ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

მიხეილ სარჯველაძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპია. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე

ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეფასება კეთდება, რომ საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნეს-კლიმატი არის პოზიტიური და რეგიონში ქვეყანა ლიდერია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანგარიშში ისეთი საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში დაეხმარებათ.

„ანგარიშში მითითებაა იმაზეც, რომ საქართველოდან გარკვეული წყაროები საუბრობენ სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და აქცენტი კეთდება დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. როცა სამუშაო ფორმატებში ამ პრობლემას ხაზი გაესვა, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მივიღეთ – რატომ არის პრიორიტეტებში საქმეთა გადატვირთულობა და დროული მართლმსაჯულების პრობლემატიკაზე. ეს არის რეალური პრობლემა და საჭიროა მაქსიმალური ყურადღების კონცენტრირება. საყურადღებო მინიშნებებია გაკეთებული, რაც დაგვეხმარება სასამართლო რეფორმაზე მუშაობის პროცესში. ეს ყველა თვალსაზრისით კარგად გამოყენებადი დოკუმენტია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძემ ასევე შეაფასა ანგარიშის ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციებით.

სარჯველაძის თქმით, საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კრიტიკოსებისთვის „ცივი შხაპია“.

„როცა ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებს მკაცრად იცავს, ამაზე სრულიად უარგუმენტო და დაუსაბუთებელ კრიტიკას ვიღებდით, სხვათა შორის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ გარე ძალებიც ამას აკეთებდნენ. რეალურად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება არის კრიტიკოსებისთვის ცივი შხაპი. თუ ვითარებას რეალურად გაეცნობა, ყველა ნახავს, რომ საქართველო ერთგულად დგას საერთაშორისო ღონისძიებების დაცვის სადარაჯოზე, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ანგარიშის შეფასებისას სარჯველაძემ ასევე კომენტარი გააკეთა საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობებს. კერძოდ, ანგარიში საუბარია, რომ „საქართველოში წინა მთავრობის დროს იყო ქონების გადაცემის შემთხვევები, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ, იძულებითი წესით ხდებოდა“.

სარჯველაძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა, რაზეც ფაქტები არსებობს.

„ამ თემაზე ყველა ფლობდა ინფორმაციას. მომეჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ შერბილებულია ტონი, რადგან საუბარი სავარაუდოდ კი არა, უდავოდ დადგენილ ფაქტებზე შეგვიძლია, რომ მასობრივად ხდებოდა ადამიანების საკუთრების უფლების ხელყოფა სახელმწიფოს მხრიდან. ამაზე ვარაუდის დონეზე საუბარი მაშინ შეგვეძლო, როცა ის ხელისუფლება მართავდა ქვეყანას და ამ ფაქტების დადასტურება რთული იყო, მაგრამ სასამართლოს მეშვეობით ფაქტებმა დადასტურება დაიწყო არა მხოლოდ ქვეყნის შიდა დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ეს აღიარებული პრაქტიკა იყო, რასაც საკუთრების უფლების დარღვევის თვალსაზრისით წინა ხელისუფლება მიმართავდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ძირი გამოუთხარა, საკუთრების უფლების პრობლემა იყო“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები