კვირა, მაისი 4, 2025

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე ეს. ეს იყო უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა და სხვა არაფერი! – სოზარ სუბარი „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე

ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა „ნავთლუღის სპეცოპერაციად“ წოდებული საქმესთან დაკავშირებით კომისიის
დღეს გამართულო სხდომაზე, სადაც 20 წლის წინ მოკლული ახალგაზრდების მშობლებს უსმენდნენ.

„უმძიმესი იყო თქვენი მოსმენა, მაგრამ შეფასებები უნდა გავაკეთოთ. ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი ქმედება, შეიძლება ვინმეს ეთქვა, რომ ეს იყო რაღაც გამონაკლისი, ერთჯერადი დანაშაული, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ნაცრეჟიმის ჩვეულებრივი ხელწერა. შესაბამისად, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ის იყო ტერორისტი ხელისუფლება, რომელსაც ჰყავდა ტერორისტული ჯგუფები.

გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ხელისუფლებას ჰყავდა სიკვდილის ბრიგადები, რომლებიც აღასრულებდნენ პოლიტიკური ხელმძღვანელობის სისხლიან დავალებებს და ეს ნამდვილად ასე იყო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ნავთლუღში 3 უდანაშაულო ბიჭი დახვრიტეს, მონაწილეობდნენ სხვა საქმეებშიც. მაგალითად „მასტერა“, იგივე გია დგებუაძე, ეს არის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა პაატა ქარდავას გატაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გადაგდებაში; დავით ცინდელიანის მოტაცებაში, დახვრეტაში და ზღვაში გადაგდებაში; როინ შავაძის მოტაცებაში და დახვრეტაში და სხვა არაერთ სისხლიან ოპერაციაში. ეს იყო ადამიანი, რომელიც გეგმავდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, რასაც ადასტურებს ჩანაწერები: უვაის ახმადოვმა, ვისაც გია დგებუაძე უკვეთდა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას, ფარულად ჩაწერა, როგორ უკვეთდა მას დგებუაძე ამ მკვლელობას და ბოლოს უარი თქვა დავალების შესრულებაზე.

რაც შეეხება უშუალოდ ნავთლუღის სპეცოპერაციას, სასამართლოს მიერ უტყუარად არის დადგენილი, რომ ნამდვილად ფონიჭალაში მოხდა ამ სამი ახალგაზრდის დაპატიმრება, შემდეგ კი, საღ-სალამათი ბიჭები ნავთლუღის ბაზრობასთან მიიყვანეს და იქ დახვრიტეს. დათა ახალია თავად მივიდა მურად გორგოძესთან და საკონტროლო გასროლა განახორციელა მის მიმართ, შემდეგ კუდის სხვა თანამშრომლებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს მარად ართმელაძის და რომან სურმანიძის მიმართ.

იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, ქუთაისის ციხეში შევდიოდი. სამი კვირის გახსნილი იყო ეს ციხე და უკვე გამოირჩეოდა ადგილად, სადაც პატიმრებს ყველაზე სასტიკად აწამებდნენ. ამ დროს დამირეკა ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მეუბნება, რომ რუსთავის ციხეზე მოხდა თავდასხმა, რა დროსაც მოხდა სამი ადამიანის ლიკვიდაცია. ასეთი დეზინფორმაციით ცდილობდნენ ამ სასტიკი დანაშაულის პიარულ გადაფარვას,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან გაიხსენა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როცა თვითონ სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, მისმა უწყებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნაში.

„კარგა ხნის განმავლობაში, გულწრფელად გეტყვით, მეც ვიყავი ამ მითის ტყვეობაში, მითუმეტეს რომ მოკლულთა ოჯახიდანაც არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. დღეს უკვე გასაგებია ამის მიზეზი – როცა მშობელს ემუქრებიან, თუ არ გაჩუმდები, სხვა შვილებსაც მოკლულის ბედი ეწევათო – ძალიან ძნელია, მან გაბედოს სამართლის ძებნა. ახლა თქვენ ჰყვებით ზეწოლაზე და მაშინ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. შესაბამისად, საზოგადოებამ საკმაოდ დაგვიანებით გაიგო სრული სიმართლე ამ საქმეზე. მართალია, თქვენ მადლობა მითხარით მე და ჩემს თანამშრომლებს იმისთვის, რაც მაშინ გავაკეთეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მე, როგორც სახალხო დამცველმა, დავაგვიანე რეაგირება ამ საქმეზე. სამაგიეროდ ძალიან სერიოზული წვლილი შევიტანე ამ საქმის გახსნაში სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს, როცა სამინისტროს გენინსპექციამ აღმოაჩინა ის მოწმეები, რომლებმაც უტყუარი ჩვენებები მოგვცეს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ძალიან დაგვეხმარა საქმის გახსნაში და იმაში, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგეს.

როცა ვამბობთ პასუხი აგეს, აქაც ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ ადამიანებს, საბოლოოდ, ამნისტიის გათვალისწინებით ზოგს 7, ზოგს ოდნავ მეტი წელი რომ მიესაჯა, არ არის დანაშაულის ადეკვატური. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო პერიოდი, როცა ასეთი განაჩენები დგებოდა და ასეთი მართლმსაჯულება იყო ჩვენთან და არა ისეთი, როგორიც ნაციონალური მოძრაობის დროს. ყოველ შემთხვევაში, სამართალი აღდგა და სამართლიანობის აღდგენის მთავარი დასტური ის იქნება, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ხელმძღვანელობა გასამართლდება, როგორც ტერორისტული რეჟიმი, რომელიც ატერორებდა საკუთარ მოსახლეობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობის რეჟიმს უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, მე არ მეგულება უფრო მძიმე საქმე, ვიდრე არის თქვენი შვილის და მისი მეგობრების დახვრეტის საქმე,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები