ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

მეუფე იაკობი: ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ვიოლა ფონ კრამონი, შოლცი და მაკრონი, ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, როგორ შეიძლებოდა, გაემარჯვა ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის

ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, სადაც მან საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

„არჩევნები ჩატარდა. ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში, ავირჩეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?!“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ევროპელი ლიდერების მხრიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევის მოთხოვნასაც გამოეხმაურა.

„შეეძლოთ, ჩვენ ნატო-შიც მივეღეთ და ევროკავშირშიც და ავრიდებოდით ამ ტერიტორიების დაკარგვას, სამოქალაქო ომს. მერე აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც რა უქნეს?! ამიტომ, დღეს რომ ჭკუას გვარიგებენ, ბევრი რამ იმათი ბრალიც არის.

ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა. კანონი რომ შემოტრიალდა ხელმეორედ, ძალიან ბევრი საუბარი წავიდა – რუსული კანონიო, რუსული მთავრობაო, ევროპას გვართმევენო და ახალგაზრდობაც გამოვიდა ქუჩაში, ძველგაზრდობაც დაირაზმა. მოლდოვა და უკრაინა თუ ჩვენზე წინ არიან, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ჩვენ მაინც ხომ ვიცით, იქ რა ხდება. ვერ მოხდა ცვლილებები, რაც უცხოეთს უნდოდა, შემდეგ წავიდა ჭიდილი; საზღვარგარეთი ცდილობდა თავისას, ჩვენთან ცდილობდნენ თავისას.

ჩმვენს ოპოზიციას საზღვარგარეთის დახმარების გარდა არაფერი ჰქონდა. გონებათა ჭიდილი წავიდა და ხელისუფლებამ აქაც მოიფიქრა, მე ვფიქრობ სწორად მოიფიქრეს, ოჯახური ღირებულებებისა და ახალგაზრდობის დაცვა, რომ სკოლებში პროპაგანდა არ იყოს. ევროპარლამენტმა ამ კანონზე მოგვითითა, რომ უნდა გაიწვიოთო. იმ კანონზე კიდე შეიძლება ლაპარაკი და ამ კანონზე რატო მიშლი? – ჩემთვის კაცი კაცია და ქალი ქალია. ჩართეს საქართველოს პრეზიდენტიც. განსაკუთრებით აქტიურობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, პოლონელი აჰყვა კიდევ. გეუბნებიან, ეგ კანონიც გაიწვიეთ სხვასთან ერთად და მერე დაგელაპარაკებითო. როგორ შეიძლებოდა, გაემარჯვა იმ ძალას, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ ბიჭი ბიჭი არ არის და გოგო გოგო რომ არ არის, როგორ შეიძლებოდა, მეტი ხალხი ჰყოლოდათ. მე ისედაც მიკვირს, ხალხმა ეტყობა ვერ გააცნობიერა, იმიტომ მისცა მაგათ ხმა. ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ვიოლა ფონ კრამონი, ან ღმერთი უნდა აგვერჩია, ან – ბატონი შოლცი, ან ღმერთი უნდა აგერჩია, ან – მაკრონი. რისთვის იკლავენ თავს ჩვენთვის? – იმიტომ, რომ აქ ცოტა ხანში ძალიან დიდი ფულის შოვნა იქნება შესაძლებელი და თავიანთთვის უნდათ და არა ქართველებისთვის. იცოდეთ, რომ ეკლესია ყოველთვის იქნება ხალხთან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი – ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას

ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ირანის ბირთვულ მოლაპარაკებებში დაბრუნებას. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი წერს.როგორც კალასი წერს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას მოუწოდა, განაახლოს თანამშრომლობა ბირთვულ პროგრამაზე.ამასთან, კაია კალასი აღნიშნავს, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ხაზი გაუსვა ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად განახლებას.„ირანის ბირთვული პროგრამის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა უნდა განახლდეს. ევროკავშირი მზადაა, ხელი შეუწყოს ამას. ხელშეკრულებიდან გასვლის ნებისმიერი მუქარა არ უწყობს ხელს დაძაბულობის შემცირებას“, – წერს კალასი.როგორც ცნობილია, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების შემდეგ, ირანმა უარი თქვა ამერიკულ მხარესთან ბირთვული პროგრამის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე.

„მეორე ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა… დედა მძიმედაა და არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს…“ – იმერეთში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.დედამ მომხდარ ტრაგედიაზე არაფერი იცის.„გონს რომ მოვიდა, ბავშვები მოიკითხა - მიმიხედეთო. არ იცის, რომ არც ერთი შვილი აღარ ჰყავს... ერთი გოგონა 4 წლის იყო, მეორე კი, ჯერ 3 წლისაც არ იყო. ეს სამწუხარო ამბავი გუშინ უნდა ეთქვათ დედისთვის, მაგრამ დამძიმდა და ექიმმა ოჯახს ურჩია, არ ეთქვათ, ვერ გადაიტანსო...“.26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში, გუშინ გარდაიცვალა.მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

„რუსთავი 2-ის“ მუსიკალური მეგა შოუს, „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული აჩი ჯაიანი გახდა.მან მაყურებლის ხმების 57.93% მიიღო. გამარჯვებულს თბილისში ბინა და არაერთი პრიზი გადაეცა.„რუსთავი 2-ის“ მუსიკალურ პროექტს სამი ფინალისტი ჰყავდა, რომლებმაც კომპოზიტორების დაწერილი ორ-ორი სიმღერა შეასრულეს.

“ამას რაღა გააჩერებს” – მეწყერი ხარაგაულის სოფლებში

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა.ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებსა და ფოტოებში ჩანს, რომ დახეთქილი მიწა ზოგიერთ სახლთან სულ რამდენიმე მეტრშია. ზოგან მიწა ჩავარდნილია. ზოგ ადგილას ნაპრალმა ყანა შუაზე გაყო.მარადი გელაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სტიქიის გააქტიურების მიზეზი ისიც იყოს, რომ 2020-2021 წლებში, რკინიგზის მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთების შესამცირებლად, სოფელ ხემაღლის მთის ფერდობი ჩამოჭრეს. კლდოვანი ქანები ტრაქტორებს აზიანებდა აფეთქებაც დასჭირდათ - შეიძლება წონასწორობა ამანაც დაარღვიაო.“აფეთქების შედეგად გამოტანილი ქვა-ღორღის მასაც იქვე ახლოს ხეობაში გაშალეს. შემდგომ წლებში ეს ყველაფერი აისახა რკინიგზასთან სიახლოვეს რამდენიმე სახლზე. შემდეგ ალაგ-ალაგ ორივე სოფლის ტერიტორიაზეც გაჩნდა მცირე ზომის დაზიანებები, თუმცა აქედან საგანგაშო არცერთი არ ყოფილა.წლევანდელი დიდთოვლობის და შემდგომში გაზაფხულზე მოსული ინტენსიური წვიმების შემდეგ, პირველ ივნისს სოფლის გზაზე შევამჩნიეთ ჩავარდნილი მონაკვეთები. 7-8 ივნისს რამდენიმე სახლზე გაჩნდა ბზარები, რომლებიც მალევე გაიზარდა”, - წერს მარადი გელაშვილი.“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”. - გვეუბნება ის.ამ გზაზე გადაღებულ ფოტოებშიც კარგად ჩანს მიწის დაბზარული მონაკვეთები.

სულაკაურის გამომცემლობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სულაკაურის გამომცემლობა ავრცელებს.„ქართულ მთარგმნელობით სკოლას ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელი, სოფიო ბენდიაშვილი გამოაკლდა. სწორედ მან თარგმნა მარსელ პრუსტის საეტაპო ნაწარმოების „დაკარგული დროის ძიებაში“ _ პირველი წიგნი „სვანის მხარეს“ და ფასდაუდებელი სამსახური გაუწია პრუსტის პოპულარიზაციას ქართველ მკითხველში. დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ სოფიოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

ბოლო სიახლეები