სამშაბათი, მაისი 13, 2025

მეუფე შიო: სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ

სადაც არის ჯვარი ქრისტესი, მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ვატარებთ ჯვარს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი!

ძვირფასო და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის დღესასწაული, რომელიც იწოდება – მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გილოცავთ და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღევანდელი დღე უკავშირდება წმინდა მოციქულთასწორ ელენე დედოფალს და მოციქულთასწორ კონსტანტინე დიდს, იმპერატორს, რომლებმაც ქრისტიანებზე დევნის დასასრულის შემდეგ განიზრახეს, მოეძიებინათ ის ჯვარი, რომელზეც ჯვარცმული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე და აღასრულეს კიდეც ეს დიდი საქმე. თქვენ გახსოვთ, რამდენი სასწაული მოხდა მაშინ: აღდგა მკვდარი, რომელსაც შეახეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, შემდეგ ჯვარი საზეიმოდ აღიმართა პატრიარქის მიერ და იმ დღიდან დაწესდა ასეთი შესანიშნავი დღესასწაული. თქვენ ასევე იცით, რომ შემდეგ იმ ადგილას, იერუსალიმში, აშენდა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს აღდგომის დიდებული ტაძარი. აი, ასეთი დღესასწაულია დღეს.

პატიოსან ჯვართან მიახლებისას ასე მივმართავთ მას: „გვაცხოვნენ ჩვენ, უძლეველო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო“. ასევე ვამბობთ: „გიხაროდენ, პატიოსანო ჯვარო, ეკლესიის ზღუდეო, კარო სამოთხისაო, საჭურველო უძლეველო, მორწმუნეთა სასოებაო, სნეულთა მკურნალომკვდათა აღდგინებაო“. წარმოიდგინეთ, როგორი სიტყვებით მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, აი, ისე მივმართავთ და გვეხმარება ეს ძალა პატიოსნისა ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, როდესაც გვიჭირს ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც არის რთული გარემოებები, ჩვენ მას მივმართავთ და ჯვრის ძალა გვიმსუბუქებს ჩვენს ცხოვრებას, მწუხარებანი განქარდება და ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში იკურთხება ჯვრის გამოსახვით, ჯვრის ძალითა და მადლით.

მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, როდესაც მივმართავთ ჯვარს, როგორც ცოცხალს, როდესაც თაყვანს ვცემთ ჯვარს, როგორც ცოცხალ არსებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხესა და ფიცარს ვეთაყვანებით, არამედ – ჯვრის ძალას, ეს არის მნიშვნელოვანი. იმ ძალასა და საიდუმლოებას, რომელიც გამოვლინდა ცხოველსმყოფელი ჯვრის მიერ. აი, ამ ძალას.

რა არის ეს ძალა? რა არის ეს მადლი? ეს არის გამოვლინება ღმერთის თავგანწირული სიყვარულისა, იმ სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შექმნა სამყარო, რომლითაც შექმნა ადამიანი, რომელი სიყვარულითაც იგი განკაცდა, ჯვარს ეცვა, გადაგვარჩინა და გვაცხოვნა ჩვენ. აი, ამ სიყვარულს ვცემთ თაყვანს, როდესაც მას მივმართავთ, როგორც ცოცხალს. ანუ თავგანწირულ სიყვარულს თავად ღმერთისა, ძე ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამებისა. აი, ეს არის ის საიდუმლოება, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, ძვირფასო ძმებო და დებო.

ჩვენ ყველას გვაქვს გულსაკიდი ჯვრები, სხეულზე ვატარებთ ჯვრებს, მაგრამ აუცილებელია, მთავარია, რომ ჩვენს გულში გვქონდეს, ჩვენს გულებში აღიმართოს და გამოისახოს ჯვარი, ჩვენ უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელ გზასაც ჯვარი გვიჩვენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის თავგანწირული სიყვარულის გზა ღმერთისა და მოყვასისადმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ გვეშინია სწორედ ამ თავგანწირვისა, უფრო ხშირად გვეშინია, ვერიდებით და გვავიწყდება, რომ სწორედ ამ თავგანწირულ სიყვარულში არის გზა და ეს თავგანწირული სიყვარულია მიმყვანებელი ყოველგვარი სიკეთისადმი, ბედნიერებისადმი, კეთილდღეობისადმინეტარებისადმისიტკბოებისადმი, ყოველი სიკეთისა და სიხარულისადმი. დღეს გვავიწყდება, რომ როგორც სვიმონ კვირინელმა ზიდა ქრისტეს ჯვარი, ჩვენც, ჩვენი ჯვრის აღებისას, სვიმონ კვირინელის მსგავსად ქრისტეს ჯვარს ვეზიდებით და ეს ჯვარი ხდება სიხარულის მომტანი. წმინდა მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა, რომ „ჯვარი შენი, ცხოვრებისეული, უნდა აქციო ქრისტეს ჯვრად“. მაშინ ის გადაიქცევა დიდ სიხარულად. ჩვენ გვავიწყდება, რომ სადაც არის ჯვარი ქრისტესი, სადაც არის მისი თავგანწირული სიყვარული, იქ არის ყოველგვარი ბედნიერება, სიხარული და გზა ნეტარებისკენ და თავად ნეტარებაც, როგორც ამ მიწიერ, ასევე ზეციურ ცხოვრებაში.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

დღეს, როდესაც მივეახლებით პატიოსან ჯვარს, ვევედროთ მას, შეგვეწიოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გზაზე, რომ დაემკვიდროს ჩვენს გულში, ძალა ჯვრისა დაგვეხმაროს, ამ გზით ვიაროთ, იმიტომ რომ ჩვენ გვსურს, ჩვენ დღეს ვამბობთ ამას, ჩვენ გვინდა, ქრისტეს გზით ვიაროთ, რაც არის ღვთისა და მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარული.

აი, ამაზეა დღევანდელი დღე და ვევედროთ წმინდა ჯვარს საგალობლის დიდებული სიტყვებით: „ჰოი, დიდებულო ღვთაებრივო ძალაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა უფლისაო, ნუ დამიტევებ ჩვენ ცოდვილთა, ამინ“.

დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინიდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“.

აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაია კალასი – დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა

დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ, მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას, საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.კაია კალასის თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორს.„დემოკრატიებს ძლიერი დაცვა სჭირდებათ. მხოლოდ ხელშეკრულებები ვერასდროს უზრუნველყოფს მშვიდობას. საქართველომ ეს 2008 წელს ისწავლა. უკრაინამ ეს 2014 წელს ისწავლა ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ინტერვენციით. ჩვენს ხელთაა პასუხი კითხვაზე, როგორ შევაჩეროთ რუსეთის მიერ დემოკრატიების წინააღმდეგ აგრესიის ისტორიული ციკლი. სიძლიერე არის პასუხი. სიძლიერე აკავებს აგრესორს, სისუსტე ეპატიჟება მათ. უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ნიშნავს ძლიერ უკრაინას. კიევს არ შეუძლია, მიიღოს ბუდაპეშტის მორიგი მემორანდუმი – მხოლოდ სიტყვები არასდროს არის საკმარისი უსაფრთხოების გარანტიებისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების უდიდესი მხარდამჭერები და სწორედ ამიტომ უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უნდა იყოს უკრაინის ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა კალასმა.კაია კალასის თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე.როგორც კალასმა აღნიშნა, რუსეთი სანქციების შემსუბუქებას ითხოვს, რაც იმის დასტურია, რომ სანქციები მუშაობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ამას არ ითხოვდა.კაია კალასმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მედიის როლზე დემოკრატიულ ქვეყნებში და ევროკავშირის მხრიდან თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე.„ღრმად შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთი ქვეყანა ახლა ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ, უცხოური ინტერესების გამტარებლებს უწოდებს. ამის შედეგად სამოქალაქო სივრცე მცირდება და შესაბამისად, მცირდება შესაძლებლობები დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კალასმა.სიტყვით გამოსვლის დასასრულს კაია კალასმა აღნიშნა, რომ დემოკრატიისთვის საჭირო ბრძოლა.„დემოკრატია არასდროს არის მოცემულობა, ის ყოველთვის არის არჩევანი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის ყოველ დღე. ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები ჩვენს დემოკრატიებში“, – განაცხადა კაია კალასმა.

კაია კალასი – რუსეთი ცდილობს, დრო იყიდოს, ისინი მშვიდობით დაინტერესებული არ არიან

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,  კაია კალასის განცხადებით, არ ფიქრობს, რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია უკრაინაში მშვიდობის დამყარებით. ამის შესახებ კაია კალასმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტის დროს მედიასთან საუბრისას აღნიშნა.მისივე თქმით, რუსეთი თამაშობს და დროის მოგებას ცდილობს.„არ ვფიქრობ, რომ ისინი დაინტერესებული არიან მშვიდობით. ისინი კვლავ ბომბავენ უკრაინას. ისინი მშვიდობით დაინტერესებულები რომ იყვნენ, ამის შეჩერებას ახლავე შეძლებდნენ. რუსეთი აშკარად თამაშს თამაშობს და ცდილობს, დრო იყიდოს“, – აღნიშნა კაია კალასმა.გასული კვირის ბოლოს ვლადიმირ პუტინი თურქეთში 15 მაისს რუსეთ-უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის სტამბოლში პუტინს პირადად შეხვდეს.

იორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონია

ქართველი პარაძიუდოისტი გიორგი ქალდანი (-70 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. ასტანაში მიმდინარე შეჯიბრების ფინალში ქალდანმა იაპონელი მეტოქე დაამარცხა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასევე იასპარეზებს საბა ბაღდავაძე. ტურნირი დღეს, 13 მაისს დაიწყო და 15 მაისს დასრულდება.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:J1 კატეგორია (უსინათლოთა შორის):გოგიტა ტერუნაშვილი (-70 კგ)საბა ბაღდავაძე (-81 კგ)მიშიკო შიობრიშვილი (-81 კგ)რამინი ყიფშიძე (-95 კგ)გიორგი ბერიძე (-95 კგ)J2 კატეგორია (მცირემხედველთა შორის):ზურაბ ზურაბიანი (-64 კგ)გიორგი ქალდანი (-70 კგ)ბაჩუკი შელია (-81 კგ)ზვიად გოგოჭური (-95 კგ)ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ)რევაზ ჩიკოიძე (+95 კგ)

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება

საკანონმდებლო ორგანოში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისია შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დროებითი კომისიები აქტიურად იმუშავებენ.„გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტით, გენდერულ საკითხთა საპარლამენტო საბჭო გაუქმდა. ახალი რეგლამენტით, საპარლამენტო საბჭოები, ზოგადად, როგორც ინსტიტუტი, უქმდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული დროებითი კომისიების საკითხი უფრო ადვილი და მოქნილი არის იმ მხრივ, რომ პარლამენტის მხრიდან იყოს გამოყენებული. აქამდე, ფაქტობრივად, დროებითი კომისიის ინსტრუმენტი არ ყოფილა გამოყენებული, გარდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიისა, რომელიც რეგლამენტში ცალკე არის გათვალისწინებული. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ დროებითი კომისიის სახით შეიქმნებოდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას – ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ეკონომიკის განვითარებისთვის ბრძოლა – სოზარ სუბარი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკას მარტივად და პრაგმატულად უნდა შეხედოს.მისი განმარტებით, საქართველომ ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნოს მშვიდობა და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკის განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე იზრუნოს."ძალიან მარტივად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ჩვენ პოლიტიკას. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ყველანაირ ფასად და ვიბრძოლოთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე, საბოლოოდ, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და არა იმაზე, თუ რა განცხადებას გააკეთებს რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ელჩი საქართველოში ან რა რეზოლუციას მიიღებენ ევროპარლამენტში, აშშ-ის კონგრესში თუ რომელიმე ევროპულ პარლამენტში", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბოლო სიახლეები