ოთხშაბათი, მაისი 28, 2025

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძირეულ რეფორმაზე საკუთარ ხედვას ორშაბათს წარადგენს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, რეჟიმი შეტევას ახორციელებს არამარტო ეროვნულ ღირსებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და პოლიტიკურ პარტიებზე.

„მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს. რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ. რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – წერს სააკაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ცვლილებებზე შესაბამისი თანამდებობის პირები არ იყვნენ ინფორმირებული, სააკაშვილიც თემაში ღრმად არ იყო ჩახედული

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ვასილ მაღლაფერიძეს მოუსმინეს, რომელიც 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო.საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნის საკითხი.როგორც სხდომაზე მაღლაფერიძემ განაცხადა, პარლამენტიდან, როგორც გუბერნატორმა, მიიღო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილების შესახებ არცერთი შესაბამისი თანამდებობის პირი საქმის კურსში არ იყო.„2007 წლის გაზაფხულია. რწმუნებულებს მოგვდიოდა ხოლმე ცირკულარი, პარლამენტს რა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გეგმაში რა ჰქონდა. ყოფილი პარლამენტარი ვიყავი და ისედაც მაინტერესებდა. ეს დღე ძალიან კარგად მახსოვს. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია უნდა შეიქმნას – და რომ ვიაზრებ, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოლქი, ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით 1992 წელს, ამას ვიაზრებ. მაშინვე ვურეკავ ჯამბულ ბაკურაძეს, რომელიც მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ფაქტობრივად, გუბერნიებს ის ხელმძღვანელობდა და გვქონდა ყოველდღიური კავშირი. მისი პასუხი იყო, რომ ინფორმაცია არ აქვს და ხუთი წუთი ითხოვა დასაზუსტებლად. ზუსტად ხუთ წუთში გადმომირეკა და მითხრა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. შეათანხმა ალბათ პრემიერ ნოღაიდელთან.შემდეგ დავურეკე რამდენიმე პარლამენტარს, არ იცოდნენ ამის შესახებ. რაღაც უცნაურობა ხდება, ვკითხულობ, ხომ არ მეჩვენება-მეთქი, არადა კანონში ცვლილება იგეგმება. დავურეკე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილს, მიპასუხა, გეჩვენებაო და თან ეცინებოდა, გამორიცხულია, არ არსებობს, არანაირი მსჯელობა არ ყოფილა ამის შესახებო. მინდა, ამას მიაქციოთ ყურადღება, ტყუილს არ ამბობს.ჯამბულ ბაკურაძემდე დავურეკე ახალგორის გამგებელს, ზურაბ ფიცხელაურს. ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა. მე რწმუნებული ვარ, ის გამგებელი. მე თავზარდაცემული ვიყავი და ზურაბ ფიცხელაური ჩემზე უფრო მეტად, განადგურდა. ვუთხარი, რომ ვარკვევდი და რაღაც უბედურება ხდება.შემდეგ პალიკო კუბლაშვილი მირეკავს, მართალი ყოფილხარო. იქნებ შენ დაურეკო პრეზიდენტსო. დავურეკე სააკაშვილს. არა მარტო ვუთხარი, რომ ასე ხდება, თან ვუხსნი, რომ ეს მძიმე შედეგებს გამოიწვევს და მოსახლეობა ხიფათს დაინახავს. მომეჩვენა, რომ სააკაშვილს ამ თემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა, თემა ღრმად არ იცოდა. არ მეუბნება, რომ თემა არ იცის, მაგრამ მეუბნება, რომ მე უნდა ავუხსნა მოსახლეობას. გავთიშეთ ტელეფონი და ხუთი წუთის შემდეგ თავად გადმომირეკა. მეუბნება, იქნებ დაელაპარაკო თემო იაკობაშვილს და ის აგიხსნის კარგადო. მე ვუთხარი, მან რა უნდა ამიხსნას ახალგორზე, მე მანამდე ტერიტორიული მთლიანობის კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, ამ თემას ვიცნობდი კარგად, თუმცა იაკობაშვილს პირადად არ ვიცნობდი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.ამასთან, ისაუბრა დიმიტრი სანაკოევთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.„დიმიტრი სანაკოევს არ შევხვედრივარ, არ ჩათვალა საჭიროდ. გუშინ ახსენა, არ მეხებოდა ახალგორიო. პირდაპირ გეტყვით, მგონი, რომ არავინ არასდროს უთხრა, რა პროექტის მონაწილე იყო. ამას ზურგს უკან საუბრებისას არ მალავდნენ, მათ შორის ჩემთან. პარლამენტმა გამოყო ყოფილი სამხრეთ ოსეთი, ეს იყო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიულ მთლიანობაში დროებითი ადმინისტრაციის აღდგენა, რაც ნიშნავს გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს. საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით, მისი აღდგენა არავის შეეძლო. მით უმეტეს, ახალგორი არავის ახსოვდა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

