ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონი აკისრებთ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე იმსჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მითითებულ ვადებში შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

„შეხვედრას ესწრებოდა ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომელთაც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის მიხედვით აკისრიათ ვალდებულება, 1-ელ აპრილამდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების დამტკიცება. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესო იყო იმ საკითხების გარკვევა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმების შედგენასთან არის დაკავშირებული და ამის მიხედვით განგვესაზღვრა, რამდენად არსებობს რეალურად მზადყოფნა, რომ 1-ელ აპრილს შესრულებული იყოს სრულად ეს ვალდებულებები. გამოიკვეთა საინტერესო ინფორმაცია, სამომავლო გეგმები. ვფიქრობთ, ყველა წინაპირობა გვაქვს იმის სათქმელად, რომ 1-ელ აპრილს ყველა უწყებას ექნება შესრულებული ის ვალდებულება, რომელსაც კანონი მათ აკისრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესებისთვის ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზელენსკიმ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.ზელენსკიმ ყოფილ პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მთავრობის ახალი მეთაური იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დასახელებული შემადგენლობა ასეთია:უკრაინის პრემიერ-მინისტრი – იულია სვირიდენკო; უკრაინის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი – დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა; ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი; იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი;განახლებული მთავრობის წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით კენჭისყრა 17 ივლისს რადას სხდომაზეა დაგეგმილი.

ტრაგედია გონიოში-დაღუპულია 23 წლის ბიჭი

გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.არსებული ინფორმაციით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი.გუშინ გონიოში ავარიის შედეგად სულ 3 პირი დაშავდა და დაზიანდა 3 ავტომობილი.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ღაზას ჰუმანიტარული ფონდის (GHF) მიერ ორგანიზებულ დახმარების განაწილების ცენტრში, ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.GHF-ის ცნობით, ხან იუნისის რაიონში, დახმარების განაწილების ობიექტზე "ქაოტურ და საშიშ ტალღაში“ 19 ადამიანი გათელეს, ხოლო ერთი დანით დაჭრეს. ფონდმა დასძინა, რომ მათი აზრით, არეულობები "ჰამასთან დაკავშირებულმა, შეიარაღებულმა პირებმა წამოიყეს“.ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ღაზას მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა ბრალდება უარყო და GHF დანაშაულის დაფარვის მცდელობაში დაადანაშაულა.ხან იუნისში მდებარე ნასერის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ მათ 21 ადამიანის ცხედარი მიიღეს, რომლებიც ცრემლსადენი გაზისა და დახმარების განაწილების ობიექტზე ჭყლეტის შედეგად ასფიქსიით გარდაიცვალნენ.

თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თურქეთიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება

თორნიკე რიჟვაძის შესახებ ოჯახის ახლობელი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:„მოკლედ ძალიან კარგი ამბავი: თორნიკეს მდგომარეობა არის სასიხარულო. გამიხარდა. სულ ჯამრთელად მენახე ოჯახით, თორნიკე, სიკეთე არიკარგება“ - წერს ზუკა გიორგაძე სოციალურ ქსელში.

მოძრაობა იკრძალება!-მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ღვარცოფული ხევის ადიდების საფრთხე მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე 22:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ბოლო სიახლეები