ხუთშაბათი, სექტემბერი 4, 2025

მიხეილ ლომთაძე – კიდევ ერთი ქართველი Forbes-ის მილიარდერთა სიაში

ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მოხვდა კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძე –  $3.8 მილიარდის ქონებით და ის 812-ე ადგილს იკავებს.

Forbes-ი წერს, რომ ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე მილიარდერები კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად გახდნენ. მიხეილ ლომთაძის ქონება კომპანიის საჯარო განთავსების შემდეგ თავდაპირველად $3.8 მილიარდ დოლარად შეფასდა. თავად Kaspi-მ 2019 წელს შემოსავლის სახით $1.3 მილიარდი დოლარი მიიღო, იმავე წელს მისი წმინდა მოგება $515 მილიონი დოლარი იყო. 2020 წლის პირველ ნახევარში კი ჯგუფმა $740 მილიონის შემოსავალი და $286 მილიონის წმინდა მოგება გამოიმუშავა.

Kaspi საგადასახადო და ფინანსური ტექნოლოგიების ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Kaspi მომხმარებელს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ “იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები.

ცნობისთვის: მიხეილ ლომთაძე 1975 წელს ბათუმში დაიბადა. მან ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, სადაც მაგისტრის ხარისხიც მიიღო.

ის საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა. 2008 წლიდან კი ყაზახურ „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ამჟამად სულ ორი ქართველი მილიარდერი ირიცხება, მათგან პირველის – ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს რიგით მე-600 უმდიდრესი ადამიანია. მიხეილ ლომთაძე კი $3.8 მილიარდით 813-ე ადგილს იკავებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა

რეზო გაბრიაძის მეუღლე, ელენე (კროშკა) ჯაფარიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გაბრიაძის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.„გარდაიცვალა ბატონი რეზოს მეუღლე, ქალბატონი ელენე (კროშკა) ჯაფარიძე, მისი ერთგული მეგობარი, მხარდამჭერი და მთელი ცხოვრების სიყვარული. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი ელენეს გარდაცვალების გამო და ვუთანაგრძნობთ გაბრიაძეების ოჯახს.რეზოს თითქმის ყველა პერსონაჟ ქალში შეიძლება მისი საყვარელი კროშკას შტრიხების პოვნა, მაგრამ განსაკუთრებული ამ მხრივ რამონაა. სწორედ „რამონა“ გათამაშდება დღეს ჩვენი თეატრის სცენაზე და ეს სპექტაკლი ქალბატონი ელენეს ხსოვნას მიეძღვნება.ქალბატონი ელენეს დაკრძალვა შედგება 7 სექტემბერს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა კალაძე – არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც სამწუხაროდ უკრაინაშია

არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები რაც სამწუხაროდ, უკრაინაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ერთია ის, რაც კაბინეტებში ხდებოდა – პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით. გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები – უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მემგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა, დღეს ამას გვეუბნება გერმანიის ელჩი, რაც...

თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა, დღეს ამას გერმანიის ელჩი გვეუბნება, ეს ტყუილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ და ბევრი ევროპელი ქვეყანას ესკალაციისკენ მოუწოდებდნენ.„თავის დროზე სახელმწიფოები იმიტომ შეიქმნა დამოუკიდებლად, რომ ყველამ თავისი ინტერესი გაატაროს. ამერიკა რომ თავის ინტერესს ატარებს, ეს არის აქსიომა. ტყუილი ის იყო, ამერიკის ყოფილი ელჩები რომ გვიმტკიცებდნენ, მაგალითად, დეგნანი გვეუბნებოდა, რომ საქართველოს ინტერესებით მოქმედებდა. დღეს გერმანიის ელჩი გვეუბნება, თითქოს საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ელჩები, რომლებსაც ფიცი აქვთ დადებული საკუთარი ქვეყნის ერთგულებაზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან როგორ გამოდიან? ეს ვნახეთ უკრაინის ომის მაგალითზე. როგორც კი დასჭირდათ, ბევრმა გაგვწირა. გაგვწირა უკრაინამ, ბევრმა ევროპელმა, რომელიც  ესკალაციისკენ მოგვიწოდებდა. მოყოლილი მაქვს კიდეც, ელჩი დეგნანი როგორ მოვიდა ჩემთან 28 თებერვალს, როცა ოთხი დღის დაწყებული იყო ომი და კიევზე იყო მიმდგარი რუსული ჯარი. მოვიდა და კატეგორიულად ითხოვდა, აირჩიეთ, ახლა სად დგახართო – უნდა მოახდინოთ ესკალაცია რუსეთთან, დაუწესოთ სანქციები, ჩაკეტოთ ცა და ასე შემდეგ. ელჩი რომ მოვიდა ჩემთან და ეს მითხრა, მოვახსენე ო’ბრაიენს, როდესაც ჩამოსული იყო მაშინდელ ახალ ელჩთან, დანიგანთან ერთად. ასევე ვუთხარი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, თუ მოადგილის თანაშემწეს. დამეთანხმა და იცით, რა მითხრა? ალბათ მაშინ შევცდით, რომ ზედმეტი მოვითხოვეთო. იცით, ჩემი პასუხი რა იყო? თქვენ რომ შეცდით, შეიძლება, იმ შეცდომის გამო ახლა დღეს ტანკი მდგარიყო ამ ტერიტორიაზე-მეთქი.ყველა, ვინც ითხოვდა ესკალაციას რუსეთთან, ცდილობდა საქართველოს ჩათრევას ომში. ყველა, ვინც გვეუბნებოდა, ჩაკეტეთ საზღვარი, ითხოვდნენ ამას. ყველა, ვინც ამბობდა, ვიზები შემოიღეთ, ეკონომიკური სანქციები დააწესეთ, ეს არის ინსტრუმენტი ესკალაციისა და ომში ჩათრევის. დეგნანი ჩემთან ავტომატით არ იყო მოსული, რომ წადი, ისროლეო, მაგრამ ამას ვამბობ და ზუსტად ეს არის, რაზეც საუბრობს მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი და სხვები. ახლა მზის შუქზე გამოდის ყველა ის საუბარი და მტკიცებულებები, რაც იყო – ითხოვდნენ ესკალაციას ქვეყანასთან, რომლის ჯარიც თბილისიდან 30 კილომეტრში დგას. მასთან ითხოვდნენ ესკალაციას, ეკონომიკურ სანქციებს, ჰაერის ჩაკეტვას მათი თვითმფრინავებისთვის. რა თქმა უნდა, ეს იყო პირდაპირ წიხლით ჩვენი შეტენვა ომში. ეს ვუთხარი ამერიკის მდივნის თანაშემწეს და არანაირი წინააღმდეგობა არ ჰქონია, დამეთანხმა ამ ყველაფერში და მობოდიშებასავით მოუვიდა, რა ვქნათ, არ გამოვიდა ლამაზადო. ასეთი ლამაზად არგამოსვლით, დღეს ქვეყანა მიწასთან იქნებოდა გასწორებული და ღმერთმა უწყის, ვინ სად იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“, დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში

ყველამ ვნახეთ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო ოფიციალურად, რატომღაც აღმოჩნდა პროპაგანდისტული მედიის ხელში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში უნდა აინტერესებთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის კუთხით.„უპირველეს ყოვლისა, ერთ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, ვნახეთ ყველამ, რომ „ბრიუსელი ჟონავს“. ვნახეთ, რომ დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი იყო, ოფიციალურად აღმოჩნდა რატომღაც პროპაგანდისტული მედიის ხელში. ვნახეთ, რომ „რადიო თავისუფლება“, რომელსაც აფინანსებს ბრიუსელი და რომელიც თავის დროზე CIA-ს მიერ შექმნილი ქვედანაყოფია, არის პროპაგანდისტული. დღეს ვნახეთ, რომ ამერიკამ და ტრამპმა შეუწყვიტეს დაფინანსება ამ პროპაგანდისტულ მანქანას. ბრიუსელმა კი დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო და პროპაგანდისტულ მედიად აქცია სპეცსამსახურების ქვედანაყოფი. ვნახეთ, თუ როგორ ჟონავს ბრიუსელი ამის მაგალითზე. თუმცა აქ პრობლემა არაფერი არ არის, პირიქით, გვინდოდა კიდევაც დოკუმენტის გასაჯაროება, თუმცა უფლება არ გვქონდა. ჩვენი სურვილიც არის, რომ გასაჯაროვდეს და ნახოს საზოგადოებამ, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ანგარიშში, რომელიც ყოველწლიურად იწერება – და ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა – აღწერილია, თუ სად იმყოფება საქართველო ინსტიტუციური, საკანონმდებლო თუ, სტატისტიკის მიხედვით, უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.კეთილსინდისიერ ჩინოვნიკებს ბრიუსელში, წესით, უნდა აინტერესებდეთ, საქართველოში არსებული სიტუაცია უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირს მიგრაციის მხრივ, ევროკავშირს კრიმინალური გარემოს გაუარესების მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველო არის სამაგალითო. იმ მხრივ, რომ მიგრაციული ნაკადების მართვა, მათ შორის ახალი კანონი და ცვლილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ მიგრაციასთან დაკავშირებით. ხედავთ, როგორ ხდება უკანონო მიგრანტების გაშვება ქვეყნის ტერიტორიიდან. მათ შორის, რეადმისიის მხრივ საქართველო კეთილსინდისიერად იქცევა. პოლიციის ატაშეები, რომელიც იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება იყოს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩაიდინონ დანაშაული ან არსებობს გარკვეული სტატისტიკა, არიან ყველა ასეთ საელჩოში მივლენილი და ადგილობრივ სამართალდამცავ სისტემასთან ერთად მუშაობენ ამ საკითხზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკომისიის მიერ დადებული ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევაც აჩვენებდა, რომ კორუფციის სიმცირით საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებდა.„რაც შეეხება კანონის უზენაესობის მიმართულებას, ამ მხრივ ჩვენ გვაქვს ობიექტური შეფასებები სხვადასხვა რეიტინგის. ჩვენ ვხედავთ, ზოგიერთი მიკერძოებული უცხოელი პოლიტიკოსი საკუთარ დღის წესრიგს არგებს საქართველოს მიმართ შეფასებებს. ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც, მათ შორის ბრიუსელის ჩინოვნიკები. ევროკომისიამ სულ ახლახან დადო ერთ-ერთი კვლევა ორგანიზაციის, სადაც ვნახეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს კორუფციის სიმცირით, კანონის უზენაესობის მაჩვენებლებით და ა.შ. ყველა ამ მაჩვენებლებით კანდიდატ ქვეყნებს რომ ვუსწრებთ ყოველთვის, ეს უკვე ჩვეულებრივი ნორმა არის და ყველა სტატისტიკა და რეიტინგი ამას აჩვენებს. თქვენ ახლახან ნახეთ, ბერლინში როგორ ბრუტალურად დაარბიეს აქცია, ათრევდნენ მონაწილეებს და ძალადობდნენ მონაწილეებზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერლინში, პარიზში, ამსტერდამში თუ სხვა დედაქალაქებში პოლიცია ბრუტალურად ექცევა დემონსტრანტებს და ეს ვნახეთ, რომ ლამის ნორმად იქცეს ევროკავშირში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – გვეუბნებიან, თუ არ გავაუქმებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ კანონს, „გამჭვირვალობის“ კანონს, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს შანტაჟის სამარცხვინო მცდელობაა

გვეუბნებიან, თუ არ გავაუქმებთ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ამკრძალავ კანონს, „გამჭვირვალობის“ კანონს, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს შანტაჟის სამარცხვინო მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიას არგუმენტები არ აქვს, რის გამოც მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ.„ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვეუბნებით, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რა უდგას წინ ჩვეულებრივად დასხდომას და ლაპარაკს? ბუნებრივია, არაფერი. მაგიდასთან რომ ვერ გვისხდებიან, ზუსტად იმის დასტურია, რომ არგუმენტები არ აქვთ, – განაცხადა კობახიძემ.კობახიძის შეფასებით, შანტაჟის მცდელობაა და ამიტომ არ არის ევროკავშირის ბიუროკრატიისთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა.„გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება – თუ არის ქალი – კაცად ან თუ არის კაცი – ქალად. ეს არის ჩემი დაპირება. ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ იმ კანონს თუ არ გავაუქმებთ, რომლითაც იკრძალება, მაგალითად, სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს; ასევე, თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, უსარგებლოა, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას? ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია.არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გვეუბნებიან, რომ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“. „გამჭვირვალობის კანონის“ მიზანია, ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ „გამჭვირვალობის კანონს“ თუ არ გავაუქმებთ, შეიძლება, დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი“ არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. უცხო ძალის ინტერესებს როცა ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, არის გამჭვირვალობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები