ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025

„მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს…“ – მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:

ზაფხულის მიწურულს, ამინდი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შემოდგომის დასაწყისს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ბოლო წლებში სექტემბერი აგვისტოს მსგავსია. მომდევნო თვის ამინდის ანალიზზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებ, მანამ კი გეტყვით, რომ – მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება, ხვალ და ზეგ მოიღრუბლება დროდადრო და ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი, 21 აგვისტოს კი მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს.

22 აგვისტოდან – ცხელი და მზიანი ამინდი კვლავ დაბრუნდება, თუმცა ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება და მთაშიც თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ. ფერიცვალებას გილოცავთ”,-წერს მეტეოროლოგი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით ოქიტაშვილი-მშვიდობით მეგობარო ეს კადრები დღეიდან უკვე ისტორიაა

,, მშვიდობით მეგობაროეს კადრები დღეიდან უკვე ისტორიაა ჯანსულ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნა მახსოვს ძაან განიცდიდა ავადმყოფობას და მედა თაკომ ძლივს… მეტის ჩვენებაჯანსულ და მამუკა ჩარკვიანების ვარსკვლავის გახსნა მახსოვს ძაან განიცდიდა ავადმყოფობას და მედა თაკომ ძლივს…მეტის ჩვენება''-წერს დავით ოქიტაშვილი.

ჯეი დი ვენსი – ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს მათი კონტინენტია, მათი უსაფრთხოებაა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ევროპულ ქვეყნებს ლომის წილის აღება მოუწევთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფინანსური თვალსაზრისით. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსის“ ეთერში განაცხადა.„არ ვფიქრობ, რომ აქ ტვირთი ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. ვფიქრობ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ, თუ ეს საჭიროა ომისა და მკვლელობის შესაჩერებლად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ – და პრეზიდენტი ნამდვილად ელოდება – რომ ევროპა აქ წამყვან როლს შეასრულებს. პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა: ნახეთ, შეერთებული შტატები მზადაა საუბრისთვის, მაგრამ ჩვენ არ ავიღებთ ვალდებულებებს, ვიდრე არ გავიგებთ, რა იქნება საჭირო ომის შესაჩერებლად. რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამან, ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ. ეს მათი კონტინენტია, ეს მათი უსაფრთხოებაა“, – აღნიშნა ვენსმა.ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ზოგჯერ ლიდერების პირისპირ დასხდომას შეუძლია, გაარღვიოს ის ჩიხი, რისი გაკეთებაც მათ გუნდებს არ ძალუძთ. ვენსის თქმით, ორი საკითხია კვლავ მოსაგვარებელი.„პირველი – უკრაინამ უნდა იცოდეს, რომ მას კვლავ არ შეუტევს რუსეთი. უნდა იცოდეს, რომ მას აქვს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა მომავალში. რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული ნაწილები, რომლის უმეტესი ნაწილი მათ აქვთ ოკუპირებული, მაგრამ ზოგიც არ აქვთ. ასე რომ, ეს მართლაც არის ის ადგილი, სადაც მოლაპარაკებები საჭიროა. უკრაინელებს უნდათ უსაფრთხოების გარანტიები, რუსებს უნდათ ტერიტორიის გარკვეული რაოდენობა“, – განაცხადა ვენსმა.

გარდაიცვალა მამუკა ჩარკვიანი

69 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს.მამუკა ჩარკვიანმა 1972 წელს დაამთავრა თბილისის 61-ე საშუალო სკოლა. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1977-1979 წლებში მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1982-1992 წლებში გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე იყო. 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტად მუშაობდა. 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა.1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე. ასრულებდა საკუთარ სიმღერებს, ძირითადად, მამის – ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსებზე. გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალის, „ლიგის“ პირველი პრემია – ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა – სიმღერისთვის „მწვანე რტოები“ (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის „მაღლა და მაღლა“ (1999), ოქროს დისკი ნომინაცია – „წლის საუკეთესო სიმღერა“ – სიმღერებისთვის: „ჩემი აღარა ხარ“, „გაზაფხული“, „აპრილი“ და „დედის ჯერი“.დაჯილდოებულია მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაციის პრიზით, ჯაზ-ფესტივალის სპეციალური პრიზით სიმღერებისთვის: „ბლუზი“ და „ქალი სანაპიროზე“.2014 წლის 10 მაისს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი.

ლევან ხაბეიშვილი – პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს

პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია!!! – არანაირი მესამე გზა არ არსებობს!!!, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაბეიშვილი წერს, ის უერთდება პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციას.„გავიგეთ, რომ „ბოიკოტში“ ხართ და მერე?! თუ აქცია, პროტესტის ორგანიზებას არ აკეთებ, წინააღმდეგობის გაწევა, მშვიდობიანად, ხალხის ძალით დამხობასაც არ ემხრობი – აბა რა გინდა?! ვინ ხართ თქვენ მართლა?! რა გზას ადგახართ და რეებს „ბოჟიალებთ“?!ეთერებში სხედხართ და აი ეს იქნება, დაველოდოთ, მოხდება, ევროკავშირი იტყვის, ამერიკა იტყვის…გვაშტერებთ?! გვასულელებთ?!ბრძოლის გამოცხადების გეშინიათ, რადგან ორჯერ უფრო გეშინიათ, რომ დავმარცხდებით?! ამ შიშებით გინდათ ოდესმე გაიმარჯვოთ?! არა ძმებო, ასე არ გამოვა!!!! ან ერთი ადგილის თამაშს მოეშვით და ხალხს აჩვენეთ გზა, ბრძოლა ან უბრალოდ დაბრუნდით „არჩევნებში“ და ნუ წვალობთ უაზროდ!თქვენს შიშებს, თქვენს თავს ვერ ერევით და ბიძინას გინდათ მოერიოთ ასე „მიპარვით“, დალოდებით?! 3-ჯერ ტელევიზორში გამოჩნდით და თავი კიტრებად მოგაქვთ.ცოტა მიწაზე გაიარ-გამოიარეთ და 5-10 კაციანი უსაქმურების კლუბიდან გარეთაც გაიხედეთ. მატარებელი დაიძრა უთქვენოდ და ხალხი უბილეთოდ დაგტოვებთ ივანიშვილთან ერთად, ასეთი პირი უჩანს.ორღობის ჭორიკანებად ჩამოყალიბდით – ყურში ჩურჩული, ამან თქვა, იმან თქვა, ამან „დაალაიქა“, იმან „გააზიარა“, ეს იმას შეხვდა, ეს ამას ესაუბრა და არჩევთ ასე, არამკითხე მოამბესავით არასაჭირო, არასაქმიან თემებს და მხოლოდ სხვისი რევიზიით, გამორკვევით ხართ დაკავებულნი.დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება მწიფდება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს!!!პაატა ბურჭულაძე, რუსთაველის გამზირი – 4 ოქტომბერს გამარჯვების დღედ აცხადებს და მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე მზად ვარ, ვიყო ამ საქმის ერთი, რიგითი მოსამსახურე. ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!“,- წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ზაქარია წიკლაური-ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს… მახსოვს, როგორ გაჩნდა მაშინდელ სიბნელეში იმედის ნაპერწკალი. აზვირთდა და დიდ პროტესტად იქცა, მიშას რეჟიმის წინააღმდეგ! ლევან გაჩეჩილაძემ შეძლო...

,,ქვეყანა ტოტალურ ჩაგვრას და შიშს ჰქონდა მოცული, მაშინდელი ხელისუფლების მიერ! ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს… მახსოვს, როგორ გაჩნდა მაშინდელ სიბნელეში იმედის ნაპერწკალი. აზვირთდა და დიდ პროტესტად იქცა, მიშას რეჟიმის წინააღმდეგ! ლევან გაჩეჩილაძემ შეძლო რეჟიმის რყევა და ხალხისთვის მომავლის იმედის გაჩენა. “მიშა მოვდივარ… “ საუკუნოდ დარჩება ლევანის ეს ცნობილი გამონათქვამი თანამედროვე ქართულ ისტორიაში. პირადად რამდენიმე თვის წინ გავიცანი. ავად იყო, მაგრამ ბევრი ვისაუბრეთ იმ წარსულზე, რაც გადავიტანეთ. საინტერესო იყო მისი შეფასება იმ პროცესებზე და ოცნებებზე, რაც მას მაშინ ძალას და ბრძოლის ჟინს აძლევდა. მადლობა ბატონო ლევან''-წერს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური.

ბოლო სიახლეები