შაბათი, მაისი 10, 2025

მეუფე დანიელი – საქართველო გადარჩა, რადგან აქ არის ჩვენი დიდი პატრიარქი, რომელიც გადაფარებულია ქვეყანაზე მთელი მისი ლოცვითა და მოწამეობრივი ღვაწლით

მხოლოდ ღვთის დახმარებით შეძლებს ადამიანი დაძლიოს ცოდვა საკუთარ თავში, ხოლო თუ იგი განშორდება უფალს, ცოდვა დაამარცხებს მას, – ამის შესახებ მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო დედანო, მამანო, ძმანო და დანო, ჩვენ ვიმყოფებით ფერისცვალების დღესასწაულის კვირიაკეში. ეს უდიდესი მადლი ეფინება მთელს კაცობრიობას და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოწოდებილია, რომ გაუხსნას გული ამ წყალობას, რათა მოციქულთა მსგავსად, ჩვენც აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი, რათა მტკიცე იყოს ჩვენი სარწმუნოება, რათა ამ დიდი მადლის მიღებით ვძლიოთ ხილულსა თუ უხილავ წინააღმდეგობას, პირველ რიგში საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო. მხოლოდ ღვთის დახმარებით შეძლებს ადამიანი დაძლიოს ცოდვა საკუთარ თავში, ხოლო თუ იგი განშორდება უფალს, ცოდვა დაამარცხებს მას. ამის მაგალითები არის მთელი კაცობრიობის ისტორია, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ან ერი უახლოვდებოდა უფალს. უფალი მას მოანიჭებდა გამარჯვებას, სულიერ ამაღლებას, კურნებას, დიდ სიხარულს, ხოლო როცა ის სცილდებოდა უფალს, მაშინ ადვილად აცდუნებდა ბოროტი სული. ვერავითარი ადამიანური მონდომება, თუ იგი არ დაეფუძნა საღმრთო ძალას, საღმრთო ენერგიას, ეს ენერგია რომ არსებობს და რომ იგი მოქმედებს ადამიანზე და მკვიდრდება მის სულში, ამის დასტური არის ფერისცვალების დღესასწაული. ის ნათელი, რომელიც იხილეს მოციქულებმა, რომელთაც აღავსეს ისინი უდიდესი ნეტარებით, ეს ნათელი არის საღმრთო ენერგია, მადლი სულისა წმინდისა, რომელიც გადმოდის ადამიანზე და მასში მკვიდრდება. მთავარია, ადამიანმა გული განიწმინდოს, მოამზადოს ეს გული, ხოლო იმისთვის, რომ გული განვიწმინდოთ, უპირველესი სათნოება არის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, უანგარო სიყვარული. სიყვარული არა იმის, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვინც ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს, არამედ განურჩევლად იმისა, ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს თუ არა ადამიანი. გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი, თუნდაც დაცილებული ღმერთს, ჩვენ ის უნდა გვებრალებოდეს, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ცხონების გზას, ამიტომაც სიყვარული არის უდიდესი ძალა, ვისაც უყვარს. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, მან იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს. როცა ჩვენ შევიყვარებთ, თუნდაც მაჭირვებელ მოყვასს, ჩვენს გულში ღმერთი მკვიდრდება. როდესაც ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენს მაჭირვებელს, ჩვენ უფალი განგვეშორება. რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიკმაყოფილოთ შურისძიების გრძნობა, მაგრამ დავკარგოთ უფალთან კავშირი, თუ დავითმინოთ და მივიღოთ სულისა წმინდისა მადლი. სწორედ ამ მადლის მისაღებად საჭიროა მიმტევებლობა, ყველაზე დიდი გამოვლინება სიყვარულისა არის მიმტევებლობა, რადგანაც შენ გიყვარს ის ადამიანი, ვინც რაიმე ტკივილი მოგაყენა, ეს არის ღვთაებრივი სიყვარული, რადგანაც უფალი ამბობს, რომ უფალი ყველას მოუვლენს თავის წყალობას, ასევე ადამიანი, კეთილსაც და ბოროტსაც სიყვარულით უნდა უყურებდეს და სწორედ ამ მიტევების შესახებ ჩვენ მოვისმინეთ სახარებისეული იგავი, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიტევება, რადგან თუ ჩვენ არ მივუტევებთ, გულში წყრომა გვექნება, ჩვენც ცოდვები არ მოგვეტევება“,- აღნიშნა მეუფე დანიელმა.

როგორც მეუფე ამბობს, „თუ ადამიანს ცოდვა არ მიეტევა, ადამიანს ცოდვა ჩაძირავს და ღმერთს მოწყვეტს“.

„ამიტომ, დღევანდელი იგავი ძალიან ხატოვნად გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ დიდი სიკეთეა მიმტევებლობა და რაოდენ დიდი ბოროტებაა შურისმაძიებლობა, რომელიც საბოლოოდ იმ ადამიანს ღუპავს, ვინც ასე იქცევა. იგავი ასე იწყება: ემსგავსა სასუფეველი კაცსა, როგორ შეიძლება სასუფეველი კაცს ემსგავსოს, ეს არის ალეგორია, ნიშნავს, რომ სასუფეველი ჰგავს ისეთ ვითარებას, როდესაც კონკრეტული პიროვნება აპირებს თავისი ქვეშევრდომების შემოწმებას, როგორ აღასრულებენ თავის მოვალეობას. სიმბოლურად აქ უფალი იგულისხმება, რომელიც მუდამ ამოწმებს და ხედავს თავისი შვილების სულიერ მდგომარეობას, ვინ აღასრულებს ქრისტიანის ვალს, ვინ ვერ აღასრულებს, რომ ამისთვის მას ის მიაგოს, რასაც იმსახურებს. წარუდგინეს მას ერთ-ერთი მონა, რომელსაც ჰქონდა მისი უზარმაზარი ვალი, ათი ათასი ტალანტი. წარმოიდგინეთ, ერთი ტალანტი, 34 კგ ვერცხლია, 19 წელი უნდა ემუშავა მონას, რომ ერთი ტალანტი მიეღო, ე.ი. ერთი ცხოვრება არ ეყოფოდა ასი ტალანტის გამოსამუშავებლად და მით უმეტეს ათი ათასი ტალანტი. ე.ი. უამრავი ცოდვა ჰქონდა, ვალი ეს არის ცოდვა. როდესაც მას აღმოჩნდა, რომ გადახდილი არ აქვს ეს ვალი, ბრძანა ბატონმა, რომ საპყრობილეში ჩაეგდოთ, გაეყიდათ მისი ოჯახი, ქონება და ასე დაესაჯათ იგი. მაშინ ეს კაცი ფეხებში ჩაუვარდა ბატონს და უთხრა, რომ მომეცი დრო და საშუალება და მე შევეცდები გამოსყიდვას. რასაკვირველია, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ბატონმა არამარტო დრო მისცა, არამედ უბრალოდ აპატია. ეს ალეგორია ჩვენ უნდა დავინახოთ საკუთარ თავზე, ყოველი ჩვენგანი ათი ათასობით და კიდევ უფრო მეტი ცოდვების გამო ვართ ვალში უფლის წინაშე. ნათლობით, შემდეგ აღსარებით და ზიარებით ახლიდან ვიბადებით და უფალი ყველაფერს გვპატიობს. ასეთი ბედნიერების შემდეგ რა გააკეთა ამ ადამიანმა, მას შეხვდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი 100 დინარი, ეს იყო ძალიან მცირე, 100 დინარისთვის სამი თვე უნდა ეშრომა ადამიანს. ეს ადამიანი ამას გადაიხდიდა და იგივე სცენა განმეორდა, მან უთხრა, რომ საპყრობილეში ჩააგდეთ და გაუყიდეთ ოჯახი, ამან სთხოვა, რომ დრო მომეცითო. ამდენი ცოდვა რომ მიუტევეს ადამიანს, თვითონაც ხომ იგივე უნდა გაეკეთებინა და მან არ აპატია, ჩააგდო საპყრობილეში. რომ გაიგო ბატონმა, მაშინ ბრძანა, ჩააგდეთ ის კაცი საპყრობილეში, ვიდრე უკანასკნელ მცირე ზომის ფულსაც არ გადაიხდისო. ამ შემთხვევაში პირველი ვალი ვინც მიუტევა, ეს არის უფალი და ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მოგვიტევებს. ყოველი აღსარებით, ზიარებით, ახლიდან ვიბადებით. ჩვენ ძალიან მცირე ნაწილს ვხედავთ ჩვენი ცოდვებისა. იმას, რასაც ვხედავთ მცირე ძალით განვიცდით, ეს ადამიანის სისუსტეა. ამის შესახებ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ შენ სხვის თვალში ხედავ ბეწვს და შენს თვალში ვერ ხედავ დირეს. უფალი მოგვიტევებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე, ჩვენ როგორ არ უნდა მივუტევოთ მოყვასს“, – აღნიშნა მეუფემ.

ამასთან, მისივე თქმით, „ვერასოდეს, როგორი დიდი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ადამიანის მიმართ, ის ვერ მივა იმ ცოდვასთან, რომელსაც ღმერთის წინაშე ჩავდივართ“.

„უსაზღვრო დიდი ვალი ყველას მოგვეტევება, ჩვენ ყველა მიტევებულნი ვართ, ყველაზე გადმოვიდა მოწყალება. როცა ჩვენ მოყვასს ძალიან მცირეს არ მივუტევებთ, ჩვენ ვართ სასტიკნი, ეს არის ულმობელობა. უფალი გვეუბნება, ეძიებდეთ უპირველესად საკუთარ თავში ნაკლს, ხოლო მოყვასს მიუტევეთ. რამდენჯერ უნდა მივუტევოო ეკითხება პეტრე, შვიდჯერო? 70-ჯერ შვიდზეო, ანუ დაუსრულებლად უნდა მივუტევოთ მოყვასს. როგორ გადარჩა საქართველო? – რადგან აქ არის ჩვენი დიდი პატრიარქი, რომელიც გადაფარებულია საქართველოზე მთელი მისი ლოცვითა და ჯვარცმით, მოწამეობრივი ღვაწლით. რამ გადაარჩინა საქართველო?- სულიწმინდის მადლმა გადაარჩინა, რომელიც პატრიარქმა მოიპოვა და ჩვენ გადმოგვცა. თუ ჩვენ ყველანი შევუდგებით ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების გზას, არამარტო საქართველოში, ყველგან სარწმუნოება გაძლიერდება“,- განაცხადა მეუფე დანიელმა საკვირაო ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„მანქანიდან 60 000 ზლოტი მოიპარეს…“ – პოლონეთში ქართველები დააკავეს

პოლონეთში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.დაკავებულებს ბრალად ედებათ, ავტომობილიდან 60 000 ზლოტის მოპარვა.პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები არიან 37 წლის და 29 წლის საქართველოს მოქალაქეები.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

იაგო ხვიჩია – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ხელისუფლების სცენარით მიმდინარეობს

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება-არმიღებაზე საუბარი და ამ თემის გარკვევა ამ დრომდე რომ არ მორჩა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამწუთას რაც მიმდინარეობს, ეს ყველაფერი მიმდინარეობს ხელისუფლების სცენარით, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.`მაგალითისთვის, ერთი პოლიტიკური პარტია იძახის, მე არ მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას და ვინც მიიღებს, ყველა არის დაწყევლილიო; მეორე იძახის, მე ჯერ არ ვიცი, ლეგიტიმაციას არ მივცემო, მაგრამ თან არ ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას; მესამე რეგიონში ოფისებს ხსნის და საბოლოო ჯამში, არავინ არ ლაპარაკობს, თუ გადის ოპოზიცია არჩევნებზე მოსაგებად, მაშინ რა ტაქტიკით და მეთოდით გადის, რას ჰპირდება მოსახლეობას, ვინ არის მათი კანდიდატი მერობაზე და ა.შ. მე რომ ვუყურებ ამ სიტუაციას, ამ სცენას რომ ვუყურებ, რაც არის, მჯერა შინაგანად, რომ ამ ყველაფერში, რაც ახლა ხდება, „დურდომში”, რაც მოწყობილია, „ქართული ოცნება” ფულს გადაიხდიდა. მე მგონია, რომ ამაში ფულს გადაიხდიდა, ან ვიღაც ისეთი დეგენერატია მეორე მხრიდან, რომ ამას უფასოდ აკეთებს. შესაბამისად, ველოდებით, სადამდე მივა ეს პროცესი”, – განაცხადა ხვიჩიამ.ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ბულინგს ექვემდებარებიან, მაგრამ ისინი დაძლევენ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს აღარ დამალავენ, რადგან „მართალია, ჯერჯერობით, საზოგადოებას დადასტურება არცერთი პარტიისგან არ მოუსმენია, თუმცა უმრავლესობა ამბობს, რომ რეგიონულ ოფისებში მზადება დაწყებულია და შესაძლებელია, „ლელომ” მიიღოს მონაწილეობა და ასევე, გახარიამაც“.როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, საარჩევნო პროგრამაზე მხოლოდ „გირჩი“ ფიქრობს და უნდათ, რეალურ პრობლემებზე საუბარი დაიწყონ, მაგრამ ხედავენ, რომ ამაზე საუბრის დაწყება მათ გარდა არავის არ უნდა.„ანუ ფიზიკურად, მოედანზე დგახარ და მარტო ბურთს კენწლავ, რადგან არავინ არ თამაშობს და სხვასაც არ უთმობენ ადგილს. რომ გავიდნენ და თქვან, ჩვენ დავამთავრეთ პოლიტიკური მოღვაწეობა, წავედით, დაგემშვიდობეთ ხალხო, კარგად იყავითო, ამასაც არ ამბობენ. ამბობენ იმას, მაგალითად, როგორ გითხრათ, ლუდის ბოთლით გვინდა მოედანზე სირბილი, ანუ, თამაში კი არ გვინდა, არამედ გვინდა, რაღაც სხვა ვაკეთოთო“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება, სისულელით აიხსნას, მაგრამ მას არ სჯერა, რომ ეს მარტო სისულელით ახსნადი ამბავია და ფიქრობს, რომ ეს არის შეთანხმებული თამაში ხელისუფლებისა და მათ მიერ მოსყიდული ოპოზიციის, რომ ხელისუფლებას გადააბარონ და აჩუქონ თბილისის მერის და დიდი ქალაქების არჩევნები.„ეს გამოვა, თუ არ გამოვა, დამოკიდებულია იმაზე, რამეს მიხვდება თუ არა ქართველი ხალხი, რომელსაც, უკვე რამდენი წელია, ერთნაირად ატყუებენ და სტილსაც კი არავინ არ ცვლის ხალხის მოსატყუებლად, იმდენად გაუშინაურდნენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძემ გადაცემის სტუმარს უთხრა, რომ ფაქტია, არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა თუნდაც, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე გადაიფიქროს და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, იგივე „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია ნამდვილად მიიღებენ მონაწილეობას.შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში როგორ უნდა აუხსნან ამ პარტიებმა თავიანთ ამომრჩეველს პოზიციის შეცვლა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ეს შეიძლება, სხვადასხვაგვარად ახსნან.„ნუ, რა ვიცი, ქვეყნის გადარჩენის მოტივით, ასე გვთხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ჩვენ გვინდა, რომ არ ჩამოვიქცეთ ფინანსურად, თუ რეგიონულ დონეზე, გავძლიერდეთ და ასე შემდეგ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ უნდა წაიღონ უკან ის სიტყვები, რაც ნათქვამი აქვთ წინასწარ, არა მხოლოდ მათ, არამედ მათ ტელევიზიებს. მე მახსოვს, რომ „ლელოვიზიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რუპორი, ქალბატონი ინგა გრიგოლია ღიად გამოდიოდა და ლანძღავდა იმ ხალხს, ვინც მიიღებდა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და როგორ უნდა აიხსნას, რომ „ლელო“ მიიღებს ახლა არჩევნებში მონაწილეობას? აქედან უკან დახევა როგორ უნდა მოხდეს, მე არ მესმის მართლა, სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისივე თქმით, ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აზიანებს ოპოზიციას და ფიქრობს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ოპოზიცია დაზიანებული გავიდეს არჩევნებზე.ამასთან, ხვიჩიამ თქვა, რომ ქალაქში ჭორები დადის, თითქოს, ის ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, სალომე ზურაბიშვილის მერად დაყენებას ფიქრობს.„მე ასეთი ჭორებიც გავიგე, მაგრამ ჩემი აზრით, როგორ გითხრათ, ეს იქნება ყველაზე სასაცილო რამ, რაც შეიძლება, მოხდეს. ეს არის ალბათ, გადაზღვევა იმის, რომ ოპოზიციამ არცერთ ვარიანტში არ მოიგოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მარკ რუტე – ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა

ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატო-ს წევრობა გარანტირებული იქნებოდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, გრძელვადიანი პერსპექტივაში მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის პერსპექტივას, თუმცა არა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.„მთელი ნატო ეთანხმება შეუქცევად გზას უკრაინის გავლით ნატო-ში, მაგრამ ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის გარანტირებული იქნებოდა ნატო-ს წევრობა. ეს არასდროს შეთანხმებულა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ნატო-ს მოკავშირეებმა თქვეს დიახ, იარსებებს ნატო-ს წევრობის პერსპექტივა. ეს უფრო შორეული პერსპექტივისთვისაა, არა ამჟამად მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. როგორც მანამდეც ვთქვი, მე მიხარია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჩიხი გაარღვია, რომ პროგრესი მიიღწევა. ამ მომენტში არსებობს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-სა და უკრაინას შორის. ჩვენ გვაქვს სარდლობა ვისბადენში, რომელიც ორგანიზებას უწევს უკრაინის სამხედრო დახმარებას. ჩვენ ერთობლივად ვუწევთ ორგანიზებას წვრთნებს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, – განაცხადა მარკ რუტემ.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე, რომ ოპოზიციასა და ზურაბიშვილს „ფეხი არ დაუცდეთ“: ჩემი ფეხი არის მყარი

ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, - ასე უპასუხა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს, 26 მაისთან დაკავშირებით  განცხადება  გააკეთა, სადაც ზურაბიშვილს და ოპოზიციას მიმართავს - „ფეხი არ დაუცდეთ“.„„ჯერ ერთი, რომ ჩემი ფეხი არის მყარი, მინდა რომ დაწყნარდეს, ჩვენი ფეხი არის მყარი, ყველასი. ვიცით საითკენ მივდივართ, ამიტომ არის მყარი, რომ ზუსტად ვიცით ჩვენი ორიენტაცია და არ ვკარგავთ. ძალიან ბევრნი ვიქნებით 26 მაისს და ეს სათქმელიც არ არის, მოწოდებაც არ სჭირდება ხალხს, რომ ყველა უნდა გამოვიდეთ. დამოუკიდებლობის დღე არის ის დღე, როცა ჩვენ დამოუკიდებლობა უნდა გადავარჩინოთ, მთელ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ და არამხოლოდ ჩვენს თავს, რომ ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვიდექით პირველი ექვსი თვის წინ, ერთი წლის და პრაქტიკულად, 30 წელია ვდგავართ, როცა რამე საფრთხე ემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას, თუ ევროპულობას. იქ ვიქნებით ბევრი, დავანახვებთ ჩვენს თავს, ყველას, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვენს გზას, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ სალომე ზურაბიშვილმა.

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? – მოძღვრის განმარტება

სად მიდის ადამიანის პირადი ანგელოზი ამ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ? სხვისი მფარველი ანგელოზი ხდება თუ მასთან რჩება მეორედ მოსვლამდე? - ამ კითხვაზე პასუხს დეკანოზი ანდრია კემულარია ასე პასუხობს.„ამ შეკითხვაზე გვპასუხობს „მფარველი ანგელოზის კანონი“. მე-7 გალობის I ტროპარში ვკითხულობთ: „მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა ანგელოსო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინა-მძღვრად, და მცველად ღმერთისა მიერ მოცემულო ჩემდა უკუნისამდე“.“ - განმარტავს დეკანოზი.

ბოლო სიახლეები