მესტიაში სეტის მოედანზე ადგილობრივებმა გზის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. მათ შორის არის ორსული ქალი, რომელიც გზიდან ადგომას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კი უცვლელია – შეწყდეს მესტიაჭალაჰესი 1-ის და მესტიაჭალაჰესი 2-ის სამუშაოები..
ადგილობრივების პროტესტი მშენებარე კომპანიის მიერ შემოყვანილმა მძიმე ტექნიკამ გამოიწვია. აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის წარმომაგენლები არიან მობილიზებულნი.
თავის მხრვ, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰესი უსაფრთხოა და არ იწვევს დაგუბებას. შესაბამისად, ის გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია.