მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მოხმარება ფიბროზის განვითარებას უწყობს ხელს. ამის შესახებ ინფორმაცია Medicalxpress -ი ავრელებს.
გრანადის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მზესუმზირის ზეთის ხანგრძლივად მოხმარება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების გაჩენას უწყობს ხელს
სპეციალისტებმა ვირთხებზე სხვადასხვა კომპლექსური ანალიზი ჩაატარეს, რომლითაც აკვირდებოდნენ მათ ღვიძლზე მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთის გავლენას.
საბოლოოდ კი დადგინდა, რომ იმ ვირთხებს, რომლებსაც ზეითუნის ზეთს ახმარდნენ, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ჰქონდათ ღვიძლი, ვიდრე “მზესუმზირის ზეთის ჯგუფში” მყოფ ვირთხებს.