აშშ-ის საელჩო „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო პარტია "ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს."ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს," - ნათქვამია გავრცელებ ულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე – ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილება ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა მის ამ მოტივაციაზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაიმე ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება

მინდა, ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, ვფიქრობ, ის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან ამ სტრუქტურამ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო, უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.სარჯველაძის თქმით, ეს განსაკუთრებულად დასაფასებელია.„ეს პირადად გომელაურის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურებაა. მას მივიჩნევ, როგორც მეგობარს და განსაკუთრებულად პატივისცემით ვეპყრობი. მისი გადაწყვეტილება ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა მის ამ მოტივაციაზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაიმე ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.

ვლადიმერ პუტინი – ევრაზიაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა სხვების ხარჯზე

ევრაზიაში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა იყოს თანასწორი და განუყოფელი, ყველა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავისი უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ არა სხვების ხარჯზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევრაზია მშვიდობისა და სტაბილურობის სივრცედ იქცეს.ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კონტინენტზე უნივერსალური უსაფრთხოების სისტემის შექმნის საფუძველი შეიძლება იყოს ისეთი ურთიერთქმედების ფორმატები, როგორიცაა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია“, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირი“ და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“.„სახელმწიფოების გაერთიანების გამოცდილებამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნაციზმთან, მილიტარიზმთან ბრძოლაში, იმ კოლოსალური ფასის გაგებამ, რომელიც გადაიხადა კაცობრიობამ მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, ხალხების უფლებისთვის, აირჩიონ საკუთარი მომავალი განვითარების გზა, შესაძლებელი გახადა ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის საფუძვლების ჩაყრა, გაერო-ს შექმნა – საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული უნივერსალური, ლეგიტიმური ორგანიზაციის, რომლის წყალობითაც დაძლეული იყო მრავალი გეოპოლიტიკური გამოწვევა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

სტრასბურგის სასამართლომ ბულგარეთი 2020 წლის საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობრივი ქმედებების გამო გააკრიტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბულგარეთი 2020 წლის ივლისში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების დროს პოლიციის ძალადობის გამო გააკრიტიკა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ, დიმიტარ პედევის მიმართ დამამცირებელი მოპყრობით, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები. დაკავებისა და მასზე პოლიციის ძალადობის შემდეგ, პედევი გადაიყვანეს პიროგოვში, სადაც, დაზიანებებისა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ის მთელი დღის განმავლობაში ხელბორკილებით იყო მიჯაჭვული საავადმყოფოს საწოლზე. ეს იყო არასაჭირო ქმედება, რომელმაც პედევის დამცირება და ფიზიკური ტანჯვა განაპირობა.ნაცემი დიმიტარის დედა: პოლიციის მხრიდან სასტიკ ძალადობას ჰქონდა ადგილი (ბულგარულ ენაზე) გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული დარღვევა, რადგან პოლიციის მხრიდან ძალადობის ბრალდებებზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. ეს მხოლოდ 2022 წელს მოხდა, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი დაირღვა. სასამართლომ საჩივარი ბულგარეთის ხელისუფლებას გაუგზავნა, პროკურატურამ კი წინასასამართლო წარმოება დაიწყო. სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ამით ბულგარეთის ხელისუფლებამ ირიბად აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა საპროცესო ნაწილში, რომელიც 2020 წელს მომჩივანის ბრალდებების წინასწარ გამოძიებას ეხებოდა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აზრით, მთავრობის პოზიცია წარმოადგენს გამოძიების ხარვეზების (კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით) პირდაპირ აღიარებას. სტრასბურგის სასამართლომ, მომჩივანისთვის მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის, კომპენსაციის გადახდა მოითხოვა. განაჩენი ხაზს უსვამს სახელმწიფოს ვალდებულებას, ასეთ შემთხვევებში უზრუნველყოს პოლიციის ძალადობისგან ეფექტური დაცვა და ჩაატაროს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება. 2020 წლის 10 ივლისს, სოფიაში, ბოიკო ბორისოვის მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ტელერეჟისორი დიმიტარ პედევი პოლიციამ ორლოვის ხიდზე მაშინ დააკავა, როდესაც ის სახლში ბრუნდებოდა. მისი განცხადების მიუხედავად, რომ პროტესტში მონაწილეობა არ მიუღია, პედევი მაინც დააკავეს და ხულიგნობაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ის საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა, ხელბორკილით საწოლზე მიაჯაჭვეს.

ბოლო სიახლეები