ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025

მეუფე შიო მუჯირი – დიდგორის ბრძოლა არის სამხედრო გამარჯვების, სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, მაგალითი, რომ ერი როცა ერთიანია, ცხოვრობს ღვთის რწმენით, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ დიდგორობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, დიდგორის ბრძოლა არის იმის მაგალითი, რომ ერი როდესაც ერთიანია, ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას – დიდგორის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ გამარჯვებას, რომელიც უკავშირდება წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლსა და სახელს.

შეგახსენებთ ასევე, რომ წელს აღინიშნა ამ დიდი მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი, შეგვეწიოს მისი ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს.

დიდგორის ბრძოლა არის არა მხოლოდ სამხედრო გამარჯვების სიმბოლო, არამედ დიდი სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობის სიმბოლო, დიდი რწმენით განჭვრეტილი ქმედების სიმბოლო და მაგალითი; და მაგალითი იმისა, რომ როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ღვთის დიდი შეწევნა მოდის მაშინ, როდესაც ადამიანური ძალებით კეთდება ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია.

ამიტომაც მემატიანე აღნიშნავს, რომ დიდგორის ბრძოლა „ესე იყო ძლევაი საკვირველი, რომელიც ქმნა ღმერთმან წმიდითა დავითითა მეფითა…“.

აი, სწორედ ღმერთზე მინდობით, ღვთის შეწევნით აღასრულა დავითმა თავისი დიდი ღვაწლი და იმიტომაც შეაძლებინა მას უფალმა ეს „ძლევაი საკვირველი“, აქცია „მესიის მახვილად“ და ყოველი ქართველისთვის საამაყო, საყვარელ და სამაგალითო ადამიანად.

მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს აღმავლობა, ეს დიდგორი არ დამდგარა ერთბაშად, ამას წინ უძღოდა დავით მეფის დიდი შრომა და ბრძოლა შინაურ თუ გარეშე მტრებთან. მან თავისი ბრძნული მმართველობით, სამართლიანობით, პრინციპული და შეუვალი მიდგომით, ეკლესიის გაძლიერებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყანა ნელ-ნელა ფეხზე დააყენა, გაამთლიანა, ააღორძინა და სრულყო საქართველო, როგორც ძლიერი, ძლევამოსილი ქრისტიანული ქვეყანა.

მან, როგორც წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის მიერ აღზრდილმა და განსწავლულმა, იზრუნა ასევე განათლებისა და მეცნიერების კერების დაარსებისთვის როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კერა გახლდათ მის მიერ აშენებულ გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია, „მეორე იერუსალემად“ და „სხუად ათინად“ წოდებული.

ამ ბრძენმა მეფემ გვაჩვენა მაგალითი, რომ მხოლოდ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლება და კულტურა შეიძლება გახდეს საფუძველი ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენისა და ღირსეული საზოგადოების ჩამოყალიბებისა.

დღეს ჩვენ, როგორც ბრძანა ბატონმა პრემიერმა, მრავალგვარი ახალი გამოწვევების წინაშე მდგომი ქვეყანა ვართ და ამიტომ განსაკუთრებით გვმართებს დავითის გზის მოაზრება და შენარჩუნება; გვმართებს, გვახსოვდეს ის სიტყვები, რომლებიც დავითმა უთხრა ქართველ მეომრებს დიდგორის ბრძოლის წინ: „აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი უფლისა მიმართ და დავდოთ სიტყვა, რომ უმალ დავეცემით ბრძოლის ველზე, ვიდრე დავიხევთ უკან!“

ამ შემართებით უნდა ვიცავდეთ ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ტრადიციულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს.

როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, „ჩვენი წინაპრების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიცავდეთ ჩვენ წილ საქართველოს ჩვენშიც და ჩვენ გარშემოც. ეს არის ჩვენი დიდგორი დღეს“.

ამრიგად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენ ვიხსენებთ დიდგორის ბრძოლას არა, როგორც წარსულში მომხდარ დიდ გამარჯვებას, არამედ ასევე, როგორც მოწოდებას და დიდ იმედს ჩვენი გამარჯვებისა.

აქ ისევ მინდა, მოვიტანო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები, რომლებიც ასევე გაიხსენეთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ „დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ის არ დამთავრებულა“; ის გრძელდება, ვიდრე ჩვენ ვარსებობთ. „ღმერთმა ინებოს, რომ საქართველოში მუდამ იყოს დიდგორის გამარჯვება“.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს – დიდგორობას. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ლოცვით და შემწეობით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ; წმინდა დავით აღმაშენებლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს სიტყვა სპატრიარქოს უწყებანის გვერდზე გავრცელდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად უეფას სუპერთასის გამარჯვებულია!

ისტორიაში პირველად - პსჟ უეფას სუპერთასის გამარჯვებულია.პარიზელებმა ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს და ზედიზედ მეორე ევროპული ტიტული მოიგეს

ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ

მამა გაბრიელი ბევრი ადამიანის მკურნალია. გთავაზობთ ლოცვას, რომელიც შეგიძლიათ ამ დიდი წმინდანის სახელზე წარმოთქვათ.„ყოველთა სენთა საკურნებელად, შეცოდებულთა სულთა გამომხსნელად, ყოველი ბოროტების შემმუსვრელად და შემაკავებლად გამოჩნდი, ღმერთშემოსილო, ღირსო მამაო გაბრიელ, აღმსარებელო და სალოსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."

„ასოშიეთედ პრესი“ – აშშ დროებით ხსნის სანქციებს რუსულ ტრანზაქციებზე, რომლებიც საჭიროა ალასკაზე შეხვედრის მოსამზადებლად

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გასცა ლიცენზია, რომელიც დროებთ წყვეტს კონკრეტულ სანქციებს, რათა რუსეთმა შეძლოს გარკვეული თანხების გადახდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ალასკაზე ვიზიტისთვის. ამის შესახებ „ასოშიეთედ პრესი“ წერს.ლიცენზია, რომელიც 20 აგვისტომდე იქნება ძალაში, სამიტიდან ხუთი დღის შემდეგ რუსეთის მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ფული დახარჯოს, ხოლო ამერიკულ კომპანიებსა და სხვა სუბიექტებს, მიიღონ სამიტთან დაკავშირებული გადასახადები, რომლებიც სხვაგვარად აშშ-ის სანქციებით აკრძალულია.ლიცენზია რუსეთს საშუალებას აძლევს, გადაიხადოს გადასახადები, რომლებიც ჩვეულებრივ აუცილებელია ალასკის შტატში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შეხვედრებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა, სახაზინო დეპარტამენტის 13 აგვისტოს განცხადებაში არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელი ტრანზაქციები იქნება ნებადართული.

გიგა ცხელიშვილი-როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა

როცა ბედისწერამ დიდი ბედნიერებისთვის მომამზადა უკან ხანჯალსაც მალავდა, უნდა აჯობო ბედისწერას და თავად შექმნა-წერს პატარა შოშიების მამა გიორგი ცხელიშვილი

33 წლის წინ, 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო

33 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემით დასრულდა.1992 წლის 14 აგვისტოს  საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა.შსს-ს ჯარების შესვლა აფხაზეთში რკინიგზის დაცვას ითვალისწინებდა.   კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა.სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში.სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთში მთლიანად განადგურდა რკინიგზა, 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა.ასევე დაუზუსტებელი ინფორმაიით 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.

ბოლო სიახლეები