ხუთშაბათი, ოქტომბერი 17, 2024

მზექალა შანიძე: საქართველო ძალიან რთულ ეტაპს გადის – უნდა გვეყოს წინდახედულება და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი

“ამჟამად[საქართველო] ძალიან რთულ ეტაპს გადის და უნდა გვეყოს წინდახედულება და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი“ — ამის შესახებ აკადემიკოსმა, ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ Movement-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად სიბერისა, გონება არ დამიკარგავს და ამიტომ მაწუხებს და მაღელვებს დღევანდელი მდგომარეობა. არ არის სტაბილური. ჩვენმა ისტორიულმა წარსულმა ჩვენ ევროპას საკმაოდ ჩამოგვაშორა. იზოლაციაში იყო საქართველო და სულხან-საბას მოგზაურობა ევროპაში სურვილი იყო შველის, საშველის პოვნისა. ჩვენ ძალიან დავზარალდით იმით, რომ ევროპასთან მჭიდრო კავშირი არ გვქონდა…საბჭოთა დროის არჩევნები – როდესაც 1 კაცი იყო ასარჩევი. აირჩევდი თუ არ აირჩევდი, ამას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. ბოლოს ხალხი ისე იყო მიჩვეული ამას, რომ ხალხი აღარ დადიოდა არჩევნებზე და იმ საარჩევნო უბნებში, რომ დამთავრდებოდა ვადა, აიღებდნენ ამ ბიულეტინებს და ერთიანად ჩაყრიდნენ ხოლმე. იყო ასეთი დრო. ამ არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მთავარია, ადამიანმა იგრძნოს, რომ ის არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე და უნდა მიიღოს მონაწილეობა ასეთ გადამწყვეტ საქმეში თვითონ, რომ მას აკისრია როგორც მოქალაქეობრივი, ისე პირადი პასუხისმგებლობა ამაზე. თორემ ახლა თოკს ვერ მიაბამ ვერავის და თოკით ვერ წაიყვან არჩევნებზე. ამჟამად[საქართველო] ძალიან რთულ ეტაპს გადის და უნდა გვეყოს წინდახედულება და ჭკუა, რომ უვნებლად გავიაროთ ეს მძიმე ეტაპი“ — თქვა ენათმეცნიერმა მზექალა შანიძემ Movement-თან ინტერვიუში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამარ ჩიბურდანიძე დასავლელ პარტნიორებზე: ისინი წერენ სცენარს, ისინი გეგმავენ ყველაფერს და წინასწარ აგუებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევნები იქნება გაყალბებული

ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, დასავლეთი კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორობისთვის იბრძვის. „რადიკალური ოპოზიცია თავად არ წყვეტს რა უნდა გააკეთოს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. მათ ბედს განაგებს უცხოეთში არსებული გარკვეული პოლიტიკოსების წრე. ვფიქრობ, დასავლეთიდან რადიკალურ ოპოზიციას უკან დასახევ გზას მოუჭრიან. წარმომიდგენია, როგორ აქვთ იარაღი შუბლზე მიდებული, რომ არ გაბედონ პარლამენტში შესვლა ან ბოიკოტზე უარის თქმა. ეს არჩევნები ისტორიულია. 26 ოქტომბრის არჩევნები მარტო საქართველოს ბედს არ წყვეტს, ამ დღეს გადაწყდება დასავლეთის ბედი, ანუ დასავლეთის პოლიტიკური მომავალი საქართველოში. უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელით მათ კავკასიაში - იქნებიან დომინანტები, ერთპიროვნული მმართველები თუ პარტნიორები. დასავლეთი იბრძვის იმისთვის, რომ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში იყვნენ ერთპიროვნული ე.წ. პარტნიორები. ჩვენ თანაბარი პარტნიორობა გვსურს სხვა ქვეყნებთანაც, დასავლეთი კი საქართველოს ბოლომდე დამორჩილებისთვის იბრძვის. ეს არჩევნები იქნება ბოლო წერტილი - ან წააგებენ და დარჩებიან პარტნიორებად და არა მბრძანებლებად, ან დაკარგავენ საქართველოს. იქიდან გამომდინარე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები დასავლეთის ბოლო შანსია ბუნებრივია, შეცდებიან, რადიკალური ოპოზიცია ბოლომდე მართონ. თუმცა, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მეეჭვება ამ ოპოზიციის დასავლეთისადმი სრული ერთგულების. ზოგადად მონამ ერთგულება არ იცის. ერთგულება იცის, მხოლოდ მოაზროვნე და ღირსეულმა ადამიანმა,“ - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ...

ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის. ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება. მე თვითონ არასდროს მქონია ფული და, რა თქმა უნდა, მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული. შესაბამისად, შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ, რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

რატი იონათამიშვილი – სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს

სადაც სააკაშვილი და კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, იქ კრიმინალური დანაშაულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულია რეკეტი, კორუფცია და ყველა მძიმე, ორგანიზებული დანაშაულები. „რა თქმა უნდა, ეს საქართველოში მათგან არავის უკვირს, მაგრამ თუ უკრაინაში განსხვავებული მოსაზრება იყო, ისინიც მიხვდებიან, სინამდვილეში რაშია საქმე. სააკაშვილთან და კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მეგობრობა ტოტალურ კრიმინალთან და ძალადობასთან მეგობრობას ნიშნავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მატილდა გვარლიანის ფოტოს Victoria’s Secret-ის ანგელოზებს შორის ყველაზე მეტი მოწონება აქვს

სულ ცოტა ხნის წინ Victoria’s Secret-ის „ფანგვერდზე“ , „ანგელოზების“ ფოტოები გავრცელდა. ცხადია, მათ შორის არის მატილდა გვარლიანი, რომელიც პირველი ქართველი მოდელი გახდა Victoria’s Secret-ის ჩვენებაზე. მატილდას ფოტოს სხვა მოდელებთან შედარებით მეტი მოწონება, უამრავი გაზიარება და კომენტარი აქვს დაგროვებული და რაოდენობა ყოველ წუთს იმატებს. ამ დროისთვის მატილდას ფოტო 67 000-ზე მეტი მოწონებით უპირობო ლიდერია.

გია ხუხაშვილი: პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, პრეზიდენტს შესთავაზებენ პრემიერის პორტფელს

ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა. „რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ჩემი აზრით, თუ ამ მთავრობის მთავარი ამოცანა არის ევროკავშირისკენ შემობრუნება, ვინ შეასრულებს ამ ამოცანას საუკეთესოდ? რა თქმა უნდა, პრეზიდენტი იმიტომ, რომ მას აქვს ყველა ის კომუნიკაცია, ბოლო ვიზიტიც რომ ავიღოთ, ყველა უმაღლეს თანამდებობის პირებთან აქვს პირადი ურთიერთობები. ამ ამოცანას ყველაზე ეფექტურად პირადად სალომე ზურაბიშვილი შეასრულებს. ამ ეტაპზე მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მომხრე არ ვარ, მაგრამ პოლიტიკური განაცხადი უნდა გაკეთდეს, რომ არჩევნების შემდეგ პარტიები, პირველ რიგში, მას შესთავაზებენ ამ პორტფელს და პრეზიდენტმა უნდა თქვას ამ ეტაპზე, რომ ის იფიქრებდა ამ შემოთავაზებაზე. ადამიანებში უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ის არჩევნების შემდეგ ამაზე დათანხმდება. მაგრამ, 26 ოქტომბერს ჩვენ გვჭირდება, რომ ის იყოს პრეზიდენტი. მე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე ამ ყველაფერზე, იცის ჩემი მოსაზრება და საჯაროდაც ხშირად მითქვამს ეს. მას ამაზე თანხმობა არ განუცხადებია, თუმცა, დამრჩა განცდა, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება ამაზე იფიქროს“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ბოლო სიახლეები