კვირა, აგვისტო 23, 2026

“მთელი ქალაქი ტირის …”- ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

ცნობილი ლანჩხუთელი ჟურნალისტი ქეთევან ნაკაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გურია თუდეი“ ავრცელებს.

მის სახელს უკავშირდება მუნიციპალიტეტში თავისუფალი მედიის დაარსება – 1995 წელს ოჯახის წევრებთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ლანჩხუთი პლუსი“, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის მანძილზე რედაქტორობდა.

„ქალბატონი ქეთევანი იყო უძლიერესი ჟურნალისტი და სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.

მისი მახვილი კალამი ათწეულების მანძილზე დადებით გავლენას ახდენდა მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე.

ქეთევან ნაკაშიძის სტატიები იყო უაღრესად მწვავე, თუმცა ყოველთვის – ობიექტური და სამართლიანი, მუდამ იცავდა ეთიკის მაღალ სტანდარტს. ათეულობით ახალგაზრდას გაუკაფა გზა ჟურნალისტიკაში“,- წერს გამოცემა ქეთევან ნაკაშიძის შესახებ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – არიან დაშავებულები

იაპონიაში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ძლიერი ბიძგები და ათობით ადამიანის დაშავება გამოიწვია. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს (JMA) ცნობით, მიწისძვრა იბარაკის პრეფექტურის სამხრეთით, ტოკიოს მახლობლად, დაახლოებით 68 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.იაპონიის ხანძარსაწინააღმდეგო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმე მდგომარეობაშია. საიტამას პრეფექტურაში ასევე დაზიანდა ერთი შენობა.მიწისძვრის შედეგად, ტოკიოში ზოგიერთი რეგიონალური სარკინიგზო მომსახურება შეფერხდა.

ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ-რას გვეუბნება ძველი გადმოცემა

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს აცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას.მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს – თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ)  და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.ქინქლაძემ ატაცში 118 კგ დაძლია, აკვრაში 148 კგ, ორჭიდის ჯამში 266 კგ მოაგროვა, სამი ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.შოთა კაკაბაძე ატაცში ქინქლაძეს ერთი კოლოგრამით ჩამორჩა,  117 კგ დაძლია, აკვრაში 143-კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 260 კილოგრამით სამი ვერცხლი მედალი მოიპოვა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

გურამ მაჭარაშვილი – დავით საყვარელიძემ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბატონმა საყვარელიძემ პრაქტიკულად აღიარა ყველა ის ბრალდება, რაზეც წლებია, ვსაუბრობთ „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომ მაშინდელი ხელისუფლება იყო აყოლილი პროვოკაციას, არ ჰქონდათ გეგმა, დაემორჩილნენ იმ პროვოკაციას, რაც წამოვიდა უცხოური ძალების, რუსეთის მხრიდან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, დავით საყვარელიძემ აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ „სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი“.„საუბრობდნენ, რომ მათ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჰქონდათ და აღმოჩნდა, თურმე მეორე დღეს გაიგეს, რომ რუსეთი არ დაუთმობდა არავის იმ ტერიტორიას, რომელზეც სააკაშვილმა შეიყვანა სამხედრო ძალები. საყვარელიძემ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სასწორზე შეაგდო საქართველოს ბედი და თქვა კიდეც, ნახევარი ნაბიჯი გვაკლდა, რომ დავკარგავდით სახელმწიფოებრიობასო. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენც, სხვაზე კი არაფერზე – სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას და ქართულ იდენტობას რომ დაკარგავდნენ ამ პროვოკაციაზე და ასეთ ავანტიურაზე აყოლით, რომ არ ადარდებდათ საქართველოს ბედი. ამ დროს ტელევიზიებიც სხვა რამეს აცხადებდნენ. კარგად გვახსოვს მეორე, მესამე დღეს, რომ ჩვენ დავიკავეთ რაღაც ერთი მთა, მეორე მთა, ვიმარჯვებთ და ა.შ. როგორც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაზე საუბრობენ. უკვე მეხუთე წელია, ამბობენ, იმარჯვებს უკრაინა და რუსეთი მარცხდებაო. ვხედავთ ჩვენ, რა სამწუხარო მდგომარეობაც არის უკრაინაში. და აქ მეორე, თუ მესამე დღეს აზეიმეს რუსთაველზე გამარჯვება, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ. ეს ყველაფერი პრაქტიკულად დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა საყვარელიძემ. ამაზე ჩვენ, წლებია, ვსაუბრობთ, კომისიაზე დავადგინეთ, რომ, პირდაპირი გაგებით, ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო გადადგმული ნაბიჯები“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.შეგახსენებთ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა: „რუსეთი მაინც მოუმზადებელი იყო 2008 წელს, არ ჰქონდათ საქართველოს დაპყრობის გეგმა ბოლომდე დამუშავებული, ისინიც ქაოტურად მოქმედებდნენ, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები​“.

რომის პაპი – მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი

მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.მისი თქმით, მსფლიოს სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი.„მსოფლიოს არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას დააკნინებს. პირიქით, მას სჭირდება სიბრძნით განათლებული ადამიანური ინტელექტი, სინდისით წარმართული პოლიტიკური ძალაუფლება და ქველმოქმედებით წარმართული ტექნოლოგიური ინოვაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ხელოვნური ინტელექტი არა კაცობრიობის კონკურენტი, არამედ საყოველთაო სიკეთის მსახური“, – აღნიშნა რომის პაპმა.

ბოლო სიახლეები