ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით იყო მისული

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ნიკა გვარამია, გიგი უგულავა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია მესამე დღეა, მიმდინარეობს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი: მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში

საქმე გვაქვს იმ ორმაგ სტანდარტებთან, რაც უკვე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არახალია, - განუცხადა „ქრონიკას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.„მაშინ, როდესაც განიკითხავ ამერიკას შიდა პოლიტიკაში ჩართვის კუთხით, ჩვენ გვახსოვს დღემდე ევროკავშირი როგორ ერევა შიდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა მან.ცნობისთვის, რასაც ევრობიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აკეთებენ, იგივე არ მოსწონთ შეერთებული შტატებისგან. ბრიუსელი ვაშინგტონს შიდა საქმეებში ჩარევის გამო აკრიტიკებს.

მიხეილ სარჯველაძე – მოვუწოდებ ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან აქვს შეხება, სახელმწიფო ვერ შეეგუება მათ არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, გადაცდომებზე რეაგირება მოგვიწევს

მინდა, ხაზგასმით მოვუწოდო ყველას, ვისაც ფსიქოტროპულ მედიკამენტთან შეხება აქვს – სახელმწიფო ვერ შეეგუება ასეთი მედიკამენტების არასწორ, არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.„ყველას მინდა მოვუწოდო, ვთხოვო და იმავდროულად, ყველა მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ნებისმიერი არასწორი, არამართლზომიერი ქმედებისგან. მერწმუნეთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი პასუხის გარეშე“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შედეგად, ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, შესაბამისად, გაიზარდა ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც აღნიშნული მედიკამენტები რეალურად ესაჭიროება. ამასთან, მკაცრად კონტროლდება პრეპარატების გაცემის მართლზომიერება.„მინდა, ვთხოვო ექიმებს, რომლებსაც აქვთ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გამოწერის უფლებამოსილება. არცერთ შემთხვევაში გადაცდომები არ უნდა იქნეს დაშვებული. გარკვეული გადაცდომები თუ იქნება გამოვლენილი და სამწუხაროდ, შეიძლება ასეთი არსებობდეს, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს რეაგირება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე – გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია

გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.სარჯველაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი გრიპის სეზონს მომზადებული შეხვდა.ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.„არაფერი უცნაური იმაში არ არის, რომ ზამთრის სეზონზე გრიპის გავრცელების მაჩვენებელი მატულობს. ეს ბუნებრივი პროცესია. მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ წინა წლებთან შედარებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ყველა მაჩვენებელი ნორმაშია. ის, რომ ზამთარში მოსალოდნელია გრიპის მაჩვენებლის გაზრდა, ეს ნორმალურია. ვაკვირდებით მონაცემებს, რასაც სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს ვადარებთ. ეს ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, გამოწვევას გაუძლოს. ამავდროულად, ყველას მოვუწოდებ, სტანდარტული ჰიგიენური ნორმები დაიცვან და აიცრან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გია ვოლსკი – ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ იდეა არ იცვლება, სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება

სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ქარტიამ ვერ იმუშავა, მიზეზი კი თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობა იყო.„რამდენიმე მცდელობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაეყენებინათ ოპოზიციის გამაერთიანებლად. მოხდა ისე, რომ ადამიანები, რომლებიც მას ბილწი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდნენ, მივიდნენ და ხელი მოუწერეს იმ ქარტიაზე, რომელიც მის ლიდერობას აღიარებდა. იგი დაასახელებდა მთავრობას, დროებითი მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, გაშლიდა ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ მოაქცევდა ყველას, ვისაც სწრაფვა ევროპისკენ ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ქარტია მოიგონეს, ყველამ ხელი მოაწერა, მაგრამ გაერთიანება ვერ შეძლეს, რადგან თაღლითობა და პოლიტიკური უნიათობაა. სალომე ზურაბიშვილისგან ის ფრინველი ვერ შეიქმნა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი მისი“.ოპოზიციას, შეიძლება, გაერთიანების პერსპექტივა აქვს, მაგრამ, გაერთიანების მიუხედავად, იდეა არ იცვლება. სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ იმიტომ მოიგონეს, რომ იციან, სააკაშვილი გარკვეულ წრეში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული არ არის, სისხლი აქვს ხელებზე. უნდათ, რომ ისეთი ადამიანი შემოიყვანონ, როგორიც სალომე ზურაბიშვილია, ასევე პაატა ბურჭულაძე, რომლებიც თითქოსდა მსოფლიოში ცნობილები არიან. ადამიანი პრეზიდენტის დროშით დადის და ამბობს, რომ პრეზიდენტია, ეს რაღაც გარკვეულ ფსიქოლოგიურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. ვერ იქნება ლიდერი და ლიდერი რომც იყოს, ვერ განახორციელებს ვერაფერ ახალს, გარდა იმ რევოლუციური გეგმის პროპაგანდისა, რომელიც საქართველოს დანგრევას უპირებს. როგორ წარმოუდგენიათ, ვინ შეიძლება ამის გამაერთიანებელი იყოს, ზოდელავა და ბურჭულაძე, თუ ბურჭულაძე ცალკე, სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, თინა ბოკუჩავა, თუ ვინ? რომელი შეიძლება, განიხილებოდეს გამაერთიანებელ ფაქტორად? ყველა ერთია, ნებისმიერი ადამიანი სათავეში ჩაუყენე, გეგმა არ იცვლება. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ასე რომ, რეალობაში სალომე ზურაბიშვილის კარტიც უკვე გათამაშდა და ვფიქრობ, ამას თავადვე ხვდება, არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, ყოველდღე იძახოს, რომ საქართველოში ისაა პრეზიდენტი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და ,,მერკოსურის” ქვეყნებს შორის გაფორმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება შეჩერდა

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, ევროკავშირსა და ,,მერკოსურის” ქვეყნებს შორის გაფორმებული ისტორიული სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს სასამართლოს გადაეგზავნება. შესაბამის წინადადებას ევროდეპუტატებმა დღეს გამართულ კენჭისყრაზე დაუჭირეს მხარი. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი ევროკავშირის სასამართლოს სთხოვს, გადაამოწმოს, შეესაბამება თუ არა შეთანხმების ცალკეული ნაწილები ევროკავშირის ხელშეკრულებებს. მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს  შეთანხმებაში ჩადებული მექანიზმი, რომელიც ბრაზილიას, არგენტინას, პარაგვაისა და ურუგვაის მისცემს შესაძლებლობას, გაასაჩივრონ ევროკავშირის კანონმდებლობა, თუ ის საფრთხეს შეუქმნის შეთანხმებით მინიჭებულ ბაზარზე წვდომას. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეიძლება, მომავალში მდგრადობისა და გარემოს დაცვის წესებსაც შეეხოს. სასამართლოს შესაძლოა, ერთ წელზე მეტი დასჭირდეს დასკვნის გამოსატანად და შესაძლოა, შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას გახდეს საჭირო. ამ დროის განმავლობაში რატიფიკაციის პროცესი შეჩერდება. მიუხედავად ამისა ევროპარლამენტარები შიშობენ, რომ ევროკომისიამ შესაძლოა მაინც სცადოს შეთანხმების დროებითი ამოქმედება. ევროპარლამენტში კენჭისყრა გაიმართა სტრასბურგში ფერმერების მწვავე პროტესტის ფონზე.

ბოლო სიახლეები