შაბათი, მაისი 3, 2025

მიხეილ ართმელაძე – ნავთლუღში, როდესაც სამი ბიჭი უკვე მოკლული იყო, დათა ახალაია მივიდა, გურამ დონაძე დაიბარა, შავი ჯიპიდან გადმოიტანეს ავტომატები და დაღუპულებს გვერდით დაუწყვეს

ნავთლუღის ე.წ.სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ, დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი, – ამის შესახებ 2006 წელს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლულის, მარად ართმელაძის მამამ, მიხეილ ართმელაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე გურამ დონაძე დაიბარეს, რომელსაც დაავალეს კადრების გადაღება, თითქოს დაღუპულებს ავტომატები ჰქონდათ და ომრხრივი სროლის შედეგად იყვნენ მოკლული.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის ადგილზე, როდესაც სამი ბიჭი უკვე მიწაზე იყო დაყრილი, უმოწყალოდ იყვნენ მოკლული, დათა ახალაია და სხვები მივიდნენ. დაიწყეს ფიქრი, როგორ დაედგათ სცენარი. დაურეკეს გურამ დონაძეს, რომელიც ადგილზე მივიდა და დაიწყო კადრების გადაღება, დაავალეს. გურამ დონაძე იღებს, თითქოს დათა ახალაია, გიორგი დგებუაძე, ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი გარბიან ჰაერში სროლით და ყვირიან „ძირს ავტომატები“, თითქოს ამ დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ. ამაზე განაჩენშიც არის საუბარი. ამ დროს სამივე ბიჭი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია და ყალბი სცენარი დადგეს. დათა ახალაია იმ დროს იყო უშიშროების ხელმძღვანელი, კონსტიტუციური უსაფრთხოების ხელმძღვანელი. ამ დროს ის კლავს სხვებთან ერთად ახალგაზრდებს – გიორგი დგებუაძესთან, მის ქვემდებარესთან ერთად და მას მერე, რაც სამივე უკვე გარდაცვლილია დგება საჭიროება, რომ მოიგონონ ბრალდება. გურამ დონაძემ გადაიღო ჰაერში სროლა და, რომ ყვირიან „ძირს ავტომატები“. ასეთ დროს, როგორც საქმეშიც არის საუბარი „გამოძიებით დაუდგენელმა პირმა“ შავი ჯიპიდან ამოიღო ჩანთა, რომელშიც იყო ავტომატები, მიიტანა და ამ დაღუპულებს, თითოეულს გვერდზე დაუწყო. სასამართლო ამბობს, რომ გამოძიებით დაუდგენელმა პირმაო. დადგეს სცენარი, თითქოს დაღუპულებს ავტომატები გააჩნდათ და ორმხრივი სროლის შედეგად იყვნენ დაღუპული. თითქოს, ძალოვნები გახდნენ იძულებული ესროლათ და ეს ბიჭები დაეხოცათ“, – განაცხადა მიხეილ ართმელაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“6 წლის წინ იმავე ადგილას მოხდა ავარია, სადაც ვატო გარდაიცვალა… დღეს გარდაცვლილი ბიჭი მისი მეგობარია” – რას წერენ ხობის ავარიაზე

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჭა­ლა­დიდ­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად ერთი პირი გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი და­შავ­და.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერ­თმა­ნეთს დის­ტრი­ბუ­ცი­ი­სა და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­ე­ჯა­ხა.შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, დის­ტრი­ბუ­ცი­ის მან­ქა­ნის მძღო­ლი, 22 წლის ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მისი 10 წლის ძმა და­შავ­და.და­შა­ვე­ბუ­ლი სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ ფო­თის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და მას ახლა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა.გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გი­ორ­გი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია. ის ქუ­თა­ი­სი­დან იყო. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ავა­რი­ას შე­ეს­წრო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:"დღეს დი­ლის სა­ა­თებ­ში გავ­ხდი შემ­სწრე ჭა­ლა­დიდ­ში სა­ში­ნე­ლი ავა­რი­ის, რამ­დე­ნი­მე წუ­თის მომ­ხდა­რი იყო რომ მი­ვე­დი, სა­დაც დამ­ხვდა მან­ქა­ნა­ში 23 წლის ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი რა თქმა უნდა ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და ვი­კი­თხე რაგ­ვა­რია იყო სა­და­უ­რი მი­თხრეს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნიო მერე ავა­რი­დე თავი ამ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ას და წა­მო­ვე­დი, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე.რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ვხე­დავ პოსტს სა­დაც ჩემი მე­გო­ბა­რი აზი­ა­რებს გარ­დაც­ვლილ ახალ­გაზ­რდა ბიჭ­ზე და ვი­დე­ო­ში ვი­ცა­ნი, რომ ეგ ბიჭი იყო ის ვინც ამ დი­ლით ჭა­ლა­დი­დის გზა­ზე და­ი­ღუ­პა. და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ იმა­ვე ად­გი­ლას მოხ­და ავა­რია სა­დაც ვატო ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და რამ­დე­ნი­მე თვე­ში მის­მა სა­ცო­ლემ ჩემ­მა მე­გობ­რის დამ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე, თურ­მე ეს ბიჭი ვინც დღეს გარ­და­იც­ვა­ლა ამა­თი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი იყო, ამათ­თან ერ­თად გაზ­რდი­ლი.ვა­ტოს მოგ­ვა­რე აღ­მოჩ­ნდა, რომ ახლა სა­მი­ვე ვინც ამ ვი­დე­ო­ში ერ­თად ცეკ­ვა­ვენ, არი­ან სა­სუ­ფე­ველ­ში. უფალ­მა გამ­ძლე­ო­ბა მის­ცეს მის მშობ­ლებს და მის ოჯახს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის ეს სა­ში­ნე­ლი კად­რი რაც დღეს ვნა­ხე. სოფო გი­სამ­ძიმ­რებ ჩემო კარ­გო გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებ" - წერს დღე­ვან­დე­ლი ავა­რი­ის შემ­სწრე ჯაბა თო­ლორ­და­ვა.

ალექსანდრე ჩივაძე 70 წლის გახდა

სამწუხაროდ, ჩემს გვერდზე აღარ არიან დიდი ფეხბურთელები, მთელი მწვრთნელთა პლეადა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ მის 70 წლის საიუბილეო საღამოზე.ალექსანდრე ჩივაძის თქმით, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე დგანან.„დღევანდელ დღეს, 70 წლის გავხდი. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ბევრ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა მოვიდა და ჩვენ, ვეტერანები ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ვდგავართ. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები დიდ წარმატებას მიაღწევენ.კიდევ და კიდევ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ჩივაძემ.

მიხეილ ყაველაშვილი – ალექსანდრე ჩივაძე მოედანზე იყო „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, შეეძლო ყველაფრის გაკეთება, მადლობას გადავუხდი მას იმ სიხარულისთვის, რაც ერს მიანიჭა

ალექსანდრე ჩივაძე იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მოედანზე იყო პირდაპირ ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი, მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.ყაველაშვილის თქმით, უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა.„ბატონო ალექსანდრე, პირადად, მინდა, მოგილოცოთ იუბილე, გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე, თქვენი არსებობით კიდევ გაახაროთ ჩვენი გულშემატკივარი, რადგან მართლაც ენით აღუწერელია თქვენი შთამბეჭდავი კარიერა. მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს და ჩემს კოლეგებს ვხედავ აქ, რომელთაც დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ჩივაძემ და მისი თაობის ფეხბურთელებმა შეგვაყვარა ფეხბურთი, გაგვიჩინა სურვილი, დიდი ფეხბურთი გვეთამაშა. სწორედ ალექსანდრე ჩივაძე, დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი და ის დიდი ფეხბურთელები იყვნენ ჩვენი მაგალითები, რაზეც ვიზრდებოდით.ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო, მაშინდელ „დინამოში“ ჩივაძესთან ერთად მომიწია ვარჯიში, დიდი სიხარული იყო, ღამე არ მეძინა და ეს შთაბეჭდილებები დღემდე მოგვყვება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ვიყავით და ვგრძნობდით, რაოდენ დიდი განცდა იყო ამ ადამიანების არსებობა. შემდეგ, როცა უკვე ნაკრების ფეხბურთელები გავხდით, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ჩვენი მეგობარი გახდა.  ძალიან მძიმე წლები იყო, მთელი ქვეყანა ლოდინის რეჟიმში იყო, როდის დაიწყებდა ჩვენი ნაკრები ოფიციალურ შეხვედრებს. გვიზიარებდა არა მხოლოდ საფეხბურთო, არამედ პიროვნულ, ადამიანურ გამოცდილებებს – რამდენად რთული იყო მისთვის იმ დროს, როცა იცოდა, რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, რა მოთხოვნები აქვს დიდ ფეხბურთს და იმ არსებულ რეალობაში, როგორი რთული იყო ამ ყველაფრის გადმოცემა და ჩვენი მოტივირება, რომ ჩვენ დიდი ფეხბურთი გვეთამაშა.ძალიან ბევრი მაგალითია, მაგრამ მე მინდა, აღვნიშნო დიდი სპეციალისტების მიერ მისი, როგორც ფეხბურთელის შეფასება. მე როცა მომიწია შვეიცარიაში ცხოვრება, „ფიფა“-ში ურთიერთობა, იქ დათო ყიფიანზე, ალექსანდრე ჩივაძეზე პირდაპირ ამბობდნენ, რომ პროფესორია. ასეთი ეპითეტი აქვს მას მსოფლიო ფეხბურთში და ეს ალბათ არ არის გასაკვირი. იყო სრულყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ მე დავამატებდი, როცა ის იყო მოედანზე, იყო ქართული ხასიათით, „ვეფხისტყაოსნიდან“ გადმოსული გმირი. მას შეეძლო ყველაფრის გაკეთება მოედანზე. უდიდესი ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ლეგენდა“, – განააცხადა ყაველაშვილმა.ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩივაძეს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რაც მან გულშემატკივარს და ერს მიანიჭა.„მე, როგორც ფეხბურთელს, ბევრი შემიძლია, ვისაუბრო მასზე, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტი ავიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას და ქართველი ხალხის სახელით, რადგან მე მქონდა შესაძლებლობა, დამენახა ქართველ ხალხის მისადმი სიყვარული, მადლობას გადაგიხდით ბატონო ალექსანდრე, იმ ემოციებისთვის, სიხარულისთვის, რაც თქვენ მიანიჭეთ ჩვენს გულშემატკივარს, ერს. იმ მძიმე წლებს მე და ჩემი კოლეგები ახლა ყოველთვის იუმორით ვიხსენებთ, „თელასში“ სირბილს „უელსის“ თამაშის წინ. ყოველ ნახევარ საათში მირბოდა, ჩაართვევინებდა სინათლეს, მერე ისევ მორბოდა, ოთხჯერ მოუწია მისვლა „თელასში“. ასეთ პირობებში გვიწევდა ჩვენ მომზადება და ამ დროს მოედანზე ვიმარჯვებდით. რომ არა ჩივაძის ეს მოტივირება, მისი გამოცდილება, როგორც არა მარტო მწვრთნელი, არამედ უფროსი მეგობარი ყველაფერს გვიზიარებდა და გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ მაქსიმუმი გაგვეღო. ბატონო ალექსანდრე, კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ღვაწლისთვის, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ერისთვის. ეს არის უდიდესი დამსახურება. ხელისუფლებაში ვართ არაერთი სპორტსმენი და ვიცით სპორტის, ადამიანის ფასი, ვინც გაიღებს ბევრს ქართული სპორტისთვის და მე მიხარია, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება ამას აფასებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაორმაგდება. დღეს ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება. სპორტსმენს მოკლე კარიერა აქვს და ძნელია შემდეგ სხვა ცხოვრებაში გადასვლა, სხვანაირად ჭირდება ხოლმე შეფასება და დაფასება, რის გაგებაც ზოგისთვის შეიძლება, რთულია, მაგრამ მე მგონი, ვართ უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ეს კარგად დავინახოთ და შევაფასოთ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – ალექსანდრე ჩივაძის განსაკუთრებული წვლილია, დღეს ჩვენი ფეხბურთი რომ ასეთი წარმატებულია, მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისა და ქვეყნისთვის გააკეთა

საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ალექსანდრე ჩივაძეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფეხბურთელ ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული, ამაშიც ჩივაძის და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილია.ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ჩივაძეს მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ქართული ფეხბურთისთვის და ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული.„მივულოცავ იუბილეს ბატონ ალექსანდრეს და მილოცვასთან ერთად მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქართული ფეხბურთისთვის გაქვთ გაკეთებული, როგორც ქართული ფეხბურთის ნამდვილ ლეგენდას. სამწუხაროდ, მე არ მქონდა საშუალება, უშუალოდ სტადიონზე მეყურებინა თქვენი თამაშებისთვის, თუმცა ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს რამდენჯერმეც კი გვაქვს ნანახი ის თამაშები, რომლებშიც ჩვენი დინამო იმარჯვებდა ბატონი ალექსანდრეს ლიდერობით – 1941 წლის ფინალი, ლივერპულის და ბევრი სხვა თამაში. შეუძლებელია, უბრალოდ ყოველ ჯერზე არ გაგაოცოს განსაკუთრებულმა საფეხბურთო ინტელექტმა, ხელწერამ, დახვეწილმა თამაშის სტილმა, რომლითაც ბატონი ალექსანდრე გამოირჩეოდა, როგორც ქართული ფეხბურთის და თბილისის დინამოს ნამდვილი ლიდერი.ზოგადად, როცა ფეხბურთის წარმატებაზეა საუბარი, ალბათ ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო ისტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ქვეყანას ჰქონდეს მდიდარი საფეხბურთო ისტორია და ამ ისტორიის შექმნაში ბატონ ალექსანდრეს აქვს განსაკუთრებულზე განსაკუთრებული წვლილი შეტანილი. შესაბამისად, დღეს რომ ჩვენი ფეხბურთი არის ასეთი წარმატებული და წარმატების გზაზე, ამაშიც არის ბატონი ალექსანდრეს და მისი მეგობრების განსაკუთრებული წვლილი. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ქართული ფეხბურთისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია

ამერიკის მწვანე ბარათის შედეგები ცნობილია.თუკი სააპლიკაციო ფორმა შევსებული გაქვთ, ინფორმაციის გადამოწმება მითითებულ ლინკზე.https://dvprogram.state.gov/ESC/CheckStatus.aspx

ბოლო სიახლეები