სამშაბათი, მარტი 24, 2026

მეუფე შიო – ილია მეორე როგორც თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს, ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში

წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მფარველი იქნება.

„ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვას ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი, წარმოუდგენელია. ეს საქმეები მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყო. უწმინდესმა ამდენი რამ გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა. მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ყველას ფიქრი იყო და ახლაც არის, რომ ასეთი მამის წასვლის შემდეგ, როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. იმდენად მასშტაბური, ყოვლისმომცველი იყო, რომ პირველი იყო ეს აზრი, როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად. წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, ამას აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისთვის თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში. შეიძლება ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. დავინახეთ, რომ მისი უწმინდესობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას. კიდევ მეტადაც იგრძნობა ჩვენში ერთმანეთისადმი და ღვთისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი სასწაული და ნუგეში. ალბათ მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა, არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება, ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან. შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და მისი ლოცვა-კურთხევით განვაგრძოთ ღირსეულად მსახურება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პატრიარქის გადარჩენილები“ – ისტორიები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ

უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალში ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე, გაეგო ადამიანის გასაჭირის შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალამ მიიყვანა მასთან, თუმცა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გავიგეთ მის მიერ გადარჩენილებზე. ის ხშირად ხვდებოდა და ანუგეშებდა მწუხარე დედებს, ლოცულობდა მათთვის და მათთან ერთად, ამხნევებდა პირადი ტრაგედიებით დამძიმებულ ადამიანებს და ტკივილს უმსუბუქებდა.გლოვის დღეებში ბევრი მოვისმინეთ იმის შესახებ, როგორ იხსნა კათოლიკოსმა სასოწარკვეთილებისგან, სიცოცხლე აჩუქა, ცხოვრების აზრი დაუბრუნა, ანუგეშა და გადაარჩინა ადამიანი.რეპორტაჟი პატრიარქის მიერ გადარჩენილებზე, ადამიანებზე, რომელთა ტკივილიც მამობრივად გაითავისა და გაიზიარა.„რწმენა, ქართველი ადამიანისთვის ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი“ – პირველი არის ჟურნალისტები მარიკა შალიკაშვილი და აკაკი გურგენიშვილი შეხვდნენ მათ, ვინც კათოლიკოსმა რწმენითა და მზრუნველობით გადაარჩინა და იმედი დაუბრუნა. 

OnlyFans-ის მფლობელი, მილარდერი უკრაინელი ბიზნესმენი, ლეონიდ რადვინსკი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეონიდ რადვინსკი, უკრაინელ-ამერიკელი მეწარმე და პოპულარული პლატფორმის OnlyFans-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია თავისი პრემიუმ კონტენტით, განსაკუთრებით ზრდასრულთა სეგმენტში, 43 წლისა  გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა დაავადებას. თავად კომპანიამ გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში თქვა, რომ ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა. ოჯახი ითხოვს, რომ მათი კონფიდენციალურობა დაცული იყოს.რადვინსკი პლატფორმის წარმატების სათავეში მას შემდეგ მოექცა, რაც 2018 წელს ბრიტანელი დამფუძნებლის, ტიმ სტოკლისგან მისი მშობელი კომპანია, Fenix ​​International, შეიძინა. მისი ხელმძღვანელობით OnlyFans-მა არაჩვეულებრივი ზრდა განიცადა, ფოკუსირებული იყო ზრდასრულთა კონტენტზე და ხელი შეუწყო მრავალი ინდუსტრიის გავლენიანი პირის გაჩენასა და განვითარებას.ნამდვილი გარღვევა პანდემიის დროს მოხდა, როდესაც ლოქდაუნებმა ციფრული პლატფორმების გაფართოება გამოიწვია. ამ დროის განმავლობაში OnlyFans-მა 300 მილიონ მომხმარებელს გადააჭარბა, ხოლო მისმა წლიურმა შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს.ამ ზრდის წყალობით, რადვინსკის წმინდა ქონება დაახლოებით 4.7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ის ფასიანი ციფრული პლატფორმების ბაზარზე მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.მეწარმის გარდაცვალება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს კომპანიის მომავალთან დაკავშირებით. მთავარი კითხვა ეხება კორპორაციულ მმართველობას და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მომდევნო თვეებში იქნება მიღებული.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.ისრაელის სამხედროების განმარტებით, შტაბი გამოიყენებოდა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განყოფილებების საქმიანობის კოორდინირებისა და სიტუაციის შესაფასებლად. ის, ასევე, ბასიჯის ბატალიონებს განაგებდა.„დარტყმამდე სამოქალაქო მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათ შორის, გამოყენებულ იქნა მაღალი სიზუსტის საბრძოლო საშუალებები, საჰაერო თვალთვალი და დამატებითი სადაზვერვო მონაცემები“, – აღნიშნეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

დეკანოზი შალვა კეკელია – საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული – ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა

ქალბატონი თიკა რუხაძე, ჩვენი მინისტრი, თვითონ ალაგებდა სამებას, თვითონ ხვეტდა, თვითონ წმენდდა ყველაფერს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის სამზადისზე საუბრისას განაცხადა.დეკანოზის თქმით, თინათინ რუხაძე „პატრიარქთან გაიზარდა“, წლები მასთან ერთად იყო.„სიონში ყვავილები რაც იყო, თავისი ხელით დაალაგა, არავის მისცა უფლება, რომ ეს ყვავილები .პატრიარქთან გაიზარდა, წლები მასთან ერთად იყო. 20 წლის წინ გამაგზავნა მასთან უწმინდესმა, გაიგო, რომ ცუდად იყო და მითხრა, რომ მიდი მასთან და პარაკლისი გადაუხადე და აზიარეო. იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა.იმდენად საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული, რომ დალაგება რომ დალაგებაა, იატაკის მოწმენდა რომ მოწმენდაა, ამასაც კი თვითონ აკეთებდნენ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.ასევე, დეკანოზმა ისაუბრა თბილისში მიმდინარე პროტესტზეც, შალვა კეკელიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ დროებით უნდა შეწყვეტილიყო.„ხომ შეიძლებოდა რამდენიმე დღით შეეწყვიტათ ეს უწყვეტი . მამა რომ გარდაგეცვალოს, სადმე წახვალ და დადგები? ბაირამობა გადადეს ჩვენმა ძმებმა. რუსთაველზე რომ გადიან ყოველ დღე, აქციებს ვგულისხმობ, ხომ შეიძლებოდა ეს დღეები არ გასულიყვნენ და მერე გაეგრძელებინათ. ეთქვათ, რომ მამა დაიღუპა, ყველანი მამასთან უნდა ვიყოთ ახლა და აქ რა გვინდა. როცა მამა გარდაცვლილი გყავს და ჭირისუფალი ხარ, ჭირისუფალს არ ევალება არსად წასვლა და რაღაცები უნდა გადავდოთ ჩვენი ჭირისუფლობიდან გამომდინარე, ჩვენი მამის სიყვარულის გამო. ამაზე დიდი შენთვის არ უნდა არსებობდეს რამე, მაგრამ ვფიქრობ ეს სექტანტური აზროვნება უფროა. აქციებზე მდგომი ყველა ძალიან მიყვარს და იმიტომ ვეუბნები“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პატრიარქის საფლავის მომლოცველთათვის

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად მისვლა, მოქალაქეებს ყოველდღე 08:30 საათიდან 20:00-21:00-მდე შეეძლებათ.სასულიერო პირების თქმით, ადგილზე ჯერ კიდევ გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მრევლს დროებით არ ექნება უშუალოდ საფლავის ქვასთან შეხების საშუალება.„ჯერჯერობით ბოლომდე დასრულებული არ არის. რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი საფლავს შეეხოს“, - განაცხადა დეკანოზმა ირაკლი ნემსაძემ.„უზარმაზარი ტკივილი გვაქვს, ყველას გარდაგვეცვალა მამა, რომელმაც გაგვზარდა, უამრავი განსაცდელის ჟამს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა“, - განაცხადა დეკანოზმა ილია ჩიკვაიძემ.

ბოლო სიახლეები