ხუთშაბათი, მარტი 5, 2026

მიხეილ სააკაშვილი: სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი დიდი მოლოდინი მაქვს.

საქართველოს მომავალზე ფიქრი წარმოუდგენელია ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე.

ხელმისაწვდომი განათლება, მათ შორის, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული მათგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას.

სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს!”- წერს სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პიტერ სიიარტო – რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან, არ დავუშვებთ, რომ უნგრეთი ომში ჩაითრიონ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება.მისივე თქმით, კიევს ბუდაპეშტის შანტაჟი და მუქარა არ გამოუვა.სიიარტომ ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ქვეყნის ომში ჩართვას არ დაუშვებს.„ეს ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ეს უკრაინაა. ეს ისეთი „კულტურაა“, რომელიც კიევიდან მოდის. ეს არის ადამიანი, რომლითაც ბრიუსელი აღფრთოვანებულია და ქვეყანა, რომლის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანებაც სურთ. ვერავინ დაემუქრება უნგრეთს ან მის პრემიერ-მინისტრს. ვერავინ დაგვაშანტაჟებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ უკრაინის ომის ფასის გადახდაზე და უარს ვამბობთ ენერგომატარებლების უფრო მაღალ ფასებზე უკრაინის გამო.რამდენადაც არ უნდა დაგვემუქროს ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენად მჭიდროდაც არ უნდა ითანამშრომლოს ურსულა ფონ დერ ლეიენთან და მანფრედ ვებერთან (ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი), ბრიუსელში პარტია Tisza-ს პოლიტიკურ მოკავშირესთან, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ უნგრეთი ომში ჩაითრიონ“, – განაცხადა სიიარტომ.

ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს აქვეყნებს

ცნობილი ბრიტანული გამომცემლობა Cyberwit-ი დათო მაღრაძის ახალი ლექსების კრებულს, „ჰამლეტის სარკეს“ აქვეყნებს.120-გვერდიან კრებულში პოეტის ბოლო წლების ლექსებია თავმოყრილი.კრებული ინგლისურად თარგმნეს პოეტმა გაბრიელ გრიფინმა და ქეთი გახოკიამ.წიგნის გარეკანზე ქეთი ჩიქოვანის მიერ გადაღებული ფოტოა გამოსახული, ხოლო თავად პოეტის ფოტოს ავტორია დანიელ ფერონი.

მარიამ ლაშხი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ინვესტიციას დებდა „ენჯეოების“ მიერ ქვეყნების მაიდანიზაციაში, სრულიად შეცვლილია ახლანდელი ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ამყარებს სუვერენიტეტზე

სუვერენული ერების ალიანსი ეს არ არის მხოლოდ სამიტი და კონფერენცია, ეს არის ერების გაერთიანება და მოძრაობა იმ ძირითად ღირებულებებზე, რაც არის სუვერენიტეტი, ოჯახური ღირებულებების დაცვა, ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, აშშ-ში ვიზიტის ფარგელებში, დღეს სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.„ამ სამიტით ძალიან მნიშვნელოვან მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხმაც არის სწორედ საქართველო. საქართველო, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, როგორც მშვიდობის პოლიტიკის ინტეგრირებაში ჩვენს რეგიონში, ასევე ზოგადად, ნეოკოლონიალური და გლობალური ფსევდოლიბერალური ძალების საწინააღმდეგოდ მიმართულ ბრძოლაში, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში გავიარეთ. გვახსოვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია ინვესტიციას დებდა არამხოლოდ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ექსპორტში, არამედ ისინი ინვესტიციას დებდნენ ე.წ ენჯეოების მიერ ქვეყნების მაიდანიზაციაში. სრულიად შეცვლილია და შემობრუნებული არის ახლანდელი ადმინისტრაცია, რომელიც მთავარ ღირებულებებს, პარტნიორობებს და ქვეყნის განვითარებას ამყარებს სუვერენიტეტზე, ამყარებს ოჯახურ და ტრადიციულ ღირებულებებზე. ამ სამიტზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა – ჩვენი ქვეყნები რომ განვითარდნენ, უნდა ხდებოდეს ეროვნული ინტერესების დაცვა.ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ ჩვენი ერის გადარჩენა“,- განაცხადა ლაშხმა.ლაშხი იმედოვნებს, რომ „ეს ვიზიტი იქნება ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი“.„საქართველოს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, გაეჟღერებინა საკუთარი ინტერესი და ხალხის ხმა დაეყენებინა საერთაშორისო პლატფორმაზე. შესაძლებლობა გვქონდა, გვესაუბრა შუა დერეფნის როლზე, ეკონომიკურ განვითარებაზე. დღევანდელი ადმინისტრაცია აქაც ძალიან პრაგმატულ ხედვას იჩენს, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობა, შუა დერეფნის განვითარება, ინვესტიციები არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი. ვხედავთ, რომ ჩვენ არა პეტიციის როლში ვესაუბრებოდით ჩვენს პარტნიორებს, არამედ ეს იყო პარტნიორული, თანაბარი და ერთმანეთის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული დიალოგი.იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი იქნება ჩვენ ორ ქვეყანას შორის თვისობრივი გადატვირთვის საფუძველი. იმ ურთიერთობების, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინტერესები იქნება მიღებული, პირველ რიგში, პატივისცემით და ასევე ისე, როგორც ჩვენი ხალხის ინტერესიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო გაფრთხილება გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას პოტენციური სარაკეტო საშიშროების შესახებ აფრთხილებს და მათ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ თავშესაფარი გადავიდნენ.სამინისტრო მოსახლეობას ასევე ურჩევს ფანჯრებიდან, კარებიდან და ღია ადგილებიდან მოშორებით დარჩნენ.იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დღეს ექვსი რაკეტა და 131 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ქვეყნის თავდაცვის  სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ირანის მხრიდან გაერთიანებულ საამიროებზე იერიშების დაწყებიდან დღემდე სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 94-მდე პირი.

ისრაელი ლიბანის მოსახლეობას აფრთხილებს, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დატოვონ

ისრაელი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მოსახლეობას აფრთხილებს, ქალაქის სამხრეთ გარეუბნები, მათ შორის დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები დატოვონ.ამასთან, ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ ქალაქის სამხრეთ გარეუბნების მოსახლეობას მოუწოდა დაუყოვნებლივ აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გადაადგილდნენ. მისი თქმით, ისრაელი აღნიშნულ ტერიტორიაზე დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვას გეგმავს.„გადაარჩინეთ თქვენი სიცოცხლე, დაუყოვნებლივ დატოვეთ თქვენი სახლები“, – დაწერა ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაიმ, X-ზე და აღნიშნა, რომ სამხრეთისკენ ნებისმიერმა მოძრაობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს.ამასთან, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროც ცნობით, ლიბანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 102-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, იერიშების დაწყების შემდეგ სხეულის სხვადასხვა დაზიანება სულ მცირე 638 ადამიანმა მიიღო.

ბოლო სიახლეები