პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024

“მივმართავ ეკლესიურ ადამიანებს – როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებლები არიან? შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ” – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირი პასუხობს იმ ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან.

“ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, სრულწლოვნები არიან და ყველას გვაქვს ჩვენი გონება, ჩვენი აზრი… ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ… ჩვენ უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის რა დამოკიდებულება აქვს ქვეყანასთან, ერთად, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან, სარწმუნოებასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება – ვის უნდა მისცეს ხმა.

მე პირადად, ჩემს აზრს გეტყვით. მე 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული – 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ ბოროტებასა და სიბნელეს – მკვლელობას, შევიწროებას, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება… ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან ეს საშინელება უნდა დამთავრებულიყო. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რომელიმე პარტიისთვის ხმა მიეცა…

წელს გადავწყვიტე, ისევ მივიღო არჩევნებში მონაწილეობა – მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან იგივე პროცესია, როგორიც 2012 წელს იყო. გადამწყვეტი მომენტი დგება – ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას… მსგავსი რამ, რაც დღეს ხდება… ისეთი განცხადებები გვესმის უცხო ქვეყნებიდან… მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ რამდენი რამ ხდებოდა, ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს… უამრავი რაღაც მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია – არცერთ საელჩოს ამაზე არ უსაუბრია. აი, დღეს როგორი ზეწოლაა. ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს, არ ვესაუბრები არაეკლესიურ ადამიანებს, ვინც მეკითხება, მხოლოდ იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია.

დააკვირდით ადამიანებს, პარტიებს… პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს არ ნიშნავს… ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ ნიშნავს… ისინი თვლიან, რომ ლგბტ პროპაგანდა არაფერს არ წარმოადგენს…. მივმართავ მათ, ვინც ეკლესიის წევრად მიიჩვევს თავს… კითხვა მაქვს ამ ადამიანებთან – როგორ უნდა მისცეთ ხმა პარტიებს, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედაეკლესიის მაგინებელია და მისთვის შენი ეკლესია არაფერს არ წარმოადგენს. ბუნებრივია, ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. ეს ბუნებრივია მათთვის, ვინც ეკლესიის წევრები ხართ. ჩვენ რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ… შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ყველამ სწორი არჩევანი გააკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ”, – აცხადებს დეკანოზი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მამუკა ხაზარაძეს მინდა მოვუხადო ბოდიში – ბოდიში ძმაო, უშნოდ გამომივიდა

ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა, ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა შემაჯამებელ საარჩევნო ღონისძიებაზე მამუკა ხაზარაძეს. ელისაშვილის თქმით, „ძლიერ საქართველოში“არის იმიტომ, რომ ემსახურება საქართველოს. „ჩემი ნატვრა იყო, რომ გავმხდარიყავი ოფიცერი. ჩემს ოჯახს უჭირდა, ისევე როგორც ყველა ოჯახს და მაშინ პირველი პრაგმატული გადაწყვეტილება მივიღე, რომ უნდა დამეწყო მუშაობა მეორე კურსიდან, რათა ოჯახს შევხიდებოდი, ვალები ერთად გაგვესტუმრებინა. ამიტომ ვერ გავხდი სამხედრო, მაგრამ გულის სიღრმეშიც და ტვინშიც ვარ ამ ქვეყნის ჯარისკაცი. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაც მეშლება, ბევრი რამ შემეშალა, აგერ პირველად ვეუბნები მამუკას ბოდიშს. მისთვის ბოდიში არ მომიხდია. ბოდიში, ძმაო, უშნოდ გამომივიდა ძალიან. მაგრად მშხამავს ის ეთერი, იმის ნახვა არ მინდა. „ქოცებმა“, იცოცხლე, ატრიალეს და ატრიალეს. ბოდიშს ვიხდი კაცურად, ქართულად და სახელმწიფოებრივად იმ ეთერისთვის. აქ, „ძლიერ საქართველოში“ ვდგავარ, რადგან ვემსახურები საქართველოს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ერთ მუშტად შეკრული“, – განაცხადა ელისაშვილმა. თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილს მიმართა მამუკა ხაზარაძემაც: „ალეკო, დიდი მადლობა და ჩემგანაც მიიღე ბოდიში. მეგობრებო, ბოდიში ყოველთვის ორმხრივია“.

კახა კალაძე: ოპოზიცია შინაგანად ვერ ეგუება მშვიდობას, წინსვლას – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი

უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" „საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ - უკრაინას შორის, ძალიან დიდის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად არ წასულა, ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს. ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?!

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. „2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოლაფ შოლცი: ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა. შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“. „ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ყველამ იცის ეს. ამაზე არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, საკმაოდ სწრაფად ხდება წევრობა“, – აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს გაწონასწორებულ მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ, გარანტიას იძლევა, რომ ეს არ გადაიზრდება მოსკოვსა და ნატო-ს შორის ომში. „ეს არის ის, სადაც მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას“, – აღნიშნა შოლცმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ქარტია არ იყო საჯარო დისკუსიებით შემდგარი დოკუმენტი, სრულიად უვარგისი ტექსტი შედგა

ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა. „ვერ ვეტყოდი ჩემს ამომრჩეველს, იცით რა, ეს რაღაც დოკუმენტია, რომელიც არავის პატივს არ სცემს. უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ, რადგან მოდაში შემოვიდა რაღაც მომენტში და მაინც არავინ შეასრულებს. ჩვენ ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, მოგეხსენებათ, როგორც წესი, თავის სიტყვებს დიდ პატივს არ სცემს და იცის, რომ მარტივად გადააგდებს მეორე მხარეს, თუ ეს დასჭირდა. ამიტომ ჩვენ იმ ხალხთან საერთოდ იშვიათად გვაქვს ხოლმე რაღაც საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ბოლო სიახლეები