ორშაბათი, ივნისი 9, 2025

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ის ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.

ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა. რა არის "Meta AI"?  ამის შესახებ უჩა პირმისაშვილი საუბრობს.ვრცლად ↓

რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მეორედ შეინარჩუნა.Marca.com-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაცვით მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი კარიერის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.როგორც გამოცემა წერს, ამის საპირისპიროდ, ო’მალის შემოსავალი, სავარაუდოდ, 2.5 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ნაკლებია წინა ბრძოლაში (სექტემბერში) მიღებულ 3.2 მილიონ დოლართან შედარებით, რა დროსაც მან ქამარი დაკარგა.

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა! – დანა უაითი

მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.ბრძოლის დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა კომენტარი გააკეთა.„მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა!“ - განაცხადა დანა უაითმა. 

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს.Geo Team-ის ინფორმაციით, კანში დასვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ.საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან ვატიკანში 15-წუთიანმა შეხვედრამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა, სანქციები უნდა დაუწესოს რუსეთს.„ეიბისი ნიუსთან“ საუბარში ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტს რუსეთზე ზეწოლის ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვს: სანქციები, ეკონომიკური ბლოკადები, იარაღის პაკეტები უკრაინისთვის და ევროპელი ლიდერების ერთიანობა მის გარშემო.„და ამიტომ პრეზიდენტ ტრამპს ყოველივე ეს შეუძლია. ასე ვფიქრობ. მე მსურს, მადლობა გადავუხადო სენატსაც. ვიცი, რომ არსებობს დადებითი სიგნალები სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან სანქციების პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს… ეს კარგი, ძლიერი ნაბიჯებია. თორემ როგორ უნდა ვისაუბროთ ადამიანებთან, რომლებიც ძალის გარდა სხვა არაფერს იგებენ?“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ვატიკანში ტრამპთან გამართულ მოლაპარაკებებზე. მისი თქმით, სწორედ ეს შეხვედრა დაეხმარა მას ამერიკის პრეზიდენტთან ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლაში. ზელენსკის შეფასებით, ოვალურ კაბინეტში 28 თებერვალს გამართული შეხვედრა რთული იყო, ხოლო ვატიკანში ხანმოკლე შეხვედრა კარგი და პროდუქტიული.„მსურს, მჯეროდეს, რომ დონალდ ტრამპთან ნორმალური, პროფესიონალური ურთიერთობა გვაქვს. მე არ მაქვს საკმარისი კონტაქტები პრეზიდენტ ტრამპთან, რომ ვთქვა, თუ რა სახის ადამიანური ურთიერთობა გვაქვს. საჭიროა დრო, საჭიროა შესაძლებლობები. 15 წუთმა ვატიკანში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ოვალურ კაბინეტში ადამიანების დიდ წრეში შეხვედრამ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ბოლო სიახლეები