თბილისის მერმა, კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული – ახალი მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა. ჯიხურს გიგიმ “გიგის წვენები” დაარქვა.
15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, იგი ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. გიგი რუსთაველის გამზირზე წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს.
გიგი ანთაძის მხარდაჭერის შესახებ კახი კალაძემ რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა. მან თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა ანთაძის საკითხი შეესწავლა და თუ საჭიროა, მერია ფინანსურადაც დაეხმაროს.