შაბათი, მაისი 3, 2025

მექსიკის პრეზიდენტი – ძალიან კარგი დიალოგი მქონდა დონალდ ტრამპთან, აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა განაცხადა, რომ ჰქონდა „ძალიან კარგი“ დიალოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით .

„ეს იყო ძალიან კარგი საუბარი. აშშ-ის მთავრობას და ჩვენ გვსურს უკეთესი შეთანხმებების მიღწევა სავაჭრო საკითხებში. აშშ-ის მთავრობა ძალიან დაინტერესებულია მექსიკასთან დეფიციტის შემცირებით. უკვე დიდი ხანია, ვთავაზობთ გზებს, რომლითაც გვექნება კიდევ უფრო მეტი ვაჭრობა, ვიდრე ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა შაინბაუმმა.

მექსიკის პრეზიდენტის თქმით, საუბრისას მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ განაგრძობენ მუშაობას სავაჭრო ბალანსის გასაუმჯობესებლად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა

სურამში დაკარგული მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა.მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მალე ოჯახთან ერთად იქნება.

საბერძნეთი: საქართველოდან ემიგრაციაში წასული პირი, ჯაშუშობის ბრალდებით, ალექსანდროპოლისში დააკავეს

59 წლის მამაკაცი, რომელიც 29 აპრილს, ჯაშუშობის ბრალდებით, ქალაქ ალექსანდროპოლისში დააკავეს, მისი გადამბირებლის ინსტრუქციებს ასრულებდა. ქართველი ემიგრანტი ბერძენი გამომძიებელი მოსამართლის წინაშე პარასკევს, 2 მაისს წარდგება. გამოძიების მასალებისა და ბერძნული დაზვერვის ოფიცრებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების თანახმად, გადამბირებელმა, დავალებებთან ერთად, მას დეტალური ინსტრუქციები მისცა, თუ როგორ დარჩენილიყო შეუმჩნეველი ალექსანდროპოლისში არსებული ბერძნული და ნატო-ს სამხედრო ბაზების ფოტო და ვიდეო-გადაღებების დროს. მანვე ურჩია სპორტული ტანსაცმლის ჩაცმა და, რადგან 59 წლის იყო, - ხელჯოხის ხმარება ბორცვებზე ასასვლელად (თითქოს, ლაშქრობაზე იყო), რათა სამხედრო ბაზების ფოტოები და ვიდეოები შემაღლებული ადგილებიდან გადაეღო. ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ემიგრანტი ფოკუსირებული იყო სამხედრო მასალებზე, რომლებსაც ალექსანდროპოლისის პორტში მყოფი გემებიდან გადმოტვირთავდნენ ხოლმე და თავად იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ეს მასალები იტვირთებოდა. გადაღებულ მასალას ის, დაშიფრული აპლიკაციის მეშვეობით, უგზავნიდა თავის გადამბირებელს - ასევე ქართველ ემიგრანტს და გამოცდილ მაფიოზს, რომელიც ლიეტუვაში ცხოვრობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, როგორც გამოძიებამ გაარკვია, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა (GRU) უკრაინისთვის განკუთვნილი საომარი მასალების და მათი ტრანსპორტირების საშუალებების აღრიცხვის მიზნით გადაიბირა.რატომ სჭირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას ხმელეთიდან გადაღებები, როცა რუსეთს კოსმოსური თანამგზავრები გააჩნია სადაზვერვო წრეებიდან მიღებული განმარტებით, ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ობიექტის ახლოდან გადაღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ ოპერაციებზე სამხედრო დაზვერვის სამსახურები მუშაობენ. რუსეთი ამას აკეთებს საბრძოლო მასალების და მათი ტრანსპორტირების გზების სრული სურათის მისაღებად, რათა მოპოვებული ფოტო და ვიდეო-მასალა შემდგომში საბოტაჟისთვის გამოიყენოს, როგორც ეს ბულგარეთსა და პოლონეთში მოხდა. გარდა ამისა, სწორედ იმიტომ, რომ ეს ბაზები აშშ-ს მიერ გამოიყენება, ასევე განხორციელდა მათი სატელიტური კარტოგრაფირება. თუმცა, გემები, ხშირად ღამით იტვირთება და გადაზიდვები მაშინ ხორციელდება, როდესაც სატელიტური კავშირი ვერ ხერხდება. ამიტომ, შემდგომი ოპერაციების ოპერატიული დაგეგმვისთვის ხმელეთიდან მონიტორინგი აუცილებელია. საქართველოდან ემიგრირებულ 59 წლის მხატვარზე არჩევანი კონსპირაციული მოსაზრებიდან გამომდინარე შეჩერდა. გარდა ამისა, ჯაშუშობის გამოაშკარავების შემთხვევაში, სპეცსამსახურებთან მისი პირდაპირი კავშირი ვერ დადასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც GRU-ს შუამავალს მასალას გაუგზავნიდა, 59 წლის მიგრანტი ამ მასალას თავის მობილურ ტელეფონში მალევე შლიდა. ამიტომ, ბერძენმა სამართალდამცავებმა მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის მასალები იპოვეს. თუმცა, სპეციალური საშუალებით ადრე გაგზავნილი მასალის აღდგენაც მოახერხეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ საქართველოდან წასულმა მიგრანტმა ჯაშუშური საქმიანობა, სულ მცირე, ექვსი თვის წინ დაიწყო და მოპოვებულ მასალას დამკვეთს გასული წლის შემოდგომიდან უგზავნიდა. დაკავებულმა მამაკაცმა, რომელიც პრორუსულ განწყობებს ღიად გამოხატავდა და რომელთან კონტაქტი მაფიოზმა შუამავალმა დაამყარა, აღიარა, რომ მისი გადაბირება, თავდაპირველად, ფულადი ჯილდოს შეთავაზების გზით მოხდა. ამასთან, მან ეს ნებაყოფლობით გააკეთა და შუამავალს უთხრა, რომ ამას „დედა რუსეთისთვის“ გააკეთებდა, რომლის არმიაშიც ახალგაზრდობაში მსახურობდა და, ამასთან, გარკვეულ პერიოდში ციმბირშიც იმყოფებოდა. რაც შეეხება GRU-ს მიერ დაქირავებული მაფიოზს, რომელიც ასევე ქართველი ემიგრანტია, მის შესახებ მოხდა ლიეტუვას საიდუმლო სამსახურების ინფორმირება და ამჟამად ისიც დაკავებულია. მისი საქმის გამოძიებას ადგილობრივი და ერთობლივი სამსახურები აწარმოებენ. ეს არის რუსული ჯაშუშობის ალბათ ყველაზე სერიოზული შემთხვევა საბერძნეთში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

კარგი ამბავი! – ბათუმში დაკარგული ბავშვი მშობლებთანაა

ბათუმში, 4 წლის ბავშვი, რომელიც მშობლებს ეძებდა უკვე ოჯახთანაა.ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მიაწოდეს.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4,2 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთს საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 15:51 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების ეპიცენტრი 12,55 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

„11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა…“ – პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

პედოფილიაში ბრალდებულის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი - გამოძიებამ დაადგინა, რომ 40 წლის კაცი, რომელიც 13 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, დანაშაულის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული.გაირკვა, რომ 40 წლის კაცს კიდევ 4 მსხვერპლი ჰყავდა. მოზარდები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ. მათგან ყველაზე დიდი 14-ის, ხოლო პატარა 11 წლის არის.არასრულწლოვანებთან კონტაქტისთვის მოძალადე ერთი და იგივე მეთოდს იყენებდა - შექმნილი ჰქონდა "ფეისბუქის" და "ინსტაგრამის" ყალბი პროფილები, მოზარდებს უგზავნიდა პორნოგრაფიულ ვიდეოებს, ესაუბრებოდა სექსუალური შინაარსის საკითხებზე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი, აიძულებდა, შიშველ მდგომარეობაში ფოტოები გადაეღოთ და მისთვის გადაეგზავნათ. უარის შემთხვევაში, ემუქრებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.Facebook-მიმოწერა პედოფილიის გახმაურებულ საქმეზე ახალი მტკიცებულებაა - შინაარსით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლი 11 წლის გოგონა მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.40 წლის მამაკაცი, თებერვალში, თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. ბრალდებულის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლებშიც არასრულწლოვანების ინტიმური შინაარსის მასალები აღმოჩნდა. მოძალადე ბავშვების შიშველ ფოტოებსა და ვიდეოებს ინახავდა.პედოფილიაში მხილებული ახლა საპატიმროშია და სასამართლო განაჩენის მოლოდინშია - დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბოლო სიახლეები