პარასკევი, ივნისი 27, 2025

“მე შენ მიყვარხარ” – რა ფოტოებს აქვეყნებს ნიცა თავაძე ხვიჩას ვიდეორგოლის გამოქვეყნების შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ.

„ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია…

ნახვამდის, დიეგო! ნახვამდის, „ნაპოლი““, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

ნიცამ საყვარელი ქალაქის ულამაზესი ხედის კადრები გამოაქვეყნა და ნაპოლის ასე დაემშვიდობა: “მე შენ მიყვარხარ”, – დაწერა მან. წყვილი პატარა დამიანესთან ერთად უკვე საფრანგეთშია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, 2028 წლისთვის 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე, გვინდა, შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, ასევე გვაქვს ამბიციური მიზანი, საშუალო ხელფასმა მიაღწიოს...

2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, მაქსიმუმ, 4%-მდე შემცირდეს უმუშევრობის დონე ჩვენს ქვეყანაში. ამისთვის გვინდა, შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ტემპის მიხედვით, რაც აქვს აღებული ხელისუფლებას, სავსებით რეალურია ოთხი წლის თავზე დამატებით 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა ქვეყანაში.„ასევე ეკონომიკური ზრდა აისახა მოსახლეობის საშუალო ხელფასის ზრდაზე. 2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 170 ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა თავის დროზე 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. აქაც გვაქვს ამბიციური მიზანი 2028 წლისთვის. გვინდა, რომ საშუალო ხელფასმა მიაღწიოს 3 500 ლარს. არსებული ტემპების გათვალისწინებით, ეს არის სავსებით რეალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – მთავრობის თითოეული ნაბიჯი ემსახურებოდა ეროვნული ინტერესების დაცვას, აზრი არ აქვს მშვიდობის გარეშე არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვაზე, კულტურასა და სპორტზე ზრუნვას

მთლიანობაში, თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა საქართველოს მთავრობის მხრიდან, ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას. ყველას კარგად გვესმის, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.ირაკლი კობახიძის თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე აზრი არ აქვს არც ეკონომიკის განვითარებას, არც ჯანდაცვის მიმართულებაზე, არც კულტურასა და სპორტზე ზრუნვას.„მთავარია მშვიდობა და სტაბილურობა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაკეთდა ყველაფერი იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და სტაბილურობა და იმისთვის, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ეროვნული სუვერენიტეტი. მინდა, ამისთვის თითოეულ თქვენგანს გადაგიხადოთ მადლობა. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის ჩართულობისა და გადაწყვეტილებების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას

ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში და ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას.„ეკონომიკური ზრდის მაღალმა ტემპმა, კარგმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი ხარისხი და ამაზეც მეტყველებს კონკრეტული მაჩვენებლები. 2024 წლიდან საშუალო წლიური ინფლაცია იყო 1.1 %, ბიუჯეტის დეფიციტი – 1.9%, ესეც დადგენილი ზღვრის ფარგლებშია, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი – 4.4%, მთავრობის ვალი -36.1%, აქაც გვაქვს მონაცემები დადგენილი ზღვრის ფარგლებში. 2020 წელს ჩვენმა ვალმა გადააჭარბა 60%-ს და ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ აღნიშნული მაჩვენებლის 36%- მდე შემცირება, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია.საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთაშორისო ინდექსებში – ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სწორი ფისკალური მონაცემების შენარჩუნებას. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სტაბილურად ლარის კურსს, იყო შემცირების ტენდენციებიც ბოლო პერიოდში, მეტიც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეროვნული ბანკი ახერხებდა რეზერვების შევსებას, რამდენიმე ასეული მილიონით შეივსო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები.ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მოვამზადეთ „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-27 წლებისთვის“, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფილი იქნება როგორც ამ პროგრამის შესრულება, ისე ყველა იმ დასახული გეგმის შესრულება, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სასამართლომ გივი თარგამაძე შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

გივი თარგამაძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი თვით პატიმრობა შეუფარდა, ასევე აუკრძალა  ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.სასამართლო სხდომას თარგამაძე არ ესწრებოდა.პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე იყო  3 აპრილს დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.თბილისის საქალაქო სასამართლომ მას  საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით ლარიანი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

The Daily Mail: გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის MI-6-ის მომავალი მეთაურის, ბლეიზ მეტრეველის ბაბუა ნაცისტების თანამზრახველი იყო ჩერნიგოვიდან, მეტსახელად „ჯალათი“. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, მისმა ჟურნალისტებმა გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის არქივში შენახული დოკუმენტები შეისწავლეს.შესწავლილი მასალებით ირკვევა, რომ მეტრეველის ბაბუას კონსტანტინე დობროვოლსკი ერქვა. დობროვოლსკი 1906 წელს ჩერნიგოვის გუბერნიის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. სტატიის თანახმად, მას გერმანული და პოლონური ფესვები ჰქონდა, ხოლო დედა უკრაინელი იყო.1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის ყალბი დოკუმენტებით მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც 1926 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. 1937 წელს ის დნეპროპეტროვსკში გადავიდა. რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო.დობროვოლსკი ჯერ წითელი არმიის რიგებში ჩაეწერა, ხოლო 1941 წლის 4 აგვისტოს გერმანელების მხარეს გადავიდა. 1943 წელს, გერმანელებისგან ჩერნიგოვის გათავისუფლებამდე კონსტანტინე დობროვოლსკიმ მეთაურობას მისი შვილის, ასევე კონსტანტინე დობროვოლსკისა და მეუღლის, ბარბარეს გაყვანა სთხოვა.ამის შემდეგ კონსტანტინე დობროვოლსკის უფროსის კვალი იკარგება. თუმცა, როგორც სტატიაშია აღნიშნული, დობროვოლსკის სახელი სსრკ-ს მიერ 1969 წელს გამოქვეყნებულ მტრების სიაში ეწერა.გამოცემის მტკიცებით, დობროვოლსკის შვილი და მეუღლე ბარბარე დიდ ბრიტანეთში აღმოჩნდნენ. 1947 წელს ბარბარე ქართველზე, დავით მეტრეველზე გათხოვდა. დავითმა კონსტანტინეს მისი გვარი, მეტრეველი მისცა.

ბოლო სიახლეები