კვირა, მარტი 23, 2025

მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაში – ლევან მგალობლიშვილი

სამების საკათედრო ტაძარში გრძელდება ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრები.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და “წითელი ჯვრის” თანამშრომლობით, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო, ერთი კი მშვიდობიანი მოქალაქეა. ოთხ მებრძოლს დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე, რეგიონებში გადაასვენეს.

“დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, თავისი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსთვის. მე მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ უწყებას, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებასა და გადმოსვენებაში”, – აღნიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით – ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია...

ისტორიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში NGO-ების მიერ დაორგანიზებულ აქციას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია.„გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით - ქართველების დიდი ერთი ნაწილი საერთოდ მოწყვეტილია ქართულ კულტურულ კოდს და შორეულ მენტალურ ემიგრაციაშია - აფრიალებს უცხო ქვეყნების დროშებს, ხოლო ქართველი სპორტსმენის, ხელოვანის თუ პოლიტიკოსის წარმატება მისთვის ღირებულია ამ უცხო ქვეყნისადმი ლოიალობის ხარისხის შესაბამისად, თუ მის წარმოსახვაში ასეთი ლოიალობა არ ფიქსირდება, წარმატება ანულირდება, ხოლო ადამიანი გადაეცემა ევროატლანტიკურ ანათემას. სხვათა შორის, ასეთები გახლდნენ სოციალ-დემოკრატი ტროცკისტებიც, რომელთა რაოდენობა არაპროპორციულად დიდი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვთან შედარებით. სწორედ ტროცკისტული სისხლი ყივის მათ შთამომავლებში-კვიცი გვარზე ხტისო-როგორც ნათქვამია", - წერს სოსო მანჯავიძე.

გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ...

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმიანება ექსპრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის წევრების მიმართ, რომლის თქმითაც, სწორედ ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროის „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ და დაებრალებინათ მოღალატეობა.გამსახურდიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ოჯახი ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო, მერე ბოლშევიკების, შემდგომში კი ნაცისტების და ბოლოს , სავარაუდოდ, პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა მას.„აბა ამას უყურეთ, ჯერ მენშევიკების აგენტი ოჯახი იყო ამისი ოჯახი, მერე ბოლშევიკების, შემდგომში ნაცისტების და მგონი ბოლოს პაატა ზაქარეიშვილივით, ე.წ სამხრეთ ოსეთის კგბ ამუშავებდა ამას. აი ამის ჭკუაზე რომელმა სახელმწიფო მოხელეებმაც გაიარეთ, თქვენ თავებში ჩამახედა, კი ვიცი ბევრის თავებში რაც დევს, მაგრამ მაინც, იქნებ გაიზარდა,“- წერს გიორგი გამსახურდია.

სტამბოლის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ეკრემ იმამოღლუს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.გამოძიების ფარგლებში სულ 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.დანარჩენ ეჭვმიტანილებზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.ცნობისთვის, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, 19 მარტს, გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს.იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და ანკარაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ცნობილია რომელი 13 ქართველი იასპარეზებს დღეს თბილისის გრანდ სლემზე

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 13 წევრი იასპარეზებს:90 კგ – ლუკა მაისურაძე, გიორგი ჯაბნიაშვილი, ნიკა ხარაზიშვილი, სოსო ებილაშვილი.100 კგ – ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე, ისლამ წინწალაშვილი.+100 კგ – გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, გაბო მუკბანიანი.+78 კგ – სოფიო სომხიშვილი.წინასწარი შეხვედრები 11:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი მედალია – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს. ჩვენი გუნდი საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა, ხოლო მამაკაცებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ბოლო სიახლეები