ორშაბათი, აპრილი 6, 2026

მეუფე ნიკოლოზი – გაფართოებულ კრებაზე, სადაც სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ველოდებით

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, გაფართოებულ კრებაზე, სადაც წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან წარდგენილნი, 2 000-მდე ადამიანს ელოდებიან.

მისივე თქმით, დღევანდელ სინოდის სხდომაზე პროცედურულ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, სად სჯობს, ჩატარდეს გაფართოებული კრება.

„მთავარი საკითხი, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, არის პროცედურული საკითხები. ბევრი წვრილმანი, ნიუანსია, რის გამოც გაგრძელდა დიდხანს წმინდა სინოდის სხდომა. რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დავიღალეთ, ბევრი ვიმსჯელეთ, დაწყებული იქიდან, სად სჯობს, ჩატარდეს კრება. გაფართოებულ კრებაზე დაახლოებით 2 000 კაცს ველოდებით. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი.

ამხელა კრების ჩატარება არ არის მარტივი ტექნიკური თვალსაზრისით. ბოლო გაფართოებული კრება, რომელსაც მეც ვესწრებოდი, იყო 1995 წელს. ის ჩატარდა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი არ იყო. ახლა გადაწყდა, რომ სამების ტაძარში ტარდება, ოღონდ ამას დასჭირდება თავისი შეზღუდვები, დაცვა, ყველაფერი. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ, პროცედურა როგორი იქნება. დღევანდელი სინოდის შემდეგ კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც გამოვირჩევთ კანდიდატებს. ვფიქრობ, ესეც დიდხანს გაგრძელდება. სათითაოდ განვიხილავთ, ვინც შეიძლება, რომ იყოს კანდიდატი. კენჭისყრა იქნება სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის. ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს, ის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კითხვაზე, როდის გაიმართება წმინდა სინოდის შემდეგი სხდომა, სადაც პატრიარქობის სამ კანდიდატს შეარჩევენ, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „საერთოდ 60 დღე გვაქვს. ალბათ ეს იქნება პატრიარქის ორმოცამდე ან ორმოცის შემდეგ მალევე, რადგან კრებაც უნდა მოესწროს“.

რაც შეეხება გაფართოებულ კრებას, მეუფე ნიკოლოზის თქმით, აღნიშნული კრება პროცედურული საკითხებით არ არის დატვირთული და შესაძლებელია, ერთ დღეში დასრულდეს.

„იმედია, ერთ დღეში დასრულდება, რადგან გაფართოებული კრება იმდენად პროცედურული არ არის, რამდენადაც არის საჯაროობისათვის. ყველა ეპარქიებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ოღონდ არა ხმის უფლებით, არამედ სათათბირო ხმის უფლებით. აქ მოხდება სამი კანდიდატიდან ერთის გამორჩევა.  ყველა საკითხზე ვიმსჯელებთ შემდეგ სინოდზე. პროცედურებზე ვსაუბრობდით და არა კანდიდატებზე. კანდიდატებზე, ასაკზე, განათლებაზე – ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ შემდეგ სინოდზე. შესაბამისი პროცედურებით დავადგენთ, ვინ შეიძლება საერთოდ იყოს კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დებულების შეცვლა გამორიცხულია.

„დებულების შეცვლა ამ ეტაპზე არის გამორიცხული, რადგან დებულება დაადგინა გაფართოებულმა კრებამ. დებულებაზე ზემდგომი კანონი არ არსებობს. არსებობს გაფართოებული კრება, ოღონდ ის არა, რომელიც ახლა იქნება. შემდეგ კრებას ახალი კათოლიკოს-პატრიარქი თუ მოიწვევს და ალბათ მოიწვევს, ალბათ ბევრი საკითხი იქნება გასაახლებელი, რადგან რამდენიმე ხანი გავიდა 1995 წლიდან. ახლა ამ დებულებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, მრევლის წევრები როგორ მოხვდებიან გაფართოებულ კრებაზე, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეთ მათ და ხომ არ იღებს ეს ფორმალურ ხასიათს, მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა:

„მეც ეგ ვკითხე ყველას, ყველა მაგას კითხულობს, რომ საერთოდ რა აზრი აქვს გაფართოებულ კრებას, მაგრამ უფრო საჯაროობისთვის არის ეს. შეიძლება მოვისმინოთ ვიღაცის ისეთი მოხსენება, რომელმაც შემდეგ სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე მოახდინოს გავლენა. ჩვენ ყველას ვუსმენთ. შესაძლოა, რაღაც ისეთი გავიგოთ ამ კანდიდატებზე, რაც მანამდე არ ვიცოდით –  კარგი ან ცუდი. დებულების მიხედვით გავაკეთებთ, პრინციპი ასეთია, რომ ეპარქიიდან ორი სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ერთი ერის ადამიანი, ასევე ყველა მონასტრიდან ორი წევრი“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.„ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია“, - განაცხადა დეპუტატმა და განმარტა, რომ საქართველოს სტაბილურობა მნიშვნელოვანია როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის, ისე საერთაშორისო ეკონომიკური პროექტებისთვის.„მართალია, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისე ლაპარაკობს სამხრეთ კავკასიურ სატრანსპორტო დერეფანზე, თითქოს საქართველო არც კი არსებობდეს, მაგრამ ეს არც უნდა გაგვიკვირდეს იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომელთა უმრავლესობა რუკაზე ირანის მონახვას ვერ ახერხებს, თუმცა თამამად აკეთებს განცხადებებს ირანსა და ზოგადად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა გეოპოლიტიკაში, მან ისიც იცის, რომ საქართველოს გვერდის ავლით გლობალური ეკონომიკური პროექტები ჩვენს რეგიონში ვერ განხორციელდება. შესაბამისად, საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვისაც. ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის, რომ მომავალში ჰქონდეთ უფრო ფართო წვდომა ცენტრალური აზიის რესურსებზე, ხოლო საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთი მოხერხებული მარშრუტია. სამხრეთკავკასიური დერეფანი ასევე მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების ევროპისკენ ტრანზიტისთვის, თუმცა, ისიც ნათელია, რომ თუნდაც ამ რეგიონში საქართველო ვერ იქნება ერთადერთი დერეფანი. რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ ბევრი ევროპული ქვეყანა ისევ გააგრძელებს ტვირთების მიღებას რუსეთის გავლით, რაც ბოლომდე არც ომის პერიოდში შეწყვეტილა. ცხადია, რომ ტვირთების ნაწილს ზანგეზურის დერეფანიც მიიზიდავს და, ასეთ პირობებში, საქართველოზე გამავალი მარშრუტი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და მოხერხებული უნდა იყოს. თუკი ფართო რეგიონში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება, ტვირთები სრულიად საკმარისი იქნება ყველასთვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, რადგან ჩვენს ქვეყნებზე გამავალი სატრანზიტო დერეფანი ერთ-ერთი მოკლე და მოხერხებული ალტერნატივაა სხვა დერეფნებს შორის,“ — განაცხადა სოზარ სუბარმა.

41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება – Artemis 2-ის ყველაზე დაძაბული მომენტი

მსოფლიოს ყურადღება „არტემის 2" -ის მისიისკენაა მიპყრობილი. 1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ კოსმოსური ხომალდი, სახელწოდებით "ორიონი"მიემართება, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან. მათ მიერ ჩვენი პლანეტისა და დედამიწის თანამგზავრის უახლესი ფოტოების ხილვას საზოგადოება ყოველ ჯერზე სუნთქვაშეკრული ელის.NASA-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის „გრავიტაციული გავლენის სფეროში“ შევიდნენ, სადაც მის მიზიდულობას კოსმოსურ ხომალდზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე დედამიწისას.ეკიპაჟმა ეს გადასვლა მისიის დაწყებიდან 4 დღის, 6 საათისა და 2 წუთის შემდეგ განახორციელა, როდესაც ისინი მთვარიდან დაახლოებით 62 800, ხოლო დედამიწიდან 373 400 კილომეტრით მოშორებით იმყოფებოდნენ. შემდეგი საკვანძო ეტაპი მოგვიანებით, მთვარის უკანა მხარეს გამგზავრება იქნება, რითაც ისინი კოსმოსში უფრო შორს შეაბიჯებენ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი მანამდე. რა დროსაც მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 41 წუთის განმავლობაში პლანეტასთან კავშირი გაწყდება. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული ნახევარსფერო დედამიწასთან მუდმივად "ზურგშექცევითაა", ანუ, პირდაპირი მნიშვნელობით, შორსაა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი.შეგახსენებთ, რომ „ორიონი“, რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი - რიდ უაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი იმყოფება მთვარისკენ 1 აპრილს აფრინდა.Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის ზედაპირზე არ დაეშვება, არამედ მას გარშემო შემოუვლის. ადამიანი მთვარეზე ფეხს მისია Artemis 4-ის დროს დადგამს (ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად), რომელიც 2028 წლისთვისაა ჩანიშნული. ახლანდელი ფრენა სწორედ ამისთვის მომზადებას ემსახურება.დედამიწის თანამგზავრთან „ორიონის“ გადაფრენა პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პლატფორმაზე გადაიცემა:  

დიმიტრი პესკოვი – სერბეთში გაზსადენზე თავდასხმის მცდელობების უკან შეიძლება, კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდეს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ უკან „კიევის რეჟიმის ჩარევის კვალია“.როგორც პესკოვმა განმარტა, მოსკოვი ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო ზომებს იღებს და იმედოვნებს, რომ სერბეთი და უნგრეთიც იმავეს გააკეთებენ.„ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის” ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია“- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.ცნობისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ გამავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების შემცველი დიდი პაკეტები აღმოაჩინეს.

ილჰამ ალიევი – საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისთვის, რადგან ის ეფუძნება პატივისცემასა და ნდობას

საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გამოდგეს მაგალითად ყველა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის, რადგან ის ეფუძნება ურთიერთპატივისცემას და ურთიერთნდობას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ილჰამ ალიევმა აღნიშნა, საქართველო არის პირველი ქვეყანა საერთაშორისო საექსპორტო მარშრუტზე, რომლითაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.„რაც შეეხება ენერგეტიკას, მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე, საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით, განვავითარეთ და გავაფართოეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერიაა, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში, ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართომასშტაბიანია, მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ვუფრთხილდებით საერთო ინტერესებს და მეგობრობას, ეს არის კეთილმეზობლური და ძმური ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ამ წარმატებულ გზაზე ვივლით ყოველთვის. მინდა, ვუსურვო ქართველ მოძმე ერს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანში მასობრივი დემონსტრაციების დროს აქტივისტების შეიარაღება ჰქონდა განზრახული -„ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელი ხალხი ქვეყნის რეჟიმს დაუპირისპირდება, თუ მათ იარაღზე წვდომა ექნებათ.„ირანელი ხალხი მათ წინააღმდეგობას გაუწევს, როგორც კი გაიგებენ, რომ მათ არ ესვრიან და როგორც კი იარაღს მიიღებენ“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ირანელ ხალხს იარაღი ექნებოდა, „ირანი ორ წამში დანებდებოდა, რადგან ისინი სიტუაციას ვერ გაუმკლავდებოდნენ“.ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელ ხალხს „ბომბების ხმის მოსმენა სურს, რადგან მათ თავისუფლება უნდათ“.„ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ჩვენ მათი მომავლისთვის ვიბრძვით და გეტყვით, ეს ხმამაღლა და მკაფიოდ მითხრეს – ირანელი ხალხი ყველაზე უკმაყოფილოა მაშინ, როდესაც ბომბები ჩერდება“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მას შემდეგ, რაც 2025 წლის ბოლოს ირანში მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, აშშ-ს ირანელი აქტივისტების შეიარაღება ჰქონდა განზრახული.მისი თქმით, იარაღი, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის იყო განკუთვნილი, იმ ჯგუფებმა დაიტოვეს, ვისაც მისი მიწოდება ევალებოდა.„ისინი უნდა გადასულიყო ხალხთან, რათა მათ ამ ბანდიტების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლებოდათ. იცით რა მოხდა? იმ ადამიანებმა, ვისაც ისინი გაუგზავნეს, თავისთვის დაიტოვეს. თქვეს: „რა ლამაზი იარაღია. ვფიქრობ, შევინახავ“. ამიტომ, მე ძალიან გაბრაზებული ვარ გარკვეულ ჯგუფზე და მათ ამისთვის მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები