პარასკევი, ივნისი 20, 2025

მიგრაციის დეპარტამენტმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე დააკავა, მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის შვიდი მოქალაქე. მათ შორის არიან ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გელათის რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე – შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბური მუშაობა – მიტროპოლიტი შიო

გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს.კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, მეუფე შიომ (მუჯირი), და ასევე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა საუკუნეების გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებში.საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე:"მუშაობის ყველა ეტაპზე, თითოეულ მოქმედებაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს. რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე - შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართო მასშტაბური მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუშაოების მხრივ,"- აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი.სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ვლადიმერ პუტინი – რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ

რუსეთი არ მიისწრაფვის უკრაინის მხრიდან კაპიტულაციისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტიმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ჩვენ მოვითხოვთ რეალობის აღიარებას, რომელიც ადგილზე წარმოიშვა“, – განაცხადა პუტინმა.როგორც პუტინი აღნიშნავს, ერთი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უნდა ხდებოდეს მეორე სახელმწიფოს ხარჯზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების ჩამონათვალს ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრების სიას ავრცელებს.ქვეყნის მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი.კერძოდ, ქალაქ თბილისში ცხრა საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: №39 საჯარო სკოლა – გლდანის I მ/რ;  №103 საჯარო სკოლა – მესხეთის ქ. №72; №133 საჯარო სკოლა – ვარდისუბნის ქ. №8; №147 საჯარო სკოლა – დიღმის მას. მე-3 კვ.; №175 ა  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ.; №175 ბ  საჯარო სკოლა – მუხიანის მე-3 მ/კ; №177 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. N 38 (გლდანი, მე-5 მ/რ); №191 საჯარო სკოლა – დავით ჯაბიძის ქ. №30; №207 საჯარო სკოლა – ჩარგლის ქ. 34;ქალაქ ქუთაისში გაიხსნება სამი საგამოცდო ცენტრი: №17 საჯარო სკოლა – ნიკეას №44; №23 საჯარო სკოლა – არაყიშვილის ქ. №15;  ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის № 41 ფიზიკა- მათემატიკური საჯარო სკოლა – რუსთაველის ქ.  №127;ქალაქ ამბროლაურის №1 საჯარო სკოლა – ვ. კობახიძის ქ. №2;სამი ცენტრი იქნება ბათუმში: ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა – დ. თავდადებულის 47; №10  საჯარო სკოლა –  ივანე ჯავახიშვილის ქ. 66; №14 საჯარო სკოლა – ინასარიძის ქ. №11;ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის №2 საჯარო სკოლა –  გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9;ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა – ზამბახიძის ქ. №3;ქალაქ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა – ცოტნე დადიანის ქ. №10;ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა – დ. ამილახვარის ქ. №26;ქალაქ თელავის №8 საჯარო სკოლა – თამარის ქ. №79;ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლა – მიქუტიშვილის ქ. №2;ქალაქ რუსთავის № 15 საჯარო სკოლა – მე-8 მ/რ;დაბა ხულოს საჯარო სკოლა – შავაძის ქ. №3.ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით.კერძოდ, მეტრო  „ახმეტელიდან“ მუხიანის დასახლების მიმართულებით №175 სკოლამდე;მეტრო  „ახმეტელიდან“ გლდანის მიმართულებით №191, №177 და №39 სკოლებამდე;მეტრო „სამგორის“ ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე;მეტრო „დიდუბის“ (წერეთლის გამზირის მხარეს) ამოსასვლელიდან №147 საჯარო სკოლამდე.საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

„ქართული ოცნება“ – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას

„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას.საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მასალაზე, რომლის მიხედვითაც, „ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს“.„გვსურს, გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატად მცირე ხნით ყოფნის გამო წარმოეშვა და ამის მიუხედავად, მისი დეკლარაცია დეკლარაციების ვებგვერდზე არ იძებნება.საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება მას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ შევსებული დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროდან „რადიო თავისუფლებამაც“ გამოითხოვა და ამ თემას 2024 წლის 31 ოქტომბერს სტატიაც მიუძღვნა, სათაურით – „ივანიშვილის ოჯახის დეკლარირებული ქონება: საქართველოში, რუსეთსა და საფრანგეთში”.რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მტკიცებას, რომ ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს „არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ყოფნის გამო წარმოეშვა“, ორგანიზაციას შევახსენებთ, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „პირი ვალდებულია, თანამდებობაზე განწესებიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია“. ასევე, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, პირი თავისუფლდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან, თუკი მას საჯარო დაწესებულების სისტემაში დაკისრებული აქვს თანამდებობის პირის მოვალეობის შესრულება არაუმეტეს ორი თვის ვადით.ამავე კანონის თანახმად, „საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ვალდებულია პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი გამარტივებული ფორმით შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ამ მუხლის თანახმად, მას იმ წელს შევსებული აქვს დეკლარაცია“.კანონში არსებული ზემოაღნიშნული დათქმებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სიცრუეს ავრცელებს. მე-11 მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის 25 ნოემბერს გამართულ პირველ სხდომაზე დეპუტატების, მათ შორის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის უფლებამოსილება ცნო, რომელიც მას ამავე წლის 10 დეკემბერს თავისივე მიმართვის საფუძველზე შეუწყდა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის მიერ თანამდებობის დაკავებისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პერიოდი არ აღემატება ორ თვეს.შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები