანს არა მხოლოდ ბრიტანეთში შეექმნება პრობლემა, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც თანამეგობრობის წევრია და ასეთი ქვეყანა ძალიან ბევრია.აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი სანქციების ქვეშ ექცევა, ის სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას კარგავს, როგორც სხვა ქვეყანაში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ”, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები, მასშტაბური ხედვა, სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, ინვესტიციის მოცულობა ორი...

დედაქალაქის განვითარებას სჭირდება გაბედული ნაბიჯები და მასშტაბური ხედვა, ახალი ეკონომიკური და ურბანული მიზიდულობის ცენტრების შექმნა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანების ინტერესებსა და კომფორტზე. დღეს სწორედ ასეთი პროექტის, „არქი გრანდ ავენიუს“ განვითარების ახალ ეტაპს ეყრება საფუძველი, იწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების – „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ჰილტონის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინვესტიციის მოცულობა არის ძალიან შთამბეჭდავი, ორი მილიარდი ლარი.„ეს არის მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, არის უზრუნველყოფილი მშვიდობიანი განვითარება და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამბიციური საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ასევე ადასტურებს ბიზნესის ნდობას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური გარემოს მიმართ, ბიზნესგარემოსადმი და ცხადყოფს, რომ საქართველოში გრძელვადიანი, მსხვილი კაპიტალდაბანდება არის ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ, პერსპექტიული.ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე რეზიდენციები 21 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ეს არის ახალი უბნის ნაწილი და ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სივრცის 75 პროცენტი, 3/4 დაეთმობა პარკებს, გამწვანებასა და რეკრეაციას, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ მასშტაბურ პროექტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, „არქი გრანდ ავენიუ“ ითვალისწინებს ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას.„აქ აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, კულტურული და გასართობი ინფრასტრუქტურა. მრავალფუნქციური იქნება ეს სივრცე თავისი დატვირთვით, რაც მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სივრცის სწორად განვითარებისთვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია სატრანსპორტო გვირაბი, რომელიც ამ ტერიტორიას პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებს, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად განტვირთავს მიმდებარე ქუჩებს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროექტი უზრუნველყოფს ათასობით ახალ სამუშაო ადგილს, გაძლიერებულ ეკონომიკას და ჩვენი დედაქალაქი გადავა განვითარების კიდევ ერთ, მნიშვნელოვან, ძალიან საინტერესო ეტაპზე. მსგავსი პროექტებით შენდება თანამედროვე თბილისი, რომელიც ინარჩუნებს თავის გამორჩეულ იერსახეს და ვითარდება მომავლის ხედვით. მინდა, მადლობა გადავუხადო „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ილია წულაიას, რომელიც გამოირჩევა ასეთი მასშტაბური პროექტებით, მასშტაბური ხედვებით და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ინვესტორებს, არქიტექტორებსა და მშენებლებს გისურვებთ ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა რა მუხლით, დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.ცნობისთვის, გუშინ, მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.„2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.კერძოდ, კენჭისყრისას რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 445-მა ევროპარლამენტარმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 97-მა კი თავი შეიკავა.რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.ევროპარლამენტში დღეს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს:„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვითარება პროგრესულად უარესდება, კიდევ უფრო უარესდება დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები სულ უფრო მეტად შეუთავსებელია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან;იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების“ მიერ კონტროლირებადმა პარლამენტმა კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა ოპოზიციური პარტიების, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნით;იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით სარჩელს დაემატნენ „ფედერალისტები“ და 2026 წლის სექტემბერში „საქართველოსთვის“ – პარლამენტში ერთადერთი ოპოზიციური პარტია – სიაში შევიდა, ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიცია გამოირიცხა;იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესები „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გადაქცევას პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის გზით, რუსეთისა და ბელარუსის მოდელის მსგავსად, რაც ემსახურება კრემლის მიზანს, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის გარეთ დატოვოს;იმის გათვალისწინებით, რომ 2026 წლის სექტემბერში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი მოსამართლეები დაინიშნენ, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს მათ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით;იმის გათვალისწინებით, რომ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნოიმანის ფონდები იძულებული გახდნენ, 2026 წლის სექტემბერში დაეხურათ თავიანთი ოფისები თბილისის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი თქვა მათი პროექტების დაფინანსებაზე „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად;იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის მიერ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო მრავალი ჟურნალისტი დააპატიმრეს“.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები „გმობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და მოითხოვენ მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას. ხაზს უსვამენ, რომ მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია;რეზოლუციის მიხედვით, „საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არღვევს რეჟიმის წინა ნარატივს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ „ბოიკოტირებული“ პარტიები იყო მიზანში ამოღებული;ამასთან, რეზოლუციის მხარდამჭერები „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას, მშვიდობიანი პროტესტისთვის დაკავებული ყველა პირის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ“. ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას, „გააუქმოს დებულებები, რომლებიც აკრძალულ პარტიებსა და პირებზე არაპროპორციულ შეზღუდვებს ითვალისწინებს; გმობენ კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების „ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების გასაჩუმებლად და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ ევროპული პოლიტიკური ფონდებისთვის დაბრკოლებების დასრულებისკენ“.რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ „ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების უმეტესობის მხრიდან მუდმივ უმოქმედობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ხელშესახები შედეგები საქართველოში მუდმივად გაუარესებული ვითარების საპასუხოდ“.რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, „დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები და ვიზების აკრძალვა დემოკრატიული უკუსვლის, ძალადობრივი რეპრესიებისა და პოლიტიკური დევნისთვის პასუხისმგებელი პირების, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და კახა კალაძის მიმართ“.რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია: „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ, ასევე, იხსენებს თავის არაერთხელ გაკეთებულ გაფრთხილებებს, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა აშორებს საქართველოს ევროკავშირს და ხელს უშლის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ნებისმიერ ნაბიჯს; ამასთან, ავალებს ევროპარლამენტის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, ვიცე-პრეზიდენტს/უმაღლეს წარმომადგენელს, წევრ სახელმწიფოებს და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“.

სგპ ,,წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული - 9 038 გრამი ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 38 289 ლარი შეადგინა.საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ბოლო სიახლეები