ორშაბათი, მაისი 18, 2026

მეუფე გრიგოლი – საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია, ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში – ძალიან ამძიმებს ვითარებას ის მოუსვენრობა და სულსწრაფობა, რაც ისმის

საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია – ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან კვირაცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვა აღავლინა და იქადაგა.

როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, ვითარებას ამძიმებს მედია-სივრცეში გავრცელებული მოუსვენრობა და სულსწრაფი შეფასებები. მისივე თქმით, არსებული ფონი საჭიროებს მეტ სიფრთხილეს.

„საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის, მითუმეტეს დღეს მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს ერი, ეკლესია – ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინში. ძალიან ამძიმებს ამ ვითარებას ის მოუსვენრობა და სულსწრაფობა რაც ისმის, რაც იხილება მედია-სივრცეში. ის ძალადობრივი მოწოდებები, რომელიც ძალადობს ადამიანის გონიერებაზე, მის ცნობიერებაზე. თვით მღვდელმთავართა მიმართ ჭკუის სწავლება, რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა მისცენ ხმა, ყველამ ყველაფერი იცის ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავი დაარიგონ როგორ უნდა მოიქცნენ“,-აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ ეკლესია და საზოგადოება ისტორიული მნიშვნელობის პროცესის წინაშე დგანან და აუცილებელია, ეს პერიოდი მაქსიმალური გონიერებითა და პასუხისმგებლობით გადაილახოს.

„მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს გამოცდა ღირსეულად უნდა ჩავაბაროთ. დიდია განსხვავება 1977 წელსა და 2026 წელს შორის. ჩვენ საპატრიარქო არჩევნების გამოცდილება არ გვაქვს, იმ თაობას, ვინც დღეს ვცხოვრობთ და პირველი არჩევნებია, როდესაც დიდი მონაკვეთის შემდგომ უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, თავისუფალი საქართველოს პირობებში. აი, იმ ვითარებაში, როცა აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები, სწრაფვა და შეხედულება აქვს დამოუკიდებელ საქართველოს განსხვავებით საბჭოთა საქართველოსაგან. ძალიან დიდი გონიერება გვმართებს, ძალიან დიდი სიფრთხილე, დაფიქრება. დღევანდელი საქართველო სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას და თუ ხაზგასმით აღვნიშნავ საქართველოსთვის ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ცხოვრებაში, რეალურ გავლენას საზოგადოების ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს საზოგადოება ერთმორწმუნეა თუ ფართოსპექტრიანი, რელიგიური თუ სხვადასხვა ინტერესების თვალსაზრისით ყველა ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და შესაბამისად, ყველა ფიქრობს და ყველას აწუხებს ეს თემა. დიდი მოლოდინია ამის მიმართ, ამიტომ ამ საზოგადოებასაც პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ მათ მოლოდინებს და ყოველგვარ მანიპულაციას ყველამ უნდა დაანებოს თავი, ეს არის სიმახინჯე მეტი არაფერი“, – თქვა მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტი გრიგოლი ხაზს უსვამს, რომ ეკლესიამ უნდა მისცეს მაგალითი საზოგადოებას, თუ როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები ღირსეულ და კულტურულ გარემოში და როგორ უნდა იქნას აღიარებული მისი შედეგები. მისივე თქმით, ამ პროცესში გადამწყვეტია ქრისტესმიერი მშვიდობა, მოთმინება და ერთიანობის შენარჩუნება.

„მე ვფიქრობ ეკლესია მაგალითს მიცემს თვით ერს, ჩვენ საზოგადოებას როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და დასრულებული არჩევნების შედეგები როგორ იქნას აღიარებული. ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული ამ ტაძრის გუმბათ ქვეშ და იმ დიდი გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია, რასაც ქართული მიწა ჰქვია, რის მიმართაც ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოთმინებით, ჩვენი ლოცვით რა თქმა უნდა ყველაფერს ღირსეულად გავივლით, ჩავაბარებთ ამ გამოცდას“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული დების ისტორია – რა არის ცნობილი მათი ცხოვრების შესახებ

ბრაზილიაში აღმოაჩინეს სამი და, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულებად მიიჩნევიან. მათ შესახებ ცნობილი გახდა ორგანიზაცია LongeviQuest-ის წყალობით, რომელიც ასაკოვან ადამიანებს იკვლევს.რეკორდსმენებს შორის არიან 108 წლის ლევიტ დე დეუს ნუნესი, 104 წლის ზორაიდა დე დეუს მოტა და 103 წლის ზულინა დე დეუს ნუნესი. ქალები ბრაზილიის სოფლის რეგიონში დაიბადნენ და გაიზარდნენ ოჯახში, სადაც რვა ბავშვი იყო.ლევიტი ყოველთვის ოჯახის საყრდენი იყო: ის ზრუნავდა უმცროს და-ძმებზე, მოგვიანებით კი — დისშვილებსა და ძმისშვილებზე. ქალი 15 წლის განმავლობაში ტელეარხზე მუშაობდა, სადაც მასობრივ სცენებში მონაწილეობდა. ახლა ის საწოლს არის მიჯაჭვული,  ლევიტის საყვარელი საქმიანობა კითხვაა.ზორაიდამ მასწავლებლის პროფესია მიიღო, შემდეგ კი ექთნების სკოლა დაამთავრა. მედიცინაში კარიერის შექმნის შემდეგ, ის გათხოვდა და ხუთი შვილი გააჩინა.ზულინა ექვსი შვილის დედა გახდა და განქორწინების შემდეგ მათ თავად არჩენდა. ქუჩაში ნაქარგების გაყიდვით მან შეძლო თითოეული შვილის განათლების დაფინანსება. 103 წლის ასაკშიც კი ის კვლავ უძღვება საოჯახო საქმეებს და თავისი დიდი ოჯახისთვის საჭმელს ამზადებს.მკვლევრების თქმით, დები მხოლოდ ასაკით კი არა, ერთმანეთისადმი ერთგულებითაც გამოირჩევიან. მათ უამრავი სირთულე გადაიტანეს, თუმცა ოჯახური ერთიანობა შეინარჩუნეს.

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს

ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ მსვლელობასა და პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე 43 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „გარდიანი“ წერს.პოლიციის ცნობით, 20 დაკავებული მიგრაციის წინააღმდეგ მარშში მონაწილეობდა.როგორც „გარდიანი“ იუწყება, მსვლელობისას აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე, თავდასხმა განხორციელდა ხუთ პოლიციელზე, თუმცა მათგან არცერთს სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.შეგახსენებთ, ცენტრალურ ლონდონში ერთმანეთის პარალელურად ორი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქ შიო III-ის ქადაგების გამო აკრიტიკებს

ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ "ასეთი ოჯახი განწირულია ? ასეთი უმოწყალო სიტყვები, ასეთი მკაცრი განაჩენი … იმედს რომ არ ტოვებს, არც ღვთის უზომო სიყვარულისა, არც ადამიანის რწმენით გადარჩენის???!!!", - წერს ზურაბიშვილი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და დემოგრაფიულ საკიხებზე გამახვილა ყურდღება. პატრიარქის თქმით, თუ ოჯახში „მძიმე ცოდვა ტრიალებს“, როგორიც მაგალითად, არის აბორტი, „ასეთ საფუძველზე ოჯახი ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს” და „ასეთი ოჯახი განწირულია“ . შიო მესამის განცხადებით, პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება. "როგორც ჩვენ მრავალშვილიანი ოჯახებისგან ვიცით, თავიდან უფრო რთულია, პირველ სამ შვილამდე, მერე და მერე სირთულეები ბევრად კლებულობს და ბევრად უფრო ადვილია მრავალშვილიანი ოჯახების გაძღოლა.ძვირფასო დებო და ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერზე თუ არ დავფიქრდით, თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენასა და შენარჩუნებაზე, ჩვენ გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენს სამოთხესავით მშვენიერ ქვეყანაში სხვა ხალხები დამკვიდრდებიან, რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს და რომლებიც იცავენ თავიანთ რელიგიას“, - მიმართა პატრიარქმა სამების ტაძარის ეზოში შეკრებილ მრევლს.

დღეს, სრულიად საქართველომ მასშტაბური მსვლელობით, პატივი მიაგო ილია მეორეს ხსოვნას და დიდი სიყვარული გამოხატა ახალი პატრიარქის – შიო მესამის მიმართ – თამარ ჩიბურდანიძე

„დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა, უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და 17 მაისის დღის მიმართ რადიკალი ოპოზიციონერების განწყობებზე აკეთებს აქცენტს.როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად გამოსული ადამიანების სიმრავლემ ოპოზიციას იმედი გაუცრუა და აიძულა რადიკალები ემოქმედათ მათთვის ჩვეული ნარატივით - გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს წელს ნაკლები ადამიანი გამოვიდა საზეიმოდა და რეალობა დამახინჯებულად წარმოეჩინათ.„წარმოუდგენლად ბევრი ხალხი გამოვიდა დღეს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. კიდევ უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. ეს არის ქართული ხასიათი - უდიდესი პატივისცემა გარდაცვლილი პატრიარქის ილია მეორისადმი და ამასთანავე, დიდი სიყვარულის გამოხატულება ახალი პატრიარქის შიო მესამის მიმართ. ოპოზიციის მოლოდინი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შედგა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ როგორ არის დაშორებული ოპოზიცია ქართველ ხალხს და როგორ არ ესმის მათი. ან კი, როგორ უნდა ესმოდეთ? ხალხს რომ გაუგო, ქართულ სულს და რწმენას უნდა ატარებდე. ესენი კი, მთელი დღე საკუთარი აგენტებით დაძრწოდნენ ხალხში და სადაც ცარიელ ადგილს დაინახავდნენ, მხოლოდ იმას იღებდნენ, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, რომ წელს ცოტა ხალხი გამოვიდა. ამ ტყუილითაც დამარცხდნენ!დღევანდელი დღის წინააღმდეგ წასვლა უპირველეს ყოვლისა, არის ღმერთის წინააღმდეგ ქმედება. უფლის წინააღმდეგ ბრძოლაში კი, ჯერ არავის გაუმარჯვია! ქართველი ხალხი, ზღვასავით რომ მოედინებოდა დღეს თბილისსა და რეგიონებში, დგას დედა ეკლესიასთან, რომელიც არასოდეს ჩამოიშლება, როგორადაც არ უნდა ეცადოს ამას მავანნი. ამ ეკლესიასთან დგას მთავრობაც, სწორედ ამიტომ არის უძლეველი ეს ქვეყანა, როგორც რწმენის და ეროვნული ღირებულებების საუნჯე. ვულოცავთ სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღეს, ქართველი ხალხისთვის ყველაზე წმინდას და საფიცარს!” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

თეთრი სახლი – ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს

ჩინეთი აშშ-ისგან ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეიძენს, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.როგორც ცნობილი ხდება, ჩინეთი ვალდებულებას იღებს, რომ 2026, 2027 და 2028 წლებში ყოველწლიურად, სულ მცირე, 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეიძინოს. ამ შეთანხმებას ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებმა პეკინში გამართული შეხვედრის დროს მიაღწიეს.ამერიკული სასოფლო-სამეურნეო ექსპორტი ჩინეთში გასულ წელს მკვეთრად შემცირდა ტარიფების გამო და 65.7 პროცენტით დაეცა.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია, რომ შეიქმნება ორი ახალი ერთობლივი საბჭო, სავაჭრო და საინვესტიციო, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

ბოლო სიახლეები