ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დიდი ცუდად მეტყველების ხანა“ – ღმერთმა ინებოს, დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა

,ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა… განვერიდოთ ყოველივე იმას, რაც ცოდვაა, რაც მანკიერია და შევუდგეთ სიწმინდის გზას, რაც მიმყვანებელია გადარჩენისკენ, სასუფევლისკენ… – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათის ქადაგებისას.

,,სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევას და დღეს მინდა კვლავ გესაუბროთ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვების შესახებ.

ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ უფალს, რომ განგვაშოროს ცუდად მეტყველების ცოდვას. „უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე“, – ამბობს წმინდა ეფრემ ასური.

ცუდად მეტყველება – ეს არის ფუჭმეტყველება, ამაო მეტყველება, ეს არის ავსიტყვაობა, ეს არის ბილწსიტყვაობა და ა.შ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის რაღაც უმნიშვნელო ნაკლოვანება, ჩვენ ვართ ადამიანები და მეტ-ნაკლებად ყველანი ამით ვცოდავთ, მაგრამ ასე არ არის. შეგახსენებთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, რომ „ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც ადამიანი იტყვის, პასუხს აგებს იგი განკითხვის დღეს“. მართლაც, თუ გავიხსენებთ ჩვენს ცხოვრებას, რამ მოგვაყენა ყველაზე მეტი ტკივილი და მწუხარება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო სიტყვები – ან ჩვენ მიერ წარმოთქმული არასწორად, ცუდად და მტკივნეულად, ან სხვის მიერ ნათქვამი ჩვენთვის. დასმენა, ცილისწამება, ტყუილი, განკითხვა, ღალატი – ეს ყველაფერი რით ხორციელდება? – სიტყვით. აი, მარტო აქედან ჩანს, რა დიდი ძალა აქვს სინამდვილეში ცუდად მეტყველების ან ფუჭმეტყველების ცოდვას.

შეგახსენებთ ასევე წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს. იგი ამბობს, რომ „ველური ცხენის გახედნა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ენის დამორჩილება და დაურვება“. მართლაც, სიტყვით შეიძლება შეიქმნას დიდი ურთიერთობები, სიყვარული, გამოიხატოს სიბრძნე, გადმოიცეს მშვენიერება და ა.შ. და სიტყვითვე შეიძლება ეს ყველაფერი დაინგრეს.

დღეს ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დიდი ცუდად მეტყველების ხანა“. ჩვენ ვხედავთ, რომ მასმედიის საშუალებებიც, ინტერნეტიც, პრესაც, სავსეა აი, ამ ამაო მეტყველებით, ცუდად მეტყველებით და, შეიძლება ითქვას, თითქმის გაიგივებულია ამ ყველაფერთან. ამ დროს, თქვენ იცით, რომ სიტყვის ნიჭი – ეს არის ღვთისგან ბოძებული უმაღლესი ნიჭი ჩვენთვის, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, რომლითაც ჩვენ გამოვირჩევით პირუტყვებისგან. თავად ძე ღმერთიც კი „სიტყვად“ იწოდება წმინდა სახარებაში. გახსოვთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები, როგორ იწყება მისი სახარება, რომ „პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი“. ე.ი. „სიტყვა“ ეწოდება თავად ღმერთს, მეორე ჰიპოსტასს. აი, ამიტომ არის, რომ ასე მძაფრად აღიქვამს წმინდა ეკლესია ამ ცოდვას, წარმოაჩენს მას, როგორც ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას.

აი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რატომ არის, რომ წმინდა ეფრემ ასური სხვა ყველაზე დიდ ბოროტებასთან ერთად, როგორებიცაა უქმობა, მოწყინება, მთავრობისმოყვარება, ასახელებს სწორედ ფუჭმეტყველებასაც, ამაო მეტყველებას, ცუდად მეტყველებას.ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ამ დიდმარხვაში დავძლიოთ ეს მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა, სადაც საჭიროა, დუმილი შევძლოთ და სადაც საჭიროა მეტყველება, იქ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ეს დიდი ნიჭი მეტყველებისა და სიტყვიერებისა.

უფალმა ინებოს, რომ განვერიდოთ, საერთოდ, ყოველივე იმას, რაც ცოდვაა, რაც მანკიერია და შევუდგეთ სიწმინდის გზას, რაც მიმყვანებელია გადარჩენისკენ, სასუფევლისკენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ.ღმერთმა დაგლოცოთ!”

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ინფრომაციას ავრცელებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საელჩოში განუცხადეს. მათივე განცხადებით, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა. „საქართველოს საელჩო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია, ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, – განაცხადეს საელჩოში. აბუ დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძესა და მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„ბლუმბერგი“ – რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს

რუსეთი დონალდ ტრამპს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმას მოსთხოვს, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე საბოლოოდ უარის თქმა იქნება. წყაროების თქმით, დონალდ ტრამპთან შესაძლო მოლაპარაკებებისას რუსეთი ომის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვს, რომ უკრაინამ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი და შეზღუდოს თავისი არმია. ამასთან, სააგენტოს წყაროს განცხადებით, კრემლი არ ეწინააღმდეგება ნატო-ს ცალკეული ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას, თუმცა წინააღმდეგია, რომ ეს იარაღი „რუსეთის წინააღმდეგ ან ტერიტორიების დასაკავებლად იქნეს გამოყენებული“. წყაროები ასევე აცხადებენ, რომ მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს „უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ზე, სულ მცირე, დე ფაქტო კონტროლის შენარჩუნებას“, მათ შორის, ყირიმზე, თუმცა „ღიაა ზოგიერთი ტერიტორიის გაცვლის თაობაზე“. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციის მომავალი მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ომის დასასრულებლად ორივე მხარე – უკრაინაც და რუსეთიც – მზად უნდა იყოს დათმობებისთვის.

დონალდ ტრამპი – ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებიან. „ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში. მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ. გმადლობთ“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად მომდევნო საათებში გამოცხადდება. შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე: სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს, მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბუჩანტინიმ Sky Sports-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: „ვცდილობ კვარაცხელიაზე დახუჭული თვალებით ან ყურებზე აფარებული ხელებით ვისაუბრო... ეს მარტივი არ არის, სერია A კარგავს საოცარ მოთამაშეს. მან იტალიური ფეხბურთი შეცვალა, ის იყო ბოლო წლების კაშკაშა ვარსკვლავი. კვარა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კერპი იყო. თავიდან არავინ იცოდა ვინ იყო ის ან როგორ გამოითქმებოდა მისი გვარი, მაგრამ როდესაც პირველად ხვიჩას თამაში ვნახე, მივხვდი თუ რა დონის ფეხბურთელთანაც გვქონდა საქმე. იტალიიდან და კერძოდ, ნაპოლიდან წავიდა ვიქტორ ოსიმენიც, მაგრამ არავინ ატირდა ამის გამო... დღეს კი ყველა განიცდის კვარას წასვლას. ხვიჩა ყველას ძალიან მოგვენატრება, ამაში დარწმუნებული ვარ." ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში გადასვლასთანაა ახლოს.

გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი,...

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, -  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა. „როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები