სამშაბათი, აპრილი 29, 2025

მეწყერს მამა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა – ტრაგედია თურქეთში

თურქეთში, ქალაქ სამსუნში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 35 წლის მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დაიღუპნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე სამსუნ-ორდუს გზატკეცილზე სავაჭრო ცენტრთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტოსამრეცხაოზე ერთი მანქანა იმყოფებოდა, რომელშიც ერთი ოჯახის 4 წევრი იმყოფებოდა.

მაშველებმა მხოლოდ 31 წლის ქალის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს და საავადმყოფოში გადაყვანილი. დაღუპულები არიან 35 წლის მამაკაცი და მისი 5 და 7 წლის ქალიშვილები.

მედიის ცნობით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ უკვე დააკავა ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი და ძებნაშია მეპატრონე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხმაური ჭიათურაში – პოლიციამ პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.„მხოლოდ გვითხრეს, რომ დასაკითხად მიჰყავდათ. ვცადეთ ტელეფონით გადაგვეღო, თუმცა უფლება არ მომცეს“, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.კითხვაზე - რას შეიძლება უკავშირდებოდეს პროტესტის მონაწილეების დაკავება და ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი გუშინ ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებას, მაღაროელი ასე პასუხობს: „გუშინ, მე ჭიათურაში არ ვიმყოფებოდი, გადმოცემით ვიცი, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ. ზუსტად არ ვიცი აქვს თუ არა ამ შეხლა-შემოხლას კავშირი დაკავებებთან“.ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

მაყვალა გონაშვილი – ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა

ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს 2003 წელს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც 2004 წელს მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ დაინიშნა.მისივე თქმით, ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას.„ჩემთვის უპირველესი ახალგაზრდები და მათი რწმენა, სწორი ხედვაა. ახალგაზრდებს როდესაც ვუამბობ ხოლმე იმ უმძიმეს წლებზე, როცა ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლებიღა დატოვა, ისინი მწერალთა კავშირზე ხშირად ამბობენ, მაინც კომუნისტური გადმონაშთი იყოო. ვინაიდან მათ კარგად იციან ექვთიმე თაყაიშვილის ფასი და ღირსება, ვამბობ, რომ მწერალთა კავშირი შეიქმნა 1916 წელს ექვთიმე თაყაიშვილის პროექტით. ექვთიმე ბრძანებდა, რომ საჭიროა, შეიქმნას მწერალთა კავშირი, რათა წინა წარუძღვეს ერსა. 1917 წელს უკვე ეს დამტკიცდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ისეთი დიდი ქართველები, როგორიც იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი და პირველი თავმჯდომარე იყო კოტე მაყაშვილი, გმირი მაყაშვილის მამა. ჯერ ერთი, იმ პერიოდშიც, რასაც ერქვა საშინელი კომუნისტური ეპოქა, ქართველმა მწერლებმა არ დაივიწტყეს მისია, წინ წარუძღვნენ ერს. 2004 წელს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მწერალთა კავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე გადადგა. უკვე კარგად იცოდა, რომ მწერალთა კავშირს ძალიან ცუდი დღეები ელოდა იმის გამო, რომ დაწერა „გიჟი სახურავზე“. ქართველებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ გმირი მოდიოდა. თავმჯდომარედ ამირჩიეს მე, მაშინ მოადგილე ვიყავი. ქართველი მწერლები, ეროვნული მწერლები ტაშით და მართლაც ვარდებით არ დახვდნენ ახალ ხელისუფლებას. მწერალთა კავშირის ისტორიული შენობა 1920 წლიდან მწერლების საკუთრება არის. ზოგჯერ არასწორად ამბობენ, თითქოს შენობა მწერალთა კავშირს გადასცა მისმა პირველმა მფლობელმა სარაჯიშვილმა. სარაჯიშვილის სურვილი იყო, მაგრამ ის გაცილებით ადრე გარდაიცვალა. შენობა ეკუთვნოდა ხოშტარიას და ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და მიხეილ ჯავახიშვილის თხოვნით მან ეს შენობა გადასცა საქართველოს მწერალთა კავშირს. კომუნისტები როცა შემოვიდნენ და აპირებდნენ ამ შენობის შტურმით აღებას, ისევე როგორც აიღეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ისევ ქართველი მწერლობა დახვდათ და იმ დროის ერთ-ერთი იურისტი, სახელად ბარათაშვილი, ასეთ სიტყვებს ამბობს: „ყველა დროის მთავრობას წყევლით მოიხსენიებს საქართველო, თუ ის ქართველ მწერლებს ამ შენობიდან გამოდევნის“. ის, რაც ვერ გაბედეს პირსისხლიანმა კომუნისტებმა, გაბედეს დემოკრატიის ნიღბით მოსულმა ადამიანებმა“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.როგორც კომისიის სხდომაზე მაყვალა გონაშვილმა აღნიშნა, პოლიციამ მწერალთა კავშირის დარბევიდან მეორე დღეს, რკინის ღობე შემოარტყა მწერალთა კავშირს.„მთელმა თბილისმა გაიგო ეს, ისმის ადამიანების საშინელი ხმები. პირველი, რაც მოვიფიქრე, ყვავილების გამყიდველებთან გავიქეცი, ვთხოვე, ძველი, დამჭკნარი ვარდები თუ გაქვთ, მომეცით-მეთქი. მეკითხებიან, რად გინდა ძველი ვარდები და ავუხსენი, ასეთი ამბავი რომ მოხდა. ამ ქალებმა, რომლებიც მხოლოდ ამ ყვავილების გაყიდვით ცხოვრობდნენ, უეცრად მოიტანეს მაკრატლები, ყველამ მოაჭრა თავები ახალთახალ ვარდებს და ეკლების უშველებელი თაიგული გამომატანეს. ასე შემოვღობეთ მწერალთა კავშირი. ეს იყო ჩვენი აქცია და ვთქვი, რომ ვარდების რევოლუციიდან მხოლოდ ეკლებიღა დარჩა“,  – აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.გონაშვილმა ასევე წაიკითხა ჭაბუა ამირეჯიბის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, რომლითაც მხარდაჭერას უცხადებდა.„ჭაბუა ამირეჯიბი უკვე ისე იყო, რომ ვერ მოდიოდა ჩვენთან მიტინგებზე. ამიტომ, ყოველდღე მიგზავნიდა წერილებს, ხელნაწერი მაქვს მისი და ასეთ რამეს მწერდა: „მაყვალა, გენაცვალე, მოგეხსენება, ცხოვრება ბრძოლაა და ქვეყანაზე ცუდი კაცები ჭარბობენ. ეგენი არ გაახარო, შვილო“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

რა გახდა თამუნა მდივანის ვაჟის გარდაცვალების მიზეზი – რას წერს ბიჭის ნათლია

ცნობილ მსახიობს და "ტიკ-ტოკერს", თამუნა მდივანს ვაჟი გარდაეცვალა.გარდაცვლილი ბიჭის ნათლია წერს, რომ გიოს ძილში პირღებინება დაეწყო და გაიგუდა."არ არსებობს ამაზე მეტი ტკივილი რასაც სიკვდილი ჰქვია, არ არსებობს სანუგეშებელი სიტყვა რო მის დედას და მამას უთხრა,მეწვის მთელი სხეული სიმწრისგან გიო მდივანი. მართალია ცუდი ნათლია ვიყავი მაგრამ მისი ნათლია ვიყავი. ვერაფერით ვერ დავიტრაბახებ როგორც ნათლია გარდა იმისა, რო სულ ჩემ შვილებთან ერთად ყველა ჩემ ნათლულებს ვიხსენიებ, უფალს მათთვის წყალობას ვთხოვ გიორგისთვის მეტს ვერაფერს ვაკეთებდი.მე და თამუნა ერთად ვიყავით ორსულად ის გიოზე მე ბუბუზე  ერთი დღე არ გადიოდა უერთმანეთოდ, მერე სულ ერთად ვასეირნებდით ვაკის პარკში , კუსტბაზე,  ერთ პედიატრთად დაგვყავდა,  ერთ მენიუს უდგენდით ერთად ჩამოგვქონდა მათთვის 5 თვის რო იყვნენ შავი ხიზილალა ბაქოდან, კვების ექიმმა მათ მენიუში დაგვინიშნა სასარგებლოაო. ღმერთო  შეხვედრამდე კარგო ბიჭო.ამბობენ ნათლია და ნათლული იმიერში ერთმანეთს ხვდებიანო.როგორც შენი დედიკო გეუბნეოდა  ყველა სახლიდან გასვლისას “ ღვთის მშობელს ებარებოდე”,-წერს ბიჭის ნათლია.

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის დედა საგანგებო განცხადებას ავცრელებს. ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მდგომარეობა დამძიმდა.

S O S ! გუშინ  შუაღამეს დამიკავშირდა სახალხო აპარატის სამსახური. გვიან შესულები იყვნენ ჩემი შვილის, პატიმარ გიორგი ჩიკვაიძის მოსანახულებლად. მისივე სასწრაფო გადაუდებელი ზარის შემდეგ. გიორგის მდგომარეობა დამძიმდა გლდანის მე-18 დაწესებულებაში. ის, რაც მას დამართეს ციხეში 13 მარტს გაურკვეველი კრუნჩხვის სახით, რასაც მოჰყვა მისი ეტლზე მიჯაჭვა... ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა და სხვა ამოუცნობი მიზეზები... ეხლა გართულდა დამატებიათ კანზე განვითარებული ასევე გაურკვეველი სიმპტომებით. ვინც, ცოტა მაინც ჩახედული ხართ მედიცინაში, რას გაგონებთ ეს? ჩემი შვილი რუსმა მთავრობამ ახლა უკვე რუსულ ციხეში მოწამლა. მე, როგორც ექიმს, ამაში უკვე ეჭვი აღარ მეპარება.ვინ მიიღო ამის გადაწყვეტილება - არ ვიცი. ჩემთვის კი ისინი არიან გენპროკურორი გაბიტაშვილი, რომელსაც დაემატა კიდევ მე -18 დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია. კაცთმოძულე ბოროტმომქმედნი ადამიანები ხართ. ჩემს შვილს ციხეში კლავენ. P.s. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელსაც შეგიძლიათ რამის გაკეთება, იმოქმედეთ! რაც შემეხება მე, როგორც მის დედას, სავარაუდოდ ბრძოლის სხვა ფორმებს მივმართავ. უფალი არ მიგვატოვებს, - წერს ეკა წერეთელი. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მსოფლიოში ბოლო დროს ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობა და მხარდაჭერა უცვლელი რჩება

მსოფლიოში ბოლო დროს ბევრი ცვლილება მოხდა, მაგრამ ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთნდობა და მხარდაჭერა უცვლელი რჩება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ საერთაშორისო ორგანიზაცია „ბრიქსის” სამიტზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ კოორდინაცია და თანამშრომლობა „ბრიქსის” ფარგლებში და გააღრმაონ განვითარებადი ქვეყნების ერთიანობა.თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა ვანგ ის უკრაინის კრიზისის ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი მზადაა, უკრაინასთან წინაპირობების გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს და სურს კრიზისის ძირეული მიზეზების მოგვარება.

ბოლო სიახლეები