ორშაბათი, იანვარი 20, 2025

მეუფე შიო მუჯირი – ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა, შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში, – ამის შესახებ  საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

„განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, – ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება.

უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29).

რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე.

როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, – როგორც მოგვითხრობს სახარება, – და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17).

აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება.

„სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, – ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, – როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, – მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან.

ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში“, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება – ნათია თურნავა

"ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ "ტვ იმედთან" ინტერვიუში განაცხადა. თურნავას მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკას ევროპელი ინვესტორები იმედით უყურებენ, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა და ფინანსური სექტორი მედეგია კრიზისების მიმართ. "დიდი იმედით უყურებენ ჩვენს ეკონომიკას გარე ინვესტორები, ევროპელი ინვესტორები. ახლახან მქონდა შეხვედრა ვენაში Raiffeisen Bank-ის ბანკის მოწვევით საკმაოდ დიდი საინვესტიციო ფორუმი იყო, 25-მდე სხვადასხვა საინვესტიციო ფონდი ესწრებოდა და ბევრიც ონლაინ იყო... რატომ არის ეს ინტერესი? იმიტომ რომ სჯერათ, რომ საქართველოს ეკონომიკა, საფინანსო სექტორი არის მედეგი კრიზისების მიმართ. მართლაც, ჩვენ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ყველანაირი უპასუხისმგებლო მოწოდების, მოლოდინების გაუარესების მცდელობის მიმართ და ტურბულენტობა თავისი გზით მიდის, ეკონომიკა მაინც ვითარდება, ფინანსური სექტორი სტაბილურია", - განაცხადა მან. ცნობისთვის, როგორც სებ-ი იტყობინება, ნათია თურნავამ რამდენიმე დღის წინ, ვენაში ინვესტორებთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა "ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფინანსურ სტაბილურობის განმტკიცებასა და დოლარიზაციის შემცირების წარმატებულ პოლიტიკაზე".

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +7 - უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +8 - უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +7 - წვიმა მესტია -2 - უმეტესად მზიანი ფოთი +7 - უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +6 - წვიმა ოზურგეთი +6 - წვიმა ქუთაისი +5 - წვიმა ამბროლაური +3 - თოვლი ახალციხე +1 - თოვლი ბორჯომი -3 - თოვლი ბაკურიანი -6 -თოვლი გორი +2 - უმეტესად ღრუბლიანი ცხინვალი +1 - უმეტესად ღრუბლიანი სტეფანწმინდა -3 - უმეტესად მზიანი გუდაური -7 - მზიანი თელავი +6 -მზიანი რუსთავი +9 - უმეტესად მზიანი თბილისი +6 - უმეტესად მზიანი

მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა – პოლიტიკა, ბულინგი მხოლოდ პატარა ადამიანებისთვისაა

ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, – თქვა რომა რცხილაძემ “პრაიმ ტაიმთან” საუბრისას. მუსიკოსი რომა რცხილაძე გამოეხმაურა მუსიკოსთა ნაწილის იმ განცხადებებს, რომელთა აზრით მუსიკოსებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა საახალწლო კონცერტებში. „ჯანმრთელობის პრობლემების გამო, არა მხოლოდ კონცერტებში, არამედ, საახალწლო გადაღებებშიც ვერ ვიღებ მონაწილეობას. ყველას აზრს და პოზიციას პატივს ვცემ და იმავეს მოვითხოვ. ბულინგი არის მდაბიო ადამიანების, არაფრის გამკეთებელი ადამიანების არასწორი საქციელი. რა მნიშვნელობა აქვს, შენ საით ხარ, ვისი გჯერა და ვისი არ გჯერა. აქ ადამიანობაზე, აქ თავმოყვარეობაზეა საუბარი. კონცერტებზე არ წასვლა, ბულინგი ძალიან პატარა ადამიანებისთვისაა მახასიათებელი საქციელი. მე ვერასდროს გავუგებ და შევურიგდები ამ პოზიციას. ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ ჩემი ნათესავი იყოს, ნათლული იყოს, ძმაკაცი იყოს – თუ ჩემს პოზიციას პატივს არ სცემ, ე.ი. მე არ მცემ პატივს. ამ სიტუაციამ დამანახვა, ვინ ვინ არის. ღვთის წყალობით, ყველაფერი ზემოდან იმართება. მთელი ჩემი ცხოვრება მხარს ვუჭერ იქ, სადაც არის მშვიდობა და სადაც არის წინსვლა. ვინც გაიგებს ჩემს ხმას, მინდა ვუთხრა, რომ მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველამ ეს ბოღმა, პატივი ვცეთ ჩვენს პატრიარქს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ენას. ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, ნუ გავხდებით ყველანი პოლიტიკოსები. მუსიკოსმა აკეთოს მუსიკა, პოლიტიკოსებმა – პოლიტიკა. ყველას ვულოცავ დამდეგს და მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და გაახილონ თვალები. ელემენტარულია, ხომ, უფალმა მოგცა გონება. ვინ, როგორც იქცევა, თვითონ ამჟღავნებს თავის თავს“, – გვითხრა რომა რცხილაძემ.

„ტიკ ტოკი“ ამერიკელ მომხმარებლებს ატყობინებს, რომ დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, აპლიკაცია აშშ-ში ბრუნდება

აშშ-ში „ტიკ ტოკი“ ბრუნდება. როგორც „სიენენი“ წერს, თითქმის 12 საათის შემდეგ, რაც „ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა, აპლიკაცია 170  მილიონი მომხმარებელისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება. „ტიკ ტოკზე“ შესულ ამერიკელ მომხმარებლებს კი ხვდებათ შეტყობინება, რომ ის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევის შედეგად დაბრუნდა. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. მადლობა მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით, „ტიკ ტოკი“ ამერიკაში დაბრუნდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. 19 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ინაუგურაციის შემდეგ გამოსცემს ბრძანებას, რათა გადაავადოს „ტიკ ტოკის“ შესახებ კანონის აღსრულება. განცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის მომხმარებლებისთვის „ტიკ ტოკის“ აპლიკაციასა და ვებგვერდზე წვდომა აღდგა. „ტიკ ტოკის“ მფლობელი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აპლიკაციის გადარჩენის შესახებ ტრამპის დაპირება საშუალებას აძლევს მათ, აღადგინონ აშშ-ის მომხმარებლების წვდომა, მოსალოდნელი აღმასრულებელი ბრძანების ხელმოწერამდეც კი. „ჩვენი სერვისის მომწოდებლებთან შეთანხმებით, „ტიკ ტოკი“ ახორციელებს მომსახურების აღდგენის პროცესს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიაში ასევე მადლობას უხდიან ტრამპს და აცხადებენ, რომ ითანამშრომლებენ ტრამპთან ისეთი გადაწყვეტილების მოსაძებნად, რომ შეძლონ „ტიკ ტოკის“ შენარჩუნება ამერიკაში. „ტიკ ტოკის“ გარდა, გაუქმდა და აღარ იყო ხელმისაწვდომი​ ByteDance-ის სხვა აპლიკაციებიც, მათ შორის, ვიდეოს დამუშავების აპლიკაცია Capcut-ი და სოციალური აპლიკაცია Lemon8. ცნობისთვის, კანონი აპლიკაციის მფლობელ ჩინურ კომპანიას ავალდებულებს, „ტიკ ტოკი“ ან გაყიდოს, ან 19 იანვრიდან დაექვემდებაროს აპლიკაციის აშშ-ში აკრძალვას.

ვიდეო: დაბადებიდან მესამე დღეს ბავშვი გარდაიცვალა… მერე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა…“ – მამა საბა ტყუპისცალ შვილზე

დაბადებიდან მესამე დღეს ბავშვი გარდაიცვალა... მერე გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ ეს ბავშვი არ გარდაცვლილა, - ამის შესახებ დეკანოზი საბა ჭიკაიძე საუბრობს და იხსენებს 1994 წლის თებერვალს, რა დროსაც, ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ვრცლად ↓

ბოლო სიახლეები