UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა SHAK MMA-სთან ინტერვიუში მოახლოებული საჩემპიონო ბრძოლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 5 ოქტომბერს ამერიკელ კორი სენდჰეგენთან ჩაატარებს.
„კორი სენდჰეგენი ძლიერი მეტოქეა – ხშირად იცვლის პოზიციას, ფიზიკურად გამძლეა და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მომწონს მისი თავდაჯერებულობა და ვიცი, მძიმე შეხვედრა მელოდება, ასეთ დროს კი ყოველთვის მაქსიმუმს ვაჩვენებ.
სენდჰეგენს სურს, დამანოკაუტოს, ქამარი წამართვას და კარიერაც დამიმსხვრიოს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემ. ახლა ის ჩემი მოწინააღმდეგეა და ტიტულის დათმობას არ ვაპირებ. ვგეგმავ, დარტყმებში ჩავერთო და სწორედ ამ კომპონენტზე გავაკეთო აქცენტი. მჯერა, რომ ორთაბრძოლის დიდი ნაწილი დგომში წარიმართება და ამაზე ბევრი ვიმუშავე“, – განაცხადა დვალიშვილმა.