დომინიკის რესპუბლიკის სოფელ სალინასში მეცნიერებმა უნიკალური მოვლენა დააფიქსირეს: 12-წლამდე ბიჭებს სასქესო ორგანო არ ეზრდებათ. ამასთან, იმ ბიჭებს შორის, რომლებსაც 5-ალფა რედუქტაცესის ფერმენტის დეფიციტი აქვთ, სრულფასოვნად სქესობრივად მწიფდება მხოლოდ ათიდან 7 ბიჭი. ამის შესახებ გამოცემა ScienceAlert-ი წერს.
ახალშობილებს, რომლებსაც კაცის სასქესო ორგანო ფორმირებული არ აქვთ, ხშირად ქალის სახელს არქმევენ და როგორც ქალს ისე ზრდიან. ცხოვრების სტილსა და ქალის სახელს ბევრი სქესობრივი მომწიფების ასაკის, 12-14 წლის მიღწევის შემდეგაც ინარჩუნებს.
ექიმების თქმით, ამ პრობლემის სამედიცინო გზით გადაჭრა, დიაგნოსტიკის მხოლოდ საწყის ეტაპზე შეიძლება. 5-ალფა რედუქტაცესის მკურნალობა რთული პროცესია და ჰორმონალური თერაპიის შედეგი გარანტირებული არ არის. ამასთან, თავად დაავადება გენეტიკურია.