ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მეუფე შიო მუჯირი – ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ, რადგან ავიწყდებათ ყველაზე მთავარი – მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა

ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია – მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არც ერთი საქმე წარმატებული არ იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიოს თქმით, უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარება სასწაულებრივი თევზჭერის შესახებ. უფალი იესო ქრისტე იდგა გენესარეთის ტბასთან, მას ავიწროებდა ხალხის სიმრავლე, იგი ემზადებოდა ქადაგებისთვის და ნაპირთან დაინახა ორი ნავი. მებადურები, მომავალი მოციქულები: პეტრე, იაკობი და იოანე, გადმოსულიყვნენ თავიანთი ნავებიდან და ბადეებს რეცხავდნენ. უფალი შედის პეტრეს – სვიმონის (როგორც მოგეხსენებათ, მაშინ სვიმონი ერქვა) ნავში, უბრძანებს მას, რომ ცოტა მოშორებოდა ნაპირს ნავით და იწყებს ნავიდან ქადაგებას.

იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იესო ქრისტეს მოქმედებას, რომ ამ ეპიზოდში საერთოდ არ არის ნახსენები მისი ქადაგების შინაარსი. შემდეგ, როდესაც მან ქადაგება დაასრულა, ეტყვის პეტრეს, რომ „შეცურე სიღრმეში და მოისროლე ბადე თევზის დასაჭერად“. პეტრე მიუგებს: „მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ, მაგრამ ვერაფერი დავიჭირეთო“.

წარმოიდგინეთ, რომ პეტრეც, მისი მეგობრებიც, იქ მყოფი ყველა მეთევზე, ბავშვობიდან იქ თევზაობენ, იქ გაიზარდნენ, მათი მამებიც, მათი წინაპრებიც – ყველა მეთევზური იყო, იქ იცოდნენ ყოველი დინება, ყოველი შესართავი, ყოველი ნაკადი, თევზჭერის საუკეთესო ადგილები და უცებ მოდის ადამიანი, რომელიც არც მეთევზეა, არც ბადით არავის უნახავს და ეუბნება მათ, რომ მოისროლონ ბადე თევზის დასაჭერად, როცა მთელი ღამე ითევზავეს. ნახეთ, პეტრე რა საოცარ რამეს ეტყვის პასუხად: „მაგრამ შენი სიტყვებით მოვისვრიო“. ე.ი. ასეთ მორჩილებას გამოიჩენს. მართლაც, მოისვრის ბადეს და ისეთი უხვი თევზჭერა იწყება, რომელიც მათ საერთოდ არ უნახავთ არასდროს, ბადეებიც კი სკდება ამ თევზის სიმრავლისგან, ორივე ნავი ივსება და შემდეგ ეს ნავები ჩაძირვას იწყებს.

აქედან ჩანს, როგორ დააჯილდოვა უფალმა ადამიანი, რომელიც მოემსახურა საღვთო საქმეს და თან ასეთი მორჩილება გამოიჩინა, იმიტომ, რომ ღმერთისთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, ქრისტეს სიტყვის ქადაგება – ეს არის უაღმატებულესი საქმე. ამას მოემსახურა მომავალი მოციქული, სვიმონი, რომელმაც თავისი ნავი, თავისი დრო და თავისი შრომა დაუთმო მას. აქედან ასევე იმას ვსწავლობთ, თუ რა ძალა აქვს უფლის სიტყვას, უფლის ლოცვა-კურთხევას, რომ მთელი ღამე იშრომეს, ვერაფერი დაიჭირეს და მხოლოდ იესო ქრისტეს ერთი სიტყვით და ლოცვა-კურთხევით ასეთი უხვი შემოსავალი მიიღეს. აი, რა ძალა აქვს უფლის სიტყვას და ლოცვა-კურთხევას.

სამწუხაროდ, დღესაც ჩვენს ცხოვრებაშიც ასე ხდება, რომ ადამიანები დიდხანს შრომობენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ აღწევენ. რატომ? იმიტომ, რომ ავიწყდებათ ის, რაც ყველაზე მთავარია, რომ მიმართონ ღმერთს და გამოითხოვონ უფლის ლოცვა-კურთხევა, რომლის გარეშე არცერთი საქმე წარმატებული არ იქნება.

როგორც გახსოვთ, უფალ იესო ქრისტეს სიტყვები ადასტურებს ამას, რომ „უჩემოდ არ შეგიძლიათ არაფერი“. ასევე, შეგახსენებთ წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვებს, რომ „არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი“. ასე რომ, უფლის ლოცვა-კურთხევას წინ ვერაფერი დაუდგება, მაგრამ ვისაც ეს ლოცვა-კურთხევა არ აქვს, თუ დაგვავიწყდება ეს და მის გარეშე დავრჩებით, მაშინ ჩვენს ცხოვრებაში შეიძლება შეგვემთხვეს უამრავი დაბრკოლება, წინააღმდეგობა, მარცხი ბოროტი სულებისგან, უკეთური ადამიანებისგან და ასევე ჩვენივე თავისგან, ჩვენივე ვნებებისგან, ჩვენივე წინდაუხედაობისგან. ასე რომ, სრულიად ბუნებრივია და აუცილებელიც, ვეძიოთ უფლის ლოცვა-კურთხევა და ზეგარდამო შეწევნა და მფარველობა.

შემდეგ ამ საოცრებას რომ შეესწრებიან პეტრეც, იაკობიცა და იოანეც, მათ შიში ეუფლებათ, თავზარი ეცემათ შიშისგან. პეტრე მუხლებში უვარდება ქრისტეს და ეტყვის: „გამშორდი, უფალო, მე არ ვარ ღირსი, შენთან ერთად ამ ნავში ვიყო, იმიტომ, რომ ცოდვილი კაცი ვარო“. აი, ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩვენთვის, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ პეტრემ, ამ მოვლენიდან გამომდინარე, დაინახა თავისი ცოდვილობა, შეიგრძნო ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება სწორედ ეს გახლავთ, რომ ჩვენ, ყველა, ვართ ცოდვილი ადამიანები. მან ეს შეიგრძნო და აღიარა.

როგორც გახსოვთ, ღადარინელებიც ეტყვიან იესო ქრისტეს, რომ „მოგვშორდი, უფალო, ჩვენ“. იმავე სიტყვებს ამბობენ, მაგრამ ისინი ამბობენ იმიტომ, რომ თავიანთი ღორები დაენანათ, პეტრემ კი ეს სიტყვები წარმოთქვა საკუთარი უღირსების შეგრძნების გამო, უფალთან სიახლოვით პეტრემ დაინახა, რომ მას არ ძალუძს, დაიტიოს ეს სიახლოვე, ადამიანს ეს არ შეუძლია, ეს დაიტიოს და ამავე დროს ცოცხლად დარჩეს. ამიტომ ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს.

შეიძლება, ჩვენ ასეც ვიფიქროთ, რომ ხომ არ ჯობდა, პირიქით ეთქვა – „ნურასდროს გამშორდები, უფალო“ – როცა ასეთი დიდება იხილა, მაგრამ ამ სიტყვებს იგი მომავალში იტყვის. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარს შემოეფანტება მოწაფეთა უმეტესობა, დარჩება მხოლოდ თორმეტი, იგი თავის თავის მოწოდებაზე, ევქარისტიაზე, თავის სისხლსა და ხორცზე საუბრობს, და მაშინ ბრკოლდება ბევრი და გარბის. ქრისტე ეკითხება თორმეტ მოციქულს: „თქვენც ხომ არ გინდათ, წახვიდეთ?“ მაშინ პეტრე უპასუხებს: „ვისთან მივიდეთ, უფალო? შენ გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. მერე იტყვის ამას პეტრე, ამჟამად კი, ახლა, ამ ეპიზოდში იწყება მისი სულიერი ცხოვრება და ის იწყება საკუთარი ცოდვების განცდით და ღვთის შიშით, იწყება მისი სიწმინდე. ასევე, ყოველი ადამიანის სიწმინდე და სულიერი ცხოვრება იწყება სწორედ ღვთის შიშით, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, რომ „დასაწყისი სიბრძნისა არის შიში უფლისა“.

შემდეგ უფალი ეტყვის მათ, რომ „ნუ გეშინიათ, ამიერითგან იქნებით კაცთა მესათხევლე“, ე.ი. კაცთა მონადირენი, მოინადირებთ ადამიანებს ცათა სასუფევლისთვის. ეს ეპიზოდი მთავრდება იმით, რომ მომავალი მოციქულები, ეს მებადურები, ტოვებენ ამ საოცარ შემოსავალს, ტოვებენ თავიანთ ნავებს, ამ ბადეებს, თავიანთ ოჯახებს, საერთოდ ყველაფერს ტოვებენ, შეუდგებიან ქრისტეს და ხდებიან მისი მოციქულები. ესეც დიდი გაკვეთილია ჩვენთვის იმ სხვა სიქველეებთან და სათნოებებთან ერთად, რაც მათ გამოავლინეს: მორჩილება, ლოცვა-კურთხევის შესრულება, დიდი სიმდაბლე. ასევე ის, რომ მიუხედავად ასეთი შემოსავალი მიღებისა, ისინი არ მოიხიბლნენ ამ მატერიალური ფასეულობით, არ მიეჯაჭვნენ ამას გულით, არამედ ზეცად აღაპყრეს თავიანთი გონება, იფიქრეს ღმერთზე და შეუდგნენ ქრისტეს.

