კვირა, ივლისი 6, 2025

მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო- ანა ნაცვლიშვილი

“26 ოქტომბრის რუსული სპეც.ოპერაციის შემდეგ, პროდასავლური ფლანგის უდიდეს სისუსტედ მიმაჩნია, რომ არ შეიქმნა მსჯელობის და საერთო გადაწყვეტილებების სტრატეგიულად და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულად  მიღების ფორმატი. ეს ინიციატივა მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნოდა და ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ ეს ფორმატი შექმნილიყო, სადაც ხალხის მიერ 26 ოქტომბერს არჩეული ის პირები ვიქნებოდით წარმოდგენილნი, ვისი ლეგიტიმაციაც არასდროს, არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.

ეს ფორმატი შემდგომ იქნებოდა უფრო ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის პლატფორმა, აქტივისტების, სხვა პოლიტიკური აქტორების, მოქალაქეების ჩართვის და ერთიანი ბრძოლისა რეჟიმის წინააღმდეგ.
ეს არ მოხდა. ვის გამო, რის გამო, არ ვიცი. ძალიან დიდი პრობლემაა ეს.

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ვერ შედგა ერთიანობა. ეს ძალიან ცუდია. მგონია, რომ ზემოთ აღნიშნული ფორმატი რომ შემდგარიყო, მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა- ყველა მიმართულებით.
მე ვერ გავიზიარებ ჩემი თანაგუნდელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებზე და არ ვიქნები ამ გადაწყვეტილების შესრულებაში თანამონაწილე, შესაბამისად, დავტოვე ლელოს პოლიტიკური საბჭო.
ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი ორი ლიდერი საპატიმროშია, მათ უძვირფასესი – თავისუფლება დათმეს ამ ბრძოლაში. რთულია იმის გამოც, რომ ლელოში მყავს უძვირფასესი მეგობრები. მაგრამ ამავე დროს ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და დღეს მხოლოდ დუმილი არ იქნება ჩემგან მართალი საქციელი.

კატეგორიულად არ ვიზიარებ ბრალდებებს იმაზე, რომ ვინმე გაიყიდა და ა.შ. ჩემთვის ძვირფასი ადამიანების ჯგუფს გულწრფელად სჯერა ასე, ჩემგან განსხვავებულად. ძალიან მინდა გთხოვოთ, ჩემს კედელზე მათ მიმართ მსგავსი ბრალდებები არ განავითაროთ.

სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან გავაგრძელებ იმ იდეისთვის მოქმედებას, რომლის გამოც შეიქმნა და შევუერთდი ლელოს, მეტიც- რომლის გამოც 20 წელია ვიბრძვი – დამოუკიდებელი, ევროპული, ძლიერი, სამართლიანი საქართველო.

თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე ამ ისტორიულ გზაგასაყარზე!” – წერს ანა ნაცვლიშვილი “ფეისბუკში”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს

საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში მიმდინარეობს.შეჯიბრება 6 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ფიდე-ს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ტურნირში 46 ქვეყნის 107 სპორტსმენი მონაწილეობს.6 ივლისიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები — ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ მიერ წაყენებულ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს.ცნობისთვის, 4 ივლისს დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ ახალი წინადადების თაობაზე მოლაპრაკებებისთვის მზად არიან. „ჰამასის“ მოკავშირე დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ განაცხადეს, რომ ასევე უჭერენ მხარს მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლები გათავისუფლდებიან.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, მომდვენო კვირაში იყოს მიღწეული.ამჟამად მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო შუამავლების წინადადება, რომელიც ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს. ამასთან, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ღაზის სექტორში მყოფი 22 მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. საპასუხოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.

უჩვეულო მოვლენა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. როგორც მედია წერს, ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით.ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, აქამდე ივლისში თოვლი არასდროს უნახავს.„რიზეში ჩვენ მიჩვეულნი ვართ ამინდის ანომალიურ ცვლილებებს. მარტში რამდენჯერმე გვქონია თოვლი, მაგრამ ასეთი ბევრი არასდროს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ 30-40 წლის წინ უნახავთ ივლისში თოვლი, მაგრამ ასეთი არასდროს“, – აღნიშნავს ადგილობრივი ჟურნალისტი.თოვლმა, სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები.ამავე დროს, ქვეყნის სხვა ნაწილებში ხანძრები გრძელდება. შედეგად, იზმირში ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაფუჭებულმა ელექტროკაბელებმა გამოიწვია. 44 ეჭვმიტანილი დაკავებულია – ძირითადად მუშები და ფერმერები.

ისტორიაში პირველად, გენური თერაპიით 24 წლის ბიჭს სმენა აღუდგინეს

შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტისა და ჩინური სამედიცინო ცენტრების კოლაბორაციის ფარგლებში ახალი კვლევა ჩატარდა, რომელსაც ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა. გაირკვა, რომ გენურ თერაპიას არამარტო ბავშვებში, არამედ თინეიჯერებსა და ზრდასრულებშიც შეუძლია გენეტიკურად თანდაყოლილი სმენის დაქვეითების განკურნება.კვლევას დოქტორი მაოლი დუანი ხელმძღვანელობდა და მისი თქმით, ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც უამრავი ბავშვისა და ახლა უკვე ზრდასრულის ცხოვრებასაც შეცვლის.კვლევა მთავარ აქცენტს იშვიათი ტიპის თანდაყოლილ სმენით დაქვეითებაზე აკეთებდა, რომელსაც OTOF-ის სახელით ცნობილი გენის მუტაცია იწვევს. ეს გენი ცილა ოტოფერლინისგამოყოფას უზრუნველყოფს, რაც ყურიდან ტვინამდე ნეირონული კავშირის დამყარებისთვის აუცილებელია. ამ ცილის გარეშე ადამიანებს სმენა უბრალოდ არ გვექნებოდა.ჯანმრთელი OTOF გენის მისაწოდებლად, მკვლევრებმა სინთეზური ადენო-ასოცირებული ვირუსი გამოიყენეს. ეს ვირუსი მემბრანის გავლით შიდა ყურის ძირითად ნაწილში შეიყვანეს და მიღებული ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. პაციენტების უმეტესობამ სმენის აღდგენის ნიშნები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა.ექვსი თვის პერიოდში, კვლევაში მონაწილე ათივე პაციენტს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ხმის საშუალო დონე, რომელზეც მათ ბგერის გარჩევა შეეძლოთ, 106 დეციბელიდან 52-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სმენის დაქვეითება პრაქტიკულად გაქრა.კვლევის მონაწილეთა ასაკი 1-დან 24 წლამდე მერყეობდა და მათ ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში წარმატებული შედეგები წინა კვლევებშიც დაფიქსირდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ თერაპიით მოზრდილებმაც ისარგებლეს.დუანმა აღნიშნა, რომ ყველაზე საყურადღებო შედეგები ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნებოდა. შვიდი წლის გოგონამ თითქმის სრულად აღიდგინა სმენა და ოთხ თვეში დედასთან უკვე ყოველდღიურად საუბრობდა. დუანის თქმით, გოგონამ დედას უთხრა, რომ თერაპიის შემდეგ წვიმის ხმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა.იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს შეუძლებლად მიიჩნევდა, მკვეთრი გაუმჯობესება უფრო მოზრდილ მონაწილეებშიც დაფიქსირდა.თერაპია ყველა მონაწილემ კარგად გადაიტანა და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. ერთადერთი მსუბუქი რეაქცია ნეიტროფილების დროებითი შემცირება იყო.დუანი და მისი გუნდი პაციენტებზე დაკვირვების გაგრძელებას აპირებენ, რათა თერაპიის გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ OTOF-თან დაკავშირებული სმენის დაქვეითების თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამ კვლევის დამსახურებით, უახლოეს მომავალში მის კლინიკურ გამოყენებასაც უნდა ველოდოთ.

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ბოლო სიახლეები