ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026

მეუფე იაკობი – სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა და ამის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ცუდს მიიღებთ – ხელისუფლებები ხშირად, ეკლესიას კონკურენტად მოიაზრებენ, მაგრამ ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს, მიწიერი დიდება ჩვენთან არაფერია

სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა – რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, რომელმაც ეკლესიის მართვა იცის.

„უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა. ეკლესიის მართვაც ვიცით. ჩვენ რაც გვეხება, ის მოგვთხოვეთ. ძალიან ხშირად ისეთ რამეს გვთხოვთ ხოლმე, რაც თქვენი საქმე არ არის. უშუალო საქმეს ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენშიც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტვინოთ. ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ეს პერიოდი ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. სანამ ღმერთთან ერთობა გვაქვს, ეკლესიაშიც ერთობაა. რაღაც-რაღაცებით ამ ერთობის დარღვევა არ სცადოთ, თორემ ვინც ეცდება, ცუდს მიიღებს. ვინმესთვის ცუდი გვსურს? არავისთვის“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ამასთან, მეუფე იაკობმა ქადაგებისას პატრიარქად შიო მესამის გამორჩევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კათოლიკოსი სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული.

„ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. ნახეთ, რომ განსხვავებული აზრები იყო. რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აზრები განსხვავებული იყო, მაგრამ რა მოხდა- ყველამ ვაღიარეთ ღვთის ნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო, რადგან სულიწმიდით იყო მოწოდებული და ჩვენი უწმინდესიც სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული. ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა იმას მისცა ხმა, ზოგმა იმას, მაგრამ საბოლოოდ, დღეს აბსოლუტურად ყველა ვაღიარებთ, რომ ის არის ჭეშმარიტი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. თუ გადახედავთ ტელევიზიებს, თავი მორწმუნეები რომ ჰგონიათ, შეხედეთ ჩვენთან როგორი სიტუაცია იყო და რა ღირსეულად გამოვიდა ეკლესია. მინდა ცოტა სხვა თვალით შეგახედოთ ამას, რადგან დავდგებით ხოლმე და ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ვეპოტინებით, რაც ჩვენი საქმე არ არის. არ ვიცით რაღაც, არ გვესმის, სულიერი წვდომა არ გვაქვს. ცხოვრებისეული სიბრძნე სხვა არის და ღვთაებრივი სიბრძნე აბსოლუტურად სხვა. თავიდან წავიდა დებულების კრიტიკა, რატომ არის მაგალითად 70 წელი ჩაწერილი, რაც “ჩამკეტი” იყო რეალურად. რატომ არის,რომ უმაღლესი განათლება მოეთხოვება? ნუთუ შეიძლება ეპისკოპოსები გაუნათლებლები იყვნენ? აქ მთავარი რა იყო-საბოლოოდ, როცა არჩევნები ჩატარდა, ჩვენ ყველა ღვთის ნების ძიებაში ვიყავით, აბსოლუტურად ყველა. ვერავინ იტყოდა, მე ვიცი ღვთის ნებაო. მით უმეტეს, ჩვენ ისეთი პატრიარქი გვყავდა, არ იკადრებდა იმას, რაც სულიწმიდის გადასაწყვეტი იყო, თვითონ ეთქვა, ასე მოიქეცით და ისე უნდა იყოსო. ამიტომ, ჩვენ უნდა გამოგვერჩია ვინ უნდოდა ღმერთს. 15 ადამიანს შეეძლო ამ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. 15-დან 9-მ საბოლოოდ უარი თქვა. 6 იყო, ჩატარდა ტური და 3 ადამიანი გამოვიდა. საბოლოოდ, აქ დამარცხებული არავინ არის, ეკლესიამ გაიმარჯვა იმიტომ, რომ მთავარია ღვთის ნება გავიგეთ. ღვთის ნებას როცა გაიგებ და აღასრულებ, ამაზე დიდი არაფერი არის, თორემ ის, რომ ვიღაცას ვიღაც უფრო მეტად უყვარს,ეს არაფერი არის ღვთის წინაშე . ეს ისეთი ჯვარია, ყველას არ შეგვიძლია მისი ტვირთვა. ყველა აბსოლუტურად ღირსეული იყო, ჩემ გარდა, 38 ყველა ღირსეული იყო. თქვენ გგონიათ იმიტომ იყო საუბრები, რომ ვიღაცას მაინც და მაინც პატრიარქობა უნდოდა? ყველას უნდოდა რაღაცაზე უარი ისე არ ეთქვა და ღვთის ნების წინააღმდეგ არ წასულიყო. რატომ არის შეზღუდვა 70 წელზე? რატომ არის, რომ დიპლომი სჭირდება? ყველა ამის განკითხვაში ვიყავით, ვისაც სიმპათიები გვქონდა იმ ადამიანებისადმი, რომლებიც ღირსეულები არიან. ძალიან მიყვარს ის მეუფეები. რაც მოხდა, მის მერე უფრო შევიყვარე“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატებმა საბოლოდ გამოცდა ჩააბარეს.

„ჩვენთან იყო [კრიტერიუმი] 70 წელი და დიპლომი, მაგრამ დავიწყეთ: „რატომ, ის ხომ ღირსეულია? ისიც ხომ ღირსეულია, ვისაც დიპლომი არ აქვს, მაინც და მაინც ქაღალდია საჭირო?” შეხედეთ, თუ იქ ადამმა და ევამ გამოცდა ვერ ჩააბარა, ჩვენს სინოდში იმ ადამიანებმა გამოცდა ჩააბარეს. დავიჯერეთ, რომ ღვთის განგებით იყო. შეხედეთ, ღვთის ხელში ხართ მოხვედრილი. ღვთაებრივმა სიბრძნემ გაიმარჯვა და არა ადამიანების [განცხადებამ], რომ ის ძლიერია და ის ძლიერია. ღმერთის გარდა, ძლიერი არავინ არის. იმიტომ არიან ჩვენი მეუფეები ძლიერები, რომ ეს ყველამ დაინახა. როდესაც უწმინდესი შიო რეგალიებს იღებდა, ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატები იყვნენ ან მოიაზრებოდნენ, ყველამ სიხარულით გადასცა. ძმები ვართ ჩვენ, მით უმეტეს ერთი ადამიანის ნაკურთხები ვიყავით. ქრისტე სხვას არაფერს გვასწავლის. ჩვენ არ ვიბრძვით ამ ქვეყანაზე პირველობისთვის. ხშირად სხვადასხვა ხელისუფლებები ეკლესიას კონკურენტად, ძალაუფლების განყოფად მოიაზრებენ. მერწმუნეთ, ქართული ეკლესია ამაში არ მონაწილეობს იმიტომ, რომ ქრისტეს გზას მივყვებით. მიწიერი დიდება ჩვენთან, უმრავლესობაში არაფერი არის. ჩვენმა ეკლესიამ ხალხთან ერთად ჩააბარა გამოცდა“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.ამავე ინფორმაციის მიხედვით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის ახლა მოადგილის პოსტზე რჩება.კახა მურადაშვილი სხვადასხვა პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.

დონალდ ტრამპი – ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე საკითხის შესწავლა

ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ, იუსტიციის დეპარტამენტს დავავალე, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ნავთობკომპანიები საწვავის ფასებს საკმარისად სწრაფად არ ამცირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნედლი ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.„დიდი ნავთობკომპანიები არ ამცირებენ ბენზინის ფასს იმდენად, რამდენადაც შეესაბამება იმ მკვეთრად დაბალ ფასებს, რომელსაც ისინი ნავთობში იხდიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლებს ზედმეტ თანხას ახდევინებენ. ბენზინის ფასებმა გაცილებით სწრაფად უნდა დაიწყოს შემცირება, ვიდრე ახლა ვხედავ!“, – წერს ტრამპი.ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასებმა დაიკლო. ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 77 დოლარია, ხოლო ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი 73 დოლარამდე დაეცა.

ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს: საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას, რაც...

საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, რომ საგარეო კომიტეტის სხდომაზე, სადაც გაფართოების საკითხზე იმსჯელებენ, ქართული დელეგაცია არ მიიწვიეს.„მათი მიზანი სხვა იყო და არა დემოკრატიული ფასეულობების რეალური დაცვა. ამ შემთხვევაში საქართველოს იქ ყოფნა ნიშნავს საქართველოს ლიდერობის აღიარებას. ეს უბრალოდ არ შედის დღეს მათ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებში. ამიტომ არის, რომ „ცალკარას“ თამაშობენ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„პოლიტიკო”- უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა

უნგრეთმა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადების განხილვა შეაფერხა, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.როგორც გამოცემა წერს, უნგრეთმა შეაჩერა მნიშვნელოვანი პროცედურული ნაბიჯი, რომელიც საჭირო იყო უკრაინაისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების წინ წასაწევად.„პოლიტიკო” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუდაპეშტმა წინააღმდეგობა გაუწია ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელით მომზადებული ერთობლივი წერილის გაგზავნას. გამოცემის ცნობით, ეს წერილი ევროკავშირის ქვეყნების საერთო პოზიციას ასახავდა და მისი მიღება 27-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას მოითხოვს. დიპლომატების თქმით, უნგრეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელმაც ამ ნაბიჯს მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულ საკითხს მომავალ კვირას კვლავ განიხილავენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მთავრობას უკრაინისთვის მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია, ბუდაპეშტმა ბრიუსელში გასულ კვირას გამართული ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფრაზის – „რაც შეიძლება მალე“ – ამოღება მოითხოვა. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, უნგრეთის პოზიცია აჩვენებს, რომ ქვეყანა არ უჭერს მხარს პროცესის დაჩქარებას.მადიარმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების ყველა ეტაპის სწრაფად გახსნას არ ეთანხმება.„სულ ექვსი ბლოკია და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მათი ერთდროულად გახსნა კარგი იდეაა – ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველ ბლოკზე ჯერ მელანიც კი არ არის გამშრალი, და ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ეს არასწორ გზავნილს გაუგზავნის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს – სერბეთს, ალბანეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლებმაც წლები დახარჯეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა მადიარმა.

მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ

ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.

ბოლო სიახლეები