პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

მიხეილ დაუშვილი – ჩვენთვის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, „ლელოც“, გვარამიაც, მელიაც „ნაციონალური მოძრაობაა“

ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არ გვექნება, ეს შემიძლია, გითხრათ ცალსახად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო მიზნებისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გეგმავს გაერთიანებას.

„ჩვენი ცალსახა პოზიცია არის ერთი, რომ წინასაარჩევნო მიზნებისთვის ჩვენ არავისთან არანაირი გაერთიანება არ გვექნება, ვგულისხმობ, არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან. როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ წითელი ხაზი ეს არის „ნაციონალური მოძრაობა.“
ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ სახელწოდება ან სახელი და გვარი, ან კონკრეტული პიროვნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენთვის არის ქცევა, ვისთან არ შეიძლება კოალიციის გაკეთება, ვის არ შეიძლება ანდო ქვეყანა. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი მარტივ მამრავლებად, ყველა რაღაცას ცდილობს, ყველა რაღაცას აკეთებს. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ და „ოცნებამ“ ამ არჩევნების შემდეგ ვერ შეძლოს, რომ თავის ჭკუაზე ეს ქვეყანა მართოს და ატრიალოს. ეს არის მარტივი მოცემულობა. ჩვენთვის წითელი ხაზია არა უბრალოდ „ნაცმოძრაობა,“ არამედ კოლექტიური „ნაცმოძრობა“. „ლელოც“ „ნაციონალური მოძრაობაა,“ რა გგონიათ, ვინმე სხვა არის? „ლელო“ ერთ-ერთი „ნაცმოძრაობაა“, გვარამია, მელია, ისინიც „ნაციონალური მოძრაობაა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. ყრილობაზე ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს.„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ვარლამ ლიპარტელიანმა გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა. ყრილობას ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, პოლიტიკური მდივანი შალვა პაპუაშვილი, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას, საპატიო სტუმრის რანგში, ასევე ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი.ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის ხუთი წევრი – მარიამ გრიგოლიშვილი, ნუგზარ შოშიაშვილი, დავით ბოდაველი, თეკლა თიკანაშვილი და ანრი მეტრეველი.

ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან – ახალაიას მეუღლე

ბაჩო ახალაიას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დილით შესული იყო ადვოკატი, რომელიც დაკავებულს შეხვდა.სუს-ის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებს ხელმძღვანელობდა და დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით, ის პროცესებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.რაც შეეხება ანა ნადარეიშვილს, ის გათავისუფლებულია. სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც, რაიმე ფორმით, დანაშაულში."მინდა, რომ შევიდე ბაჩოსთან, როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს, რომ ბრალი მოხსნილი მაქვს. ასე გამომიშვეს გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებიათ.ძალიან დიდი ხანია, ორგანიზატორად ასახელებენ. არ შეიძლება, რაიმე მტკიცებულება არსებობდეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ეგეთი მტკიცებულება.ბურჭულაძესთან და ზოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა ჩვენ არცერთს არ უარგვიყვია. 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ვურეკავდით ერთმანეთს... ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე ვმუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ ისევ პოლონეთში, უკან წასვლას, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით", - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ირაკლი კობახიძე – მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა, თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას...

ზუსტად ორი წლის წინ შედგა ჩვენი პარტიის ყრილობა, პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის დამფუძნებლის რანგში და მან ერთ-ერთი მთავარი განცხადება ამ ყრილობაზე გააკეთა სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციის რისკებზე და იმაზე, რომ აქ საჭირო იყო ჩარევა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, იქიდან მოყოლებული, ჩვენ აქტიურად დავკავდით ამ საკითხით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.მისივე თქმით, გარკვეული ტენდენციები ამ მიმართულებით 2022 წლის ბოლოდან უკვე იყო და მიმდინარე გამოძიების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს გაღრმავდა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დრო დასჭირდა, მათ შორის იმის გამო, რომ რთული პოლიტიკური ვითარება იყო.„ბევრ საკითხს სჭირდებოდა ჩაღრმავება, გამოძიება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გავედით შედეგზე. რაც შეეხება წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ბუნებრივია, ამის ბოლომდე გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი, ეს ერთი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, დღეს და ხვალ აღმოვფხვრათ ასეთი პრაქტიკა. ამას სჭირდება კონკრეტული მექანიზმები. პირველ რიგში ვახსენებ მაგალითად გამჭვირვალობის თემას. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალე, უკვე თითქმის ორი წელია, 8 თებერვლიდან მოყოლებული, მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს მთავრობის აქტებში და თუ ვინმე რაიმე კორუფციის ნიშანს აღმოაჩენს მთავრობის აქტებში, ნებისმიერს შეუძლია, მოგვმართოს კითხვებით. გარდა ამისა, ჩვენ გავაჯანსაღეთ შესყიდვებისა და ტენდერების პრაქტიკა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურის სფეროში, სადაც გამოვლინდა არაერთ ხარვეზი და დღეს პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე. მათ შორის, ჩენ შესაბამისი ელექტრონული პლატფორმაც განვავითარეთ, რომ აბსოლუტურად ღიად წარიმართოს ყველა შესაბამისი პროცედურა. თუ ვინმე აღმოაჩენს კორუფციის რაიმე ნიშანს შესყიდვებში, ტენდერებში, განხორციელებულ პროექტებში ხარისხის კუთხით, ხარჯთეფექტიანობის კუთხით, ნებისმიერს შეუძლია, დასვას კითხვები და ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ სრულად ვიზრუნებთ ჩვენ როგორც ხარჯთეფექტიანობის, ისე ხარისხის უზრუნველყოფაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი კობახიძის თქმით, კორუფციის ერთ-ერთი პოტენციური წყარო იყო პრივატიზაცია, რასთან დაკავშირებითაც მიდგომები ასევე შეიცვალა.„მთლიანად ჩავკეტეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა. ყველაფერი გამოდის აუქციონზე, ნებისმიერი შესაბამისი ობიექტი გამოდის აუქციონზე და აბსოლუტურად ღია პროცედურით ხდება შესაბამისი ობიექტების შესყიდვა, რაც მთლიანად გამორიცხავს კორუფციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ამ ყველაფრიდან მაქსიმალურ სარგებელს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ჩვენთვის მთავარი. რაც შეეხება ნეპოტიზმს, იყო ფიქტიური გაფორმებების პრაქტიკა, ხშირად ამას ჰქონდა თუნდაც სოციალური საფუძველი და ა.შ. მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ დავიწყეთ ამაზე აქტიურად მუშაობა და იგივე სახელმწიფო საწარმოებში და ასევე სამინისტროებში მთლიანად აღვკვეთეთ ეს პრაქტიკა. მაგალითად, მარტო რკინიგზაში და ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ყოველწლიურ ჭრილში უკვე დაიზოგა დაახლოებით 60 მილიონი ლარი. რამხელა შეღავათია ეს სახელმწიფოსთვის, თავადაც შეგიძლიათ, განსაჯოთ. ბუნებრივია, ეს თანხები ჩაბრუნდება ისევ რკინიგზის, ენერგეტიკის სექტორის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი. თუ ვინმე სადმე აღმოაჩენს კორუფციის ნიშნებს, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე რეაგირებას მოახდენს. წარმოადგინონ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დღეიდან, ხვალიდან და მზად ვართ პასუხების გაცემისთვის და რაც მთავარია, რეაგირებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის

როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური პოლიტიკური ძალებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც არის ხელოვნურად ჩამოყალიბებული ორპოლუსიანი სისტემა, ახალ ძალებს, ჯანსაღ, პოტენციურ ძალებს არ აქვთ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება.„ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს არა მარტო საშუალება არ აქვთ, არამედ სურვილიც არ აქვთ, ჯანსაღ, პოტენციურ პოლიტიკოსებს, რომ შემოვიდნენ პოლიტიკაში. როდესაც სიძულვილის ხარისხი, ზიზღის ხარისხი ასეთი მაღალია პოლიტიკაში, ასეთ ადამიანებს არ უნდათ, რომ პოლიტიკაში შემოვიდნენ. როგორც კი დასრულდება რადიკალიზმი, როგორც კი დასრულდება სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში, მაშინვე ავტომატურად გაიხსნება სივრცე ჯანსაღი, პოტენციური ძალებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული

მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა – ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული,“- აღნიშნა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები