პარასკევი, მარტი 6, 2026

მერაბ შარიქაძის გულახდილი ინტერვიუ

კაცმანის სხვა პოდკასტში“ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე იქნება. გადაცემის ანონსიდან ცნობილი ხდება, რომ მერაბ შარიქაძე ბევრ თემაზე გულახდილად საუბრობს.

„არამორაგბე ვერასდროს ვიქნები“, „მაინც იგივენაირად მტკივა“, „ციხე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან, ვიდრე დოპინგი“, „იმპულსური გადაწყვეტილებები  არ უნდა მიიღო“, „წაგება არ შემიძლია, წაგება იმდენად არ მიყვარს, რომ მაგის ხათრით მიყვარს მოგება“, – ამბობს მერაბ შარიქაძე გადაცემის ანონსში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის განხორციელებას იწყებს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით, „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ განახორციელებს.როგოროც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.„სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან ერთად, მიკროჩიპის გამოყენებით, ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებს პატრონიან ძაღლებს და სტერილიზაციას ჩაუტარებს ძუ ძაღლებს;თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას ჩაუტარებს უპატრონო/მიკედლებულ ძაღლებს, რომელთაც, რეგიონის მიხედვით, გადაიყვანს თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფრებში.გარდა არსებული თავშესაფრებისა, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დაგეგმილია ახალი მუნიციპალური თავშესაფრების მშენებლობა.სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროგრამის განხორციელების პროცესში ითანამშრომლონ სააგენტოს უფლებამოსილ პირებთან, ჩაერთონ იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცესში და დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ძაღლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს – „ამას თუ ვერ შევძლებთ, ვიღაც სხვა დაიკავებს მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ევროკავშირში უკრაინის უფრო სწრაფად გაწევრიანების ახალ წესებს ითხოვს.როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, არასტაბილურ მსოფლიოს უკრაინის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად ახალი წესები სჭირდება, რაც ადასტურებს, რომ უკრაინა 2027 წლის მიზნის ფარგლებში ევროკავშირში გაწვერიანებას ვერ შეძლებს.„მეთოდოლოგია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, არ არის შექმნილი იმ რთული დროისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ“, – განუცხადა „ბლუმბერგ ნიუსს“ მარტა კოსმა.„ბლუმბეგის“ ცნობით, ბოლო კვირებში ევროკავშირში წევრობის პროცესის გადახედვა მნიშვნელოვანი საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკრაინას განუცხადა, რომ არ შეუძლია 2027 წლისთვის ომისგან განადგურებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ვალდებულების აღება.როგორც „ბლუმბერგი“ იტყობინება, ამის ნაცვლად, კომისია ამზადებს სცენარებს, რათა უკრაინას თანდათანობითი წევრობის უფლება მისცეს.მარტა კოსის თქმით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს წესები, რომლებიც რეალობას ასახავს.„ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ამ ქვეყნების უფრო სწრაფად, ან წარსულთან შედარებით განსხვავებული მიდგომით, ან მეთოდით ინტეგრაციას, ყველაზე დიდი შიში, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ვიღაც სხვა ჩაერევა ან დაიკავებს ამ ქვეყნებში მმართველობას და გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა ევროკომისარმა.უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწვერიანება ეჭვქვეშ დაყენებულია ასევე „პოლიტიკოს“ სტატიაში.როგორც გამოცემა წერს, 4 მარტს, საღამოს, სამუშაო ვახშმის დროს, COREPER II-ის ფორმატში შეხვედრისას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკომისიის წარმომადგენელს განუცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებულ ფორმატს.გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვა მკაცრი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს…“ – 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება

6 წლის მარიამ ჭოხონელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.მისი თქმით, გოგონას მძიმე დიაგნოზი — აორტის სარქვლის სტენოზი — დაუდგინდა და სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია სტამბოლში უნდა ჩატარდეს.ბავშვის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ დრო ძალიან ცოტაა.„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი პოსტის ავტორი გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრება ისეთი გზაა, სადაც არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ბედი. მეც იმ განადგურებული დედების რიგს შევემატე, რომელთა შვილებს დახმარება სჭირდებათ.ჩემი ოცნების შვილს, მარიამს, სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია, რომელიც სტამბოლში უნდა ჩატარდეს. დღეებს დღე მისდევს და ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი დაგვრჩა — თითოეული გაზიარება და თითოეული თეთრი შესაძლოა ჩვენი შვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახდეს.ძალიან მიჭირს ამის თხოვნა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია. უფალი იყოს ყველას მფარველი“, — წერს ბავშვის დედა.ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ პატარა მარიამს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რი­ში GE34BG0000000101161013თი­ბი­სი GE96TB7438645061100020მიმ­ღე­ბი დედა- თე­ო­ნა ძა­ძა­მია

ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და თანხა მოიპარა.მისი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კიევმა ბუდაპეშტს უკვე გაუგზავნა ოფიციალური ნოტა და მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.„დღეს ბუდაპეშტში უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე მძევლად აიყვანა. მიზეზები, ასევე მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და მათთან დაკავშირების შესაძლებლობა ამ დრომდე უცნობია. ეს შვიდი უკრაინელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „ოსჩადბანკის“ თანამშრომელია, რომლებიც ავსტრიასა და უკრაინას შორის ტრანზიტით მოძრავ ორ საბანკო მანქანას მართავდნენ და სახელმწიფო ბანკებს შორის რეგულარული მომსახურების ფარგლებში ნაღდი ფული გადაჰქონდათ.სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ უნგრეთის მიერ მძევლების აყვანასა და თანხის მოპარვასთან. თუ ეს არის ბატონი ორბანის მიერ დღეს გამოცხადებული „ძალა“, მაშინ ეს არის კრიმინალური დაჯგუფების ძალა, ეს არის სახელმწიფო ტერორიზმი და რეკეტი. ჩვენ უკვე გავგზავნეთ ოფიციალური ნოტა ჩვენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე მივმართავთ ევროკავშირს, მისცეს მკაფიო შეფასება უნგრეთის უკანონო ქმედებების, მძევლების აყვანისა და ძარცვის შესახებ“, – წერს სიბიგა.ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი „პოლიტიკურ და ფინანსურ ინსტრუმენტებს“ გამოიყენებს, რათა უკრაინამ „დრუჟბას“ ნავთობსადენი გახსნას.სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით „დრუჟბას“ ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. კიევის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმა გახდა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი ამტკიცებენ, რომ უკრაინამ ნავთობის მიწოდება ხელოვნურად შეაჩერა.

პიტ ჰეგსეტი – ჩვენი მისიის მიზნებისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ იზრდება უპირატესობების ზრდასთან ერთად, ჩვენ ახლახან დავიწყეთ ბრძოლა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ ბრძოლას ახლა იწყებს და თეირანი შეცდომას უშვებს, თუ თვლის, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება.ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აფართოებს თავის სამხედრო მიზნებს ირანში, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ ზუსტად იცის, რისი მიღწევაც სურს.„ჩვენი მისიის მიზნებისადმი ჩვენი ერთგულება მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობების ზრდასთან ერთად. ჩვენ არ გვაქვს საბრძოლო მასალის დეფიციტი, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ეს კამპანია იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ, ჩვენი საბრძოლო მასალის სტატუსი მხოლოდ იზრდება ჩვენი უპირატესობის ზრდასთან ერთად. ჩვენ ახლახან დავიწყეთ ბრძოლა“, – განაცხადა ჰეგსეტმა.

ბოლო სიახლეები