ხუთშაბათი, ოქტომბერი 29, 2026

„მთელ უბანში ტყვიები ყრია” – გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მკვლელობა მოხდა თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაიასა და ფიროსმანის ქუჩების კვეთაზე. მოკლულია მამაკაცი.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთერთშელაპარაკება.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაჭრეთის ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს.60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი საკუთარ მიკროავტობუსში ნახეს.თვითმხილველების ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაკავებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი – შსს კადრებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.„ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე იძებნებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში, ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამა-შვილი დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს, ძებნილი პირის ოთხი ნათესავიც დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები ბრალდებულს მიმალვაში ხელს უწყობდნენ.გარდა ამისა, დაკავებულ პირს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ ძმასთან ერთად, 2024 წელს სამეგრელოს რეგიონში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 375-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შსს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 ოქტომბერს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის №270-ში მდებარე სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.2 ნოემბრიდან სარეგისტრაციო მომსახურების ცენტრი საქმიანობას ახალ მისამართზე - დავით აღმაშენებლის ხეივნის №129-ში განაგრძობს".

ირანის ელჩი – საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და სავაჭრო ბრუნვამ წლის ბოლოსთვის შესაძლოა, უპრეცედენტო მაჩვენებელს მიაღწიოს

საბაჟო-სასაზღვრო რეგულაციების ცვლილების შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს სასარგებლოდ და შედეგად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის ბოლოსთვის შესაძლოა, უპრეცედენტო მაჩვენებელს, 400 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს, – ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩმა, ალი მოუჯანიმ ირანის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ირანელი დიპლომატის თქმით, მოკლე დროში მოხერხდა და შეიქმნა ირანულ ბაზარზე წვდომის ახალი მოდელი ქართველი ბიზნესმენებისა და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ანალოგი არ აქვს.მისი განმარტებით, დღეს ყველა ქართველ ბიზნესმენს აქვს შესაძლებლობა, ირანელი ბიზნესმენის მსგავსად, მცირე საწევრო გადასახადის გადახდით, ირანის სავაჭრო, სამთო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის პალატაში გაწევრიანდეს და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლოს.ალი მოუჯანის განცხადებით, კიდევ ერთი შესაძლებლობაა – შიდარეგიონული თანამშრომლობის საფუძვლების შექმნა და ირანის მეზობელი ბაზრების გახსნა ერაყსა და ავღანეთში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისთვის.„ამ მხრივ, „ირანის ბაზრის სავაჭრო ქსელის“ ძალისხმევით შედგა მიმოწერა ირანის ორი მეზობელი ქვეყნის სავაჭრო პალატას (78 მილიონი მოსახლეობით) და საქართველოს სავაჭრო ქსელს შორის. ქალაქ მაშჰადის სავაჭრო პალატამ ირანში, მეზობელ ქვეყნებში, პაკისტანსა და ავღანეთში, ასევე თავრიზის, ჰამადანის, ქერმანშაჰის სავაჭრო პალატებმა, ქურთისტანის რეგიონისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებში, მიიღეს შესაბამისი ინსტრუქციები სავაჭრო პარტნიორებთან კონსულტაციების გაწევისათვის. მსურს, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე პუნქტს „ირანული ბაზრის ქსელთან“ დაკავშირებით. ეს ქსელი აერთიანებს 95 მილიონ ადამიანს ირანში, 35 მილიონს ავღანეთში, 43 მილიონს ერაყში და 240 მილიონს პაკისტანში, რაც 413 მილიონის მოცულობის უზარმაზარი ბაზარია და  მომგებიანი ბაზრის პერსპექტივას ქმნის. მაგალითისთვის, საელჩო შეეცადა ირანის საბაჟო და სანიტარულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, რათა ერთ-ერთი საზღვარი მუდმივად გახსნილი ყოფილიყო ერაყში კავკასიიდან ცოცხალი საქონლის სწრაფი გადაყვანისთვის და ხელი შეეწყო საკარანტინო ღონისძიებებისთვის, რათა ირანიდან ტრანზიტით ცოცხალი საქონელი დღე-ნახევარში გადასულიყო ერაყში, ხოლო იქიდან სპარსეთის ყურის სამხრეთ ქვეყნებში, სირიაში, იორდანიაში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წონის მინიმალური კლებით, გრძელ და შრომატევად საზღვაო გზასთან შედარებით“, – განაცხადა ალი მოუჯანიმ.ირანის ელჩის თქმით, თეირანის კიდევ ერთი ძალისხმევაა ირანის კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციები კასპიის ზღვის სამხრეთ დერეფნის გასახსნელად. ალი მოუჯანის განცხადებით, ეს მარშრუტი, კლიმატის ცვლილებისა და კასპიის ზღვის დაწევის ფონზე, რამაც შეზღუდა ტვირთების ზღვით გადაადგილება, წარმოადგენს უსაფრთხო ალტერნატივას ტვირთების გადასაზიდად შორეული აღმოსავლეთიდან (ჩინეთი) და ცენტრალური აზიიდან შავ ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, კავკასიისა და თურქეთის გავლით.

ეპისკოპოსი გიორგი – აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა – ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო...

აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება,- ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი სოციალურ ქსელში წერს.მეუფე გიორგის განცხადებით, სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს.„მე როგორც ეპისკოპოსი, ვხედავ დიდ ბოროტებას, რომელიც ადამიანებს სულიერად და მენტალურად ანადგურებს, ოჯახებს ანგრევს და საზოგადოებას მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზარტული თამაშები ბევრისთვის იმედის ნაცვლად სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა.ჩემი ღრმა შეშფოთებაა, რომ ქვეყანაში ამ სფეროს გაფართოებამ და ხელშეწყობამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს ეს უბედურება. სახელმწიფოსა და ეკლესიის მოვალეობაა, დაიცვას ადამიანი და არ შეუწყოს ხელი მის მანკიერ დამოკიდებულებებს, რასაც შედეგად მოყვება დაღუპვა.ჩვენ გვჭირდება არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საზოგადოება, არამედ ჯანმრთელი ოჯახები, დაცული ახალგაზრდობა და ადამიანის ღირსების პატივისცემა. ეს არის არა მხოლოდ სოციალური, არამედ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი პასუხისმგებლობაც.“რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს” (მათე. 16.26.) გიორგი ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის“, - წერს ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირები გაიმართება.

ბოლო სიახლეები