ორშაბათი, ივნისი 23, 2025

მეუფე შიო მუჯირი – დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა

დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას, რომელიც ეძღვნება ღირსი ათონელი მამების ხსენებას. დღეს არის ასევე რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულ წმინდანთა ხსენება.

შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას წმინდა ეკლესია აღნიშნავს თავის დაბადების დღეს. სულთმოფენობიდან პირველ კვირას არის ყოველთა წმინდანთა ხსენება, ხოლო დღეს, სულთმოფენობიდან მეორე კვირას, ეკლესია მოგვიწოდებს ღირსი ათონელი მამების თაყვანისცემისკენ, რათა მივბაძოთ მათ რწმენას, ღვთივსულიერ ცხოვრებას, მათ სიწმინდეს.

ეს დღეები დადგენილია ნიშნად იმისა, რომ სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა მოქმედებს ეკლესიაში და წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომელთა ლოცვით, სიწმინდით, მოხსენიებით, ჩვენ ვიღებთ კურთხევას.

დღეს, როდესაც არის ათონელი მამების ხსენება, ჩვენ სახარებიდან გვესმის მოთხრობა, თუ როგორ მოუწოდა უფალმა იესო ქრისტემ თავის პირველ მოწაფეებს, რომლებიც იყვნენ მეთევზეები და როგორ უპასუხეს მათ ამ მოწოდებას. უფალი იესო ქრისტე შეხვდა ძმებს, ანდრიას და სვიმონს, პეტრედ წოდებულს. მათ დაუტევეს, მიატოვეს თავიანთი ბადეები და გაჰყვნენ ქრისტეს, როცა მან უთხრა, რომ ამიერიდან გახდებით ადამიანთა მებადურები (მთ. 4, 19). შემდეგ უფალმა ნახა სხვა ორი ძმა, იაკობი და იოანე, და მოუწოდა მათ თავისკენ. მათაც მიატოვეს თავიანთი ოჯახები, საქმიანობა და შეუდგნენ ქრისტეს (მთ. 4, 21-22).

უფლის ეს მოწოდება ასევე მომართულია ყოველი ჩვენგანისადმი. ეს არის მოწოდება იმ წმინდანებისა, რომლებმაც ყველაფერი მიატოვეს, რათა ქრისტესთან ყოფილიყვნენ. როდესაც სახარებიდან ვკითხულობთ მოციქულებზე, მათ ცხოვრებაზე, ვხედავთ, რომ სულთმოფენობამდე მათში იყო არაერთი სისუსტე. ვხედავთ მათ სისუსტეებს, მათ მერყეობას რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში. ვხედავთ ისეთ თვისებებს, რომლებიც ჩვენც გვახასიათებს, მაგრამ, მათგან განსხვავებით, ამ თვისებების გამო, ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, ვიყოთ ქრისტესთან, ვშორდებით ქრისტეს და ვკარგავთ ამ შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ჩვენი რწმენის ძალა და შინაგანი სიმყარე. მოციქულები კი, მიუხედავად ამისა, მიუხედავად მათი უძლურებისა, ყოველთვის იყვნენ უფალთან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ერთი მთავარი თვისება: დიდი გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, ქრისტესთან ყოფნისა!

ამაზე ამბობენ წმინდა მამები, რომ წმინდანს ცოდვილისგან სწორედ ეს მთავარი თვისება გამოარჩევს – გამბედაობა და სიმტკიცე ქრისტესთან ყოფნისა და ეს თვისება ყველაზე მეტად გვაკლია. ამიტომ, როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, რა გამართლება უნდა მოვუძებნოთ ჩვენს თავს, როდესაც წმინდანებმა მოიხვეჭეს ყველანაირი სათნოება, ჩვენ კი იმდენად ცარიელი ვართ, რომ არცერთზე არ ვზრუნავთ. იმიტომ კი არ ვართ ასე ღარიბნი სათნოებებით და კეთილი საქმეებით, რომ არ შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ არ გვინდა, ნაკლებად გვინდა, ნაკლებად ვიღვწით კეთილი საქმეებისთვის, სათნოებათა მოპოვებისთვის. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ჩვენნაირი ბუნების მქონე ადამიანმა მიაღწია ამ დიდ სიწმინდეს და გაბრწყინდა ამ სათნოებებით.

ჩვენ დღეს ბედნიერნი ვართ, ვმადლობთ უფალს და ვხარობთ, რომ ამ წმინდანთა შორის დიდი სიმრავლეა ქართველი წმინდანებისა, მათ შორის, ათონის მთაზე მოღვაწე დიდი მამებისა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ ეს მთავარი თვისება – გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა, რათა ყოველთვის ვუპასუხოთ უფლის მოწოდებას ფსალმუნის სიტყვებით: „განმზადებულ არს, გული ჩემი შენდამი, ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი“ (ფს. 107, 2)“,- აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა იწინასწარმეტყველა ვანგამ ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაზე

ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ბევრს გაახსენდა მისი საშიში წინასწარმეტყველება, რომელიც 2025 წელს შეეხება, წერს The Mirror.ვანგამ იწინასწარმეტყველა "დიდი ომი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. „როცა სირია დაეცემა — მაშინ დაელოდეთ დიდ ომს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. გაზაფხულზე ომი დაიწყება აღმოსავლეთში და დაიწყება მესამე მსოფლიო ომი. აღმოსავლეთის ომი გაანადგურებს დასავლეთს.“.ვანგას სხვა წინასწარმეტყველებებს შორის 2025 წლისთვის მოიაზრება ადამიანის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, ასევე ტელეპათიის განვითარება, რაც ფუნდამენტურად შეცვლის კომუნიკაციის გზებს.ბევრის აზრით, ვანგამ მართლაც იწინასწარმეტყველა რიგი მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენები. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისი წინასწარმეტყველება იყო აფროამერიკელის გამოჩენა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის პოსტზე — წინასწარმეტყველება, რომელიც მან ბევრად ადრე გააჟღერა, ვიდრე ბარაკ ობამა კენჭისყრაში მონაწილეობას გადაწყვეტდა.

„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება…“ – ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია „ახალ და მძიმე“ წინასწარმეტყველებას ავრცელებს.„ეს შეეხება საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მამა, მლოცველი, ყველას მამას და მშობელს 2026 წელს დავკარგავთ. მას ყველა ვიცნობთ და ამაზე წინა წინასწარმეტყველებებშიც ვსაუბრობდი.რუსეთში - მთავარსარდლის თავდასხმით გარდაცვალებას გავიგებთ აუცილებლად. მეორე მთავარსარდალი - მის გარდაცვალებასაც მალე გავიგებთ და რუსეთში ძალიან დიდი შიდა არეულობის მომსწრენი და მნახველები გავხდებით.რაც შეეხება ამერიკას, გაგიკვირდებათ და მსოფლიოში იქნება მსგავსი საკითხი და თემა, სადაც დონალდ ტრამპი იცვლება - სათავეში სულ სხვა მოდის. რაღაც პერიოდის შემდეგ მასზე, როგორც წინაზე მოხდა თავდასხმა, მსგავსი ვითარების წინაშე აღმოჩნდება. იმედია არ გამართლდება რასაც ვამბობ, მაგრამ სავარაუდოდ, ტრამპს დავკარგავთ...ყველაზე ახალგაზრდა მომღერალი, პოპ ვარსკვლავი, რომელსაც ძალიან ბევრი იცნობთ, დავკარგავთ. ეს იქნება სავარაუდოდ, აკრძალული ნივთიერების ზედოზირება. 25/26 წელს მოხდება.ძალიან ბევრი გარდაცვალების მომსწრეები გავხდებით მთავარ ფიგურებთან დაკავშირებით...“ - ამბობს ეზოტერიკოსი.ვრცლად ↓

ისტორიაში პირველად, საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა

ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე კანოეს სპრინტისა და პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, სერჰი იემელიანოვმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ქართველმა პარასპორტსმენმა KL3 კატეგორიაში 200 მეტრი 39.965 წამში დაფარა და ევროპის ჩემპიონი გახდა.ამ გამარჯვებით საქართველომ პარაკანოეს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.სერჰი იემელიანოვმა საქართველოს პირველი მედალი ცოტა ხნის წინ გამართულ მსოფლიო თასზეც მოუტანა. მან ასევე ისტორიული მედალი პორტუგალიაში გამართულ ევროპის პარაკაიაკის მარათონზე მოიპოვა.

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის განადგურება დაბომბვით შეუძლებელია

ირანში აცხადებენ, რომ ქვეყნის „ბირთვული ცოდნა“ განადგურებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბეჰრუზ კამალვანდიმ განაცხადა.კამალვანდის თქმით, ბირთვულ ინდუსტრიას ირანში ღრმა ფესვები აქვს და ეს ფესვები განადგურებას არ ექვემდებარება.„ჩვენ ზიანი მივიღეთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინდუსტრია დაზარალდა“, – აღნიშნა კამალვანდიმ.ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეყრდნობა ბირთვულ ცოდნას, რომლის დაბომბვით განადგურება შეუძლებელია.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ

ჩვენ ირანს ბომბი ხელიდან გამოვტაცეთ, თუ შეძლებდნენ, ისინი მას გამოიყენებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა რესპუბლიკელი კონგრესმენი, თომას მესი, რომელმაც ირანზე აშშ-ის დარტყმები „კონსტიტუციურად არასათანადოდ“ შეაფასა.„გუშინ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, ბომბი მათ ხელიდან გამოვტაცეთ (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ), მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყველა მიღებული ქებისა და მოწონების მიუხედავად, ეს კონგრესმენი ეწინააღმდეგება იმას, რაც გუშინ ღამით, ირანში ასე ბრწყინვალედ იყო მიღწეული. მადლობა ჩვენს წარმოუდგენელ სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის. ეს მართლაც განსაკუთრებული იყო. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, – წერს ტრამპი.

ბოლო სიახლეები