შაბათი, აგვისტო 15, 2026

მეცნიერები: ტკივილგამაყუჩებლები გულის დაავადებების რისკს ზრდის

უმნიშვნელო დოზითაც კი იბუპროფენის და სხვა ტკივილგამაყუჩებლები მოციმციმე არითმიის და გულის სხვა დაავადებების რისკს დაახლოებით 20-30%-ით ზრდის. ამის შესახებ მეცნიერების სტატია ჟურნალ BJCP-ში გამოქვეყნდა.

ე.წ არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებლები, მათ შორის იბუპროფენი, დიკლოფენაკი და სხვა წამლები ციკლოქსიგენაზის ფერმენტის მუშაობას აფერხებენ, რომელიც ანთებით რეაქციებზეა პასუხისმგებელი.

ეს ნივთიერებები მიჩვევას არ იწვევს და ტკივილსაც საკმაოდ კარგად აყუჩებს, რის გამოც მათი შეძენა აფთიაქებში ურეცეპტოდ და განუსაზღრელი რაოდენობით არის შესაძლებელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია

ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ (J2, +95 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეოთხედ დაეუფლა. ფინალში მან თანამემამულე ზვიად გოგოჭურს სძლია.ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.დღეს, 15 აგვისტოს კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), ინა ქალდანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

შუა ასაკში ამ სამი ფაქტორის კონტროლმა შესაძლოა დემენცია წლები გადადოს – კვლევა

შუა ასაკში არტერიული წნევის კონტროლი, დიაბეტის თავიდან აცილება და მოწევაზე უარის თქმა შესაძლოა მომავალში დემენციის რისკის შემცირებას და მისი განვითარების რამდენიმე წლით გადავადებას დაეხმაროს. ასეთ დასკვნამდე მკვლევრები ხანგრძლივი კვლევის შედეგად მივიდნენ.კვლევაში 12 409 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას მეცნიერები საშუალოდ 26 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში მონაწილეების საშუალო ასაკი დაახლოებით 56 წელი იყო. მკვლევრებმა სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეისწავლეს: არტერიული წნევა, დიაბეტი და მოწევა.კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც 55 წლის ასაკში არცერთი ეს სამი რისკ-ფაქტორი არ ჰქონდათ, საშუალოდ 30.1 წელი შეეძლოთ დემენციის გარეშე ეცხოვრათ.მათ შორის, ვისაც სამივე ფაქტორი ჰქონდა, ეს პერიოდი საშუალოდ 17.5 წელს შეადგენდა. ანუ ორ ჯგუფს შორის დაახლოებით 13-წლიანი განსხვავება გამოვლინდა.მკვლევრების თქმით, მაღალი წნევა, დიაბეტი და მოწევა სისხლძარღვებს აზიანებს. სისხლძარღვების პრობლემებმა კი შესაძლოა ტვინში სისხლის მიმოქცევაზეც იმოქმედოს და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკი გაზარდოს.რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი?დემენციის პრევენციაზე ზრუნვა მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში არ უნდა დაიწყოს. კვლევა აჩვენებს, რომ შუა ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს მომავალში ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება ჰქონდეს.მნიშვნელოვანია, რომ კვლევა დაკვირვებით ხასიათს ატარებდა და მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ვერ ამტკიცებს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ამ სამი ფაქტორის კონტროლი დემენციას აუცილებლად 13 წლით გადაავადებს. შედეგებზე სხვა ფაქტორებმაც შეიძლება იმოქმედოს, მათ შორის კვებამ, ფიზიკურმა აქტივობამ და ძილმა.კვლევის მთავარი გზავნილი მარტივია: ტვინის ჯანმრთელობაზე ზრუნვა შუა ასაკიდანვე მნიშვნელოვანია. არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის დონის მართვა და მოწევაზე უარის თქმა შესაძლოა მომავალში კოგნიტური ჯანმრთელობის შენარჩუნებას დაეხმაროს.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – რუსოფობიას თვითონ რუსები უწყობენ ხელს საქართველოს 20 პროცენტის ოკუპირებით, პრობლემა არ არის, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მიმართ ბევრი ცუდი...

წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პრობლემას არ წარმოადგენს, მოსახლეობას არ მოსწონდეს ქვეყანა, რომელმაც თავად ამ ხალხს ბევრი ცუდი გაუკეთა.„რუსოფობიას ყველაზე მეტად თვითონ რუსები უწყობენ ხელს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ჩვენს მოსახლეობას არ მოსწონდეს ის ქვეყანა თუ ხალხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული. ტურისტებს ის უფრო აფრთხობს, რომ თბილისის ცენტრში გზა გადათხრილია. უამრავი ცუდი რაღაც შეიძლება იტალიაზე წაიკითხო, თუმცა ამის გამო ფლორენციას ტურისტები არ აკლდება. წესიერი მთავრობა რომ გვყავდეს, მას არ მოუწევდა რაღაცა უაზრო ინიციატივების წამოყენება, რომ თავი გაიმართლოს ტურისტული სეზონის ჩავარდნით.ჩვენს ხელისუფლებას იმდენად კარგი ინფორმაცია აქვს „დიფ სთეთის“ გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომ ალბათ პირდაპირ კონტაქტზე არიან და ყოველდღე ამ ინფორმაციის გაცვლა ხდება. უკეთესი იქნება, თვითონ მოგვიყვნენ, ვინ არის ეს „დიფ სთეითი“, ვინ გასცემს ბრძანებებს. ძალიან საინტერესოა, გავიგოთ, „დიფ სთეითის“ რომელმა წარმომადგენელმა უბრძანა ბარამიძეს, რომ ეს განცხადება გაეკეთებინა, ვინ ჩაუშალა ქართულ სასტუმროებს ტურისტული სეზონი, უბრალოდ გვაცნობონ ჩვენც“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მედია – რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები. შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება. ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში. დედაქალაქში დაახლოებით ერთი საათია გადაუღებლად წვიმს.

ბოლო სიახლეები