უმნიშვნელო დოზითაც კი იბუპროფენის და სხვა ტკივილგამაყუჩებლები მოციმციმე არითმიის და გულის სხვა დაავადებების რისკს დაახლოებით 20-30%-ით ზრდის. ამის შესახებ მეცნიერების სტატია ჟურნალ BJCP-ში გამოქვეყნდა.
ე.წ არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის იბუპროფენი, დიკლოფენაკი და სხვა წამლები ციკლოქსიგენაზის ფერმენტის მუშაობას აფერხებენ, რომელიც ანთებით რეაქციებზეა პასუხისმგებელი.
ეს ნივთიერებები მიჩვევას არ იწვევს და ტკივილსაც საკმაოდ კარგად აყუჩებს, რის გამოც მათი შეძენა აფთიაქებში ურეცეპტოდ და განუსაზღრელი რაოდენობით არის შესაძლებელი.