აი, მაგალითი ჩვენთვის, რომ როდესაც ჩვენც შეგვეწევა ღმერთი ჩვენს მიწიერ და ამქვეყნიურ საქმეებში, არ მოვიხიბლოთ ამ კეთილდღეობით, არ მივეჯაჭვოთ მას, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, რომ „პირველად ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი მოგეცემათ თქვენ“, და იქნებით მკვიდრნი სასუფევლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

დღესვე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შაორშაძეების გვარი დალოცეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნაციონალური მოძრაობა“ – ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისთვის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ პოლიტიკური დევნის მორიგ, კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.ჩვენთვის ცხადია, რომ, საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

გურამ მაჭარაშვილი: ე.წ. მეგობარი აქტი თავიდან ბოლომდე, შინაარსობრივად წინააღმდეგობაშია ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან – როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ გავლენები ტრამპმა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა

ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს, - განაცხადა დღის ქრონიკაში „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ ტრამპი მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯერ ბოლომე ვერ აღმოფხვრა „დიფ სთეითის“ გავლენები და სწორედ ამას უკავშირდება აშშ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული პაუზა, თუმცა მისივე თქმით, საქართველო ვალდებული იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოზიცია დაეფიქსირებინა.„მოდით შევახსენოთ საზოგადოებას რა იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში: ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია ამბობდა, რომ ლგბტ პროპაგანდა არის ერთ-ერთი მთავარი; ჩვენ გვახსოვს ბაიდენის ცნობილი სიტყვები - ტრანსგენდერი არის ამერიკის სულიერი მისიაო. ჩვენ ვამბობდით, რომ ოჯახური ღირებულებაა მთავარი. ამავდროულად კანდიდატი იყო ტრამპი და ის ამბობდა, რომ ოჯახური ღირებულება მთავარი. ასევე, მეორე ფრონტი იყო პრობლემა საქართველოში, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მეორე ფრონტი აუცილებელია, რათა რუსეთი დასუსტდეს. უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში - ამას ამბობდა წინა ადმინისტრაცია ამერიკაში, იმიტომ რომ მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოემზადება მერე ევროპაში შეჭრისთვისო და ასე შემდეგ. ჩვენ კი ამას ვეწინააღმდეგებოდით და ვამბობდით, რომ მეორე ფრონტი ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება. თქვენ იცით რომ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი ფარკასი, პირდაპირ ტელევიზიით, ინტერვიუში ამბობდა - მერე რა რომ რუსეთი შემოიჭრება, თქვენ 10 000-20 000 ადამიანი დაგეხოცებათ, მეტი არა, მერე გავარდებით, პარტიზანული ბრძოლები თქვენთვის მოსახერხებელია, იბრძოლებთ და ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებითო. როგორ არიან უკრაინის გვერდით, ჩვენს დავინახეთ. ანუ ეს რეალური იყო და შესაბამისად პრეზიდენტი ტრამპი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ბაიდენს და რეალურად არჩევნები მან მოიგო იმიტომ, რომ ტრანსგენდერულ სიგიჟეებს დავასრულებ და ოჯახურ ღირებულებას ამოვწევო, სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ ჩარევებს აკრძალავო ეს მართლაც გააკეთა, USAID-ი გააუქმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობდა, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა უნდა წამოწიონ წინა ხაზზე თავიანთი ეროვნული ღირებულებებიო. რეალურად ამით მოიგო ტრამპმა არჩევნები. 3 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ, ხალხის ძალამ იმ განცხადებების გაკეთება, რასაც მერე უკვე ტრამპი, ოფიციალურად პრეზიდენტის რანგში ამბობდა და საუბრობდა. თუმცა, მოლოდინები არ შეგვიქმნია არასდროს რომ თუნდაც ტრამპი 24 საათიდან 1-2 საათი დაკავდებოდა დღეში საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ის რა პერიოდიც გავიდა ახლა, უკვე 4 თვე და ცოტა მეტი, - ეს ნიშნავს იმას რომ უკვე რაღაც დღის წესრიგი უნდა შექმნას პარტნიორმა, ამ შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა. ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი მიიღეს წარმომადგენელ პალატაში, რომელიც თავიდან ბოლომდე შინაარსობრივად წინააღმდეგობაში არის თვითონ ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკასთან და ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკა არის ის, რომ სხვა ქვეყანაში არ უნდა ჩაერიო, სხვა ქვეყნის საქმეებში არ უნდა ჩაერიოს ამერიკა, ეროვნული ღირებულებები უნდა წამოწიოს და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს და ყველაფერი პირიქით წერია ამ ე.წ. მეგობარ აქტში.როგორც ჩანს დიფ სთეითის გავლენები მთლად ბოლომდე ვერ აღმოფხვრა ტრამპმა, ანუ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამ პაუზის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ეს ვალდებულება გვაქვს, (პრემიერმაც ამიტომ მიწერა ეს წერილი და ჩვენც განცხადება ამიტომ გავაკეთეთ დადგენილებით პარლამენტში) რომ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს ცნობილი, არა მხოლოდ ტრამპის მიმართ, არამედ მსოფლიო საზოგადოების მიმართ. სიმართლე ძლიერია, სიმართლეს სად გაექცევი? სამი წელი რასაც ჩვენ ვამბობდით და ვამტკიცებდით ოჯახურ ღირებულებაზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ჩაურევლობაზე უსამართლობაზე, მერე მოდის პრეზიდენტი ტრამპი და იგივე ნარატივით იგებს არჩევნებს, აგრძელებს მერე მსოფლიო დღის წესრიგის შექმნას და ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში იღებენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის მქონე ეგრეთ წოდებული მეგობარ აქტს - სად არის აქ სიმართლე? იმედია, რომ არ მოაწერს ხელს ისეთ აქტს, რომელიც პირველი რიგში თავისივე პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მედიის ცნობით, სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას სტამბოლში დაგეგმილ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომლებიც დაგეგმილია 15 მაისს სტამბოლში. ამის შესახებ იუწყება „კომერსანტი“ წყაროს მითითების გარეშე. სხვა დეტალებს გაზეთი არ ასახელებს.ვინ წარმოადგენს რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით უცნობი რჩება.14 მაისის ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ჯერ არ არის მზად, დაასახელოს რუსული დელეგაციის შემადგენლობა, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ არ მიუცია შესაბამისი მითითებები.

პარლამენტმა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 87 ხმით მიიღო „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება.საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის განმარტებით, ცვლილებებით, დიპლომატიური თანამდებობის პირისთვის და ადმინისტრაციული პერსონალისთვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობა იზრდება არა უმეტეს ერთ წლამდე ვადით.მისი თქმით, ტექნიკური ხასიათის ცვლილებები ხორციელდება კანონის იმ ნორმებში, რომელიც ითვალისწინებს როტაციის წესით გრძელვადიან სამუშაო მივლინებაში წარგზავნისა და მივლინებიდან გამოწვევის საკითხებს.კანონპროექტით, შეიქმნა ეთიკისა და ქცევის წესების საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც უფრო დეტალურ დონეზე მოაწესრიგებს როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატის, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის ეთიკისა და ქცევის ზოგად წესებს.

იაგო ხვიჩია – „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება აღებული აქვთ მათი კრიტიკისკენ, ცოტა ხანში შეურაცხყოფაზე გადავლენ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ამერიკელებთან ურთიერთობების დალაგება არ გამოსდის, მიმართულება მათი კრიტიკისკენ აქვთ აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ.როგორც იაგო ხვიჩია აცხადებს, „ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდა, თავის ამომრჩეველს უთხრას, რომ ამერიკელებს ელაპარაკებოდნენ, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მაგრამ მათ პატივი არ სცეს.„„ქართული ოცნება“ ამერიკელების ღია გინებაზე ვიდრე გადავა, უნდათ, თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ამერიკელებს ველაპარაკებოდით, როგორც თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა, მათ კი ჩვენს დამოკიდებულებას პატივი არ სცესო, ამიტომ გადავალთ მათი შეურაცხყოფის რიტორიკაზე. ეს ჩანართი ასეთი ტიპის პრელუდია მგონია. ეს დოკუმენტი საერთოდ არ არის იმისთვის, რომ ამერიკელებმა წაიკითხონ. ის არის ქართველ ამომრჩეველზე გათვლილი და არა ამერიკელებზე, რომლებიც ამას ყურადღებით გაეცნობიან. მათთვის კარგია, ამერიკელებთან ურთიერთობა რომ დაალაგონ და ტრამპმა „ქართული ოცნება“ შეიყვაროს ისეთი როგორიც არის, მაგრამ ეს რომ არ გამოსდის „ქართულ ოცნებას“, ამერიკელების კრიტიკისკენ აქვს მიმართულება აღებული, ცოტა ხანში კი შეურაცხყოფაზე გადავლენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები