კვირა, მაისი 17, 2026

მეუფე იაკობი კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა, სავარაუდოდ, მილიონები მოიპარა“ – ასეთი რამ მე არ გამიგია – ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები

[საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა] ასეთი რამ მე არ გამიგია. ჩვენ ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რომ სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა.

მეუფე იაკობმა ასევე ისაუბრა, იმ ფოტოზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წაყენების შემდეგ მან თავის სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

„[ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით] პოსტი არ დაგვიდია, სურათები დაიდო. ჩვენ მეგობრები ვართ, ვმეგობრობთ. [საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა მილიონები მოიპარა] ასეთი რამ მე არ გამიგია, მოპარვაზე არ გამიგია არაფერი“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით პროკურატურის ბრალდების, მეუფე იაკობი პასუხობს, რომ მას ღმერთის სჯერა. ამასთან, ასევე კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ პროკურატურის ბრალდებაზე მას და ღარიბაშვილს შეხვედრისას არ უსაუბრიათ, რადგან „ეს სასაუბროც არ არის”.

„მე ღმერთის მჯერა. არაფერია, დაველოდოთ და ვნახოთ, რა იქნება ვნახოთ. [ირაკლი ღარიბაშვილს] რა უნდა ეთქვა? ეს სასაუბროც არ არის, რა თემაა…. წადით, პროკურორს ჰკითხეთ. რას ამბობენ ირაკლი ღარიბაშვილზე, არ ვიცი. მე გითხარით, ვიყავით მეგობრები და ვართ მეგობრები“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ყოფილი პრემიერის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში დადებული ფოტოების გამო საპატრიარქოსგან შენიშვნა მიიღოს, სასულიერო პირი ასე პასუხობს: „მე? ვინ უნდა მითხრას? რა საპატრიარქოში, კარგით, რა…”,- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

რც შეეხება სუს-ის ყოფილს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, სასულიერო პირი ამბობს, რომ ლილუაშვილს არც იცნობს. [გრიგოლ ლილუაშვილთან] ნაცნობობაც არ მქონდა“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში. ათივე ქალაქში საყოველთაო მსვლელობა ერთდროულად, 11:00 საათზე დაიწყება. შეკრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის ლოცვა-კურთხევით იმართება.17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გამოაცხადა.

პედიატრს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის 130 ეპიზოდში ედება ბრალი

ბრანდენბურგის (გერმანია) ფედერალური მიწის პედიატრს ასობით დანაშაულებრივ ქმედებაში ედება ბრალი, მათ შორის - არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის მუხლით. სავარაუდო დანაშაული მან 2013-დან 2025 წლამდე პერიოდში ჩაიდინა.გლეინიკეს ხიდი პოტსდამს ბერლინთან აკავშირებს. 2025 წლის 14 ოქტომბერი რალფ ჰირშბერგერი / საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ამ შემთხვევამ შოკში ჩააგდო მთელი გერმანია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში ბავშვთა დაცვისა და ზედამხედველობის მდგომარეობის კუთხით, საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. გერმანელი პროკურორების განცხადებით, ექიმმა-პედიატრმა, სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის სესიების დროს, სექსუალურად იძალადა რამდენიმე ბავშვზე, რომლებიც მისი პაციენტები იყვნენ.ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ბერლინის მახლობლად, ბრანდენბურგის მხარეში მდებარე კლინიკებში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულები მან, სავარაუდოდ, 12 წლის განმავლობაში ჩაიდინა. ინფორმაციაში არ არის დაზუსტებული, თუ რამდენი ბავშვი გახდა მისი მხრიდან ძალადობის მსხვერპლი.„ბრალდებულს სექსუალური თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული 130 დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. მათ შორის არის დამამძიმებელ გარემოებებში ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობისა და გაუპატიურების ბრალდებები“, - აცხადებს პოტსდამის პროკურატურა. გერმანიის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სავარაუდო დანაშაულები მოხდა 2013 წლის 1 დეკემბრიდან გასული წლის 5 ნოემბრამდე პერიოდში, უმეტეს შემთხვევაში - „პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, რატენოვისა და ნაუენის საავადმყოფოებში“. 46 წლის ექიმი ნოემბრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი პაციენტის დედას გაუჩნდა ეჭვი, რომ რატენოვის საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მის შვილზე მკურნალობის დროს იძალადეს, და ამის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინა.იანვარში,როდესაც ეს საქმე გახმაურდა, კლინიკების ჯგუფმა, HavellandKliniken-მა განაცხადა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, შიდა გამოძიებას ატარებდა. შექმნილი კომისიის დასკვნით, ყოველთვის არ იყო დაცული „ოთხი თვალის პროტოკოლი“, რომლის მიხედვითაც, ბავშვის გასინჯვას ორი ადამიანი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.„ეს ბრალდებები ძირს უთხრის პაციენტებისა და მათი ოჯახების ნდობას“, - განაცხადა ჯგუფის სამედიცინო დირექტორმა, მაიკ ლესნაუმ.პედიატრს, რომლის ვინაობაც კონფიდენციალურობის გერმანული კანონების გამო არ სახელდება, ბრალად ედება ბავშვებისა და მოზარდების მკურნალობის პროცესში ნდობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.ამ საქმემ გერმანიაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან ექიმები და პედიატრები პასუხისმგებელნი არიან ბავშვებზე ზრუნვაზე და ოჯახებს ხშირად წლების განმავლობაში უწევენ სამედიცინო დახმარებას. ბავშვთა დაცვის ორგანიზაციები და იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები ხაზს უსვამს ჯანდაცვის დაწესებულებებში ბავშვთა დაცვის უფრო მკაცრი პროცედურების აუცილებლობას.გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ბრალდებული ექიმი ყოველგვარ დანაშაულს უარყოფს და, გერმანული კანონმდებლობის თანახმად, უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოში არ დამტკიცდება.

გარდაბანში, იმავე ადგილასაც სადაც 8 ახალგაზრდა დაიღუპა, კიდევ ერთი ავარია მოხდა

გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა.ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.

შეხვედრა ირანისტებთან ქუთაისში-ირანის ელჩმა ქუთაისში „შაჰნამე“ ბერძნულ და ინდურ ეპოსებს შეადარა

გუშინ, სპარსული ენისა და აბულყასემ ფირდოუსის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მქონდა პატივი, დავსწრებოდი ირანისტების, ლექტორების და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპარსული ენის ფაკულტეტის სტუდენტების შეკრებას. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილებისა და ამ უნივერსიტეტის ირანისტიკული კვლევების ჯგუფის თანამშრომლობით. ამ შეხვედრაზე მოკლედ შევადარე ფირდოუსის „შაჰნამე“ ბერძნულ და ინდურ ეპოსებს. აღვნიშნე, რომ ბერძნული ეპოსების დიდ ნაწილში მთავარი როლი ღმერთებსა და ზეციურ ძალებს ენიჭებათ, ხოლო მიწიერი ადამიანი ამ დიადი ძალების წინაშე უძლურად არის წარმოჩენილი. ინდური ეპიკური ტრადიციების ნაწილშიც გმირების ადგილს ხშირად მითოლოგიური არსებები, ცხოველები ან ადამიან-ცხოველები იკავებენ. ხოლო ფირდოუსი „შაჰნამეში“ ადამიანი დგას ღირებულების, გონიერების, გადაწყვეტილებისა და ბედისწერის ცენტრში. „შაჰნამეს“ გმირები არც ზეციური არსებები არიან და არც გამოგონილი ფიგურები; ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან — ადამიანები, რომლებიც გონიერებით, სიმამაცით, შეცდომებით, სევდით, სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ქმნიან ეპოსს. ფირდოუსი ძალასა და შედეგს არც ცაში და არც ბუნების იდუმალ ძალებში ხედავს; იგი მათ ადამიანურ საზოგადოებაში და მიწიერ სამყაროში განსაზღვრავს. ამ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ „შაჰნამე“ წარმოადგენს ომისა და ნადიმის, სიყვარულისა და სიძულვილის, შერცხვენისა და ღირსების, დიდებულებისა და დამცირების ფანჯარათა ერთობლიობას. ფირდოუსის ხედვაში ბოროტება იმდენად ზუსტად და ფუნდამენტურად არის განსაზღვრული, თითქოს იგი ადამიანურობის ფარგლებს სცილდება და „ავსულების“ სახით ვლინდება. სწორედ ამიტომ, „შაჰნამეს“ გმირთა ბრძოლა ავსულებთან და ბოროტ ძალებთან ბრძოლაა და არა — ადამიანის უარყოფა. ფირდოუსი ფერიდუნის შვილებს — ირაჯს, თურსა და სელმს — შორის მეტოქეობის აღწერის დროსაც მათ ძმებად განიხილავს, რომლებიც ყველა განსხვავების მიუხედავად, ერთად ქმნიან ისტორიასა და ცხოვრებას. მისი ხედვა, უპირველესად, ეთიკას, გონიერებასა და ადამიანურ პასუხისმგებლობას ეფუძნება. დასასრულს, ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის განცდა, რომ როგორც მდინარე რიონი (საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მდინარე) მიედინება ქუთაისის შუაგულში, სწორედ ასე ფირდოუსის პოეზიაც ცოცხლად და ბუნებრივად მოედინებოდა ამ უნივერსიტეტის სტუდენტთა ენასა და მეტყველებაში. დაე, მარადიულად დარჩეს ეს სიუხვე და სილამაზე ქუთაისის ბუნებაში, ხოლო ეს სიღრმე და საზრიანობა — დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების, ირანისტებისა და აღმოსავლეთმცოდნეების აზროვნებაში-წერს ირანის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი.  

„საქართველოს შეუძლია რეგიონული სატრანზიტო ცენტრი გახდეს“-ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი თბილისშია

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოს სტუმრობს. ლეგენდა თბილისშია  - წერს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ხელმძღვანელი ნიკა ესაკია და კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.ფონდის ინიციატივით დღეს მარჯანიშვილის თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც ორნელა მუტიც მონაწილეობს.

ბოლო სიახლეები