ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზმა თეთრ სახლში, სახელმწიფო ვახშამზე აშშ-ის კოლონიური წარსულის შესახებ წარმოთქმულ ხუმრობაზე საპასუხოდ განაცხადა.
ჩარლზი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის კომენტარს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატების გარეშე ევროპელების უმეტესობა დღეს გერმანულად ისაურებდა.
„მართლაც, ბატონო პრეზიდენტო, ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ შეერთებული შტატების გარეშე ევროპული ქვეყნები გერმანულად ილაპარაკებდნენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენ რომ არა, ფრანგულად ილაპარაკებდით“, – განაცხადა მან.
ამასთან, მეფემ დაამატა, რომ საფრანგეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„რა თქმა უნდა, ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენი ფრანგი ბიძაშვილები“, – განაცხადა მონარქმა